კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ დაიძვრინეს თავი მილიციიდან გურამ ფირცხალავამ და ბორის წიფურიამ მოსკოვში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასეთ კურიოზულ ისტორიას ყვებოდა: „1972 წელია. მე და ბორია წიფურია ახალგაზრდები ვართ და მოსკოვში ვიმყოფებით „საგულაოდ“. ეს ახლაა, რომ ჯიბეში ნებისმიერი ვალუტა შეიძლება, გედოს და არავინ არაფერს გეტყვის. კომუნისტების დროს კი ერთი ცენტიც რომ აღმოეჩინათ, „კაგებე“  ეგრევე „ვალუტჩიკობას“ (ვალუტით მოვაჭრე) გაგიფორმებდა და ციხე გარანტირებული გქონდა. ვალუტა იმ პერიოდში მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის იყო ნებადართული. მათთვისვე არსებობდა ვალუტაზე მოვაჭრე სპეციალური მაღაზიები, სადაც ნებისმიერ დეფიციტურ საქონელს იყიდდი და ასევე, ღამის ბარ-რესტორნები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ბორიამ „ვალუტჩიკისგან“100-100 დოლარი ვიყიდეთ, შემდეგ კარგად „გავიზმანეთ“ და სასტუმრო „როსიას“ „ვალიუტნი ბარში“ შევაჭერით. იქ კარგად მოვილხინეთ, მაგრამ ორ ფერადკანიანთან მოგვივიდა ჩხუბი, რომლებიც მივჟეჟეთ... მოვიდა მილიცია. დაიწყო საქმის გარკვევა. კიდევ კარგი, რომ პასპორტები თან არ გვქონდა და ბორიას მეგრულად ვუთხარი: ვითომ უცხოელები ვართ და მხოლოდ მეგრულად ვილაპარაკოთ-მეთქი. საბუთების არქონის გამო იქვე, „როსიას“ მილიციის განყოფილებაში ჩაგვიყვანეს, სადაც წითურთმიანი, რუსულსახოვანი მაიორი დაგვხვდა, რომელიც მტრულად გვიმზერდა. მას საქმის ვითარება რომ გააცნეს, ბორიას მეგრულად ვუთხარი: ეს ნაბიჭვარი სუფთა რუსია, კარგად არ გვიყურებს და მე მგონი, ციხე არ აგვცდება-მეთქი. მაიორმა ხელქვეითები გაუშვა და ჩვენთვის მოულოდნელად, სუფთა მეგრულად გვითხრა:
– არც ნაბიჭვარი ვარ და არც სუფთა რუსი. დედა ქართველი მყავს, გოგელიას ქალი და ფოთში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ახლა კი აქედან მოუსვით, სანამ არ გადამიფიქრებიაო...
მაიორს მეგრულად მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით.“

скачать dle 11.3