კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როდის შეიძლება, თმის ვარცხნამ ადამიანში ბოროტი სული ჩაასახლოს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  უძველეს სწავლებებში წერია, რომ დღე-ღამის ყოველ საათს თავისი დანიშნულება აქვს და მათ შორის არის მონაკვეთი – საათი, რომლის განმავლობაშიც ბნელი ძალა განსაკუთრებით ძლიერია. ხალხი მას კუდიანების საათს უწოდებს და ის ზუსტად ღამის სამ საათზე დგება. დღეს რუბრიკაში სწორედ კუდიანების საათზე გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერ შ.
– ესე იგი შუაღამის მაგია ღამის სამ საათზე იკრებს ძალას, ანუ კუდიანების ბატონობის დრო დგება?
– სწორედ ასეა და ვინც ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა, არაერთხელ შეამჩნევდა, რომ სწორედ ღამის 3 საათზე ხდება მათი სიზმარი განსაკუთრებით მშფოთვარე და მტანჯველი კოშმარებიც მაშინ იჩენს თავს. ბევრს კი, პერიოდულად სწორედ ამ დროს აქვს უცნაური და ძალიან საშიში ხილვები. სპეციალისტების აზრით, შფოთვის ასეთი მატება ცუდის ნიშანია. ამიტომ ადამიანი აუცილებლად უნდა წავიდეს ტაძარში და უფალს შესთხოვოს, უწმინდურმა ძალამ შეწყვიტოს მისი წვალება-დაზაფვრა. კანონზომიერება ასეთია: იმქვეყნიური სამყარო თუ არსებობს, მისი საწინააღმდეგო საშუალებაც იარსებებს.
– რა საშუალებებზეა ლაპარაკი?
– უპირველესად, კუდიანების საათის დადგომისას სახლიდან არ უნდა გახვიდეთ. თუ მაინცდამაინც გამოუვალი მდგომარეობაა და სხვა გზა არ გაქვთ, თან იქონიეთ ჯვარი. ის დაგიცავთ ჩასაფრებული უსიამოვნებისა და საფრთხისგან. კუდიანების საათზე არ შეიძლება ბანაობა – სულერთია ღამის სამ საათზე მიიღებთ შხაპს, აბაზანაში ჩაწვებით თუ მდინარეში იბანავებთ, ამით სხეულიდან საკუთარ ბედს ჩამოირეცავთ. მაგალითად, თუ ადამიანი მანამდე ბედნიერებასა და სიხარულში ცხოვრობდა, ხსენებულ დროს ბანაობის შემდეგ, შეიძლება, ბევრი უცნაური რამ შეემთხვეს. არაერთხელ ყოფილა, რომ ღამის სამ საათზე აბანოში ნაბანავები ადამიანი ხვეწნა-მუდარით მიდგომია მაგებსა და ჯადოქრებს დახმარებისთვის, რადგან ერთბაშად კარგავდა ქონებასაც და უახლოესი ადამიანის სიყვარულსაც. თუმცა, პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ასეთი ცვლილებების შეტანა ადამიანის ბედში, ძალიან ძნელია.
– გამონაკლისი შემთხვევები არ არსებობს?
– აბანოში კუდიანების საათის დადგომისას წასვლა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა საქმე ისედაც ძალიან ცუდადაა, ყველაფერში ხელი მოეცარა ადამიანს და სხვა გზა აღარ დარჩა ცხოვრების გასავლელი გზის კორექტირებისთვის. ასეთ შემთხვევაში ცვლილებები შესაძლებელია, ოღონდ ძალიან ფაქიზად და აუცილებლად იმ შამანის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს, ვისაც სპეციალური რიტუალის ჩატარების ძალა შესწევს.
– კუდიანების საათი იმ დროისთვის დაბადებულებზეც თუ ახდენს გავლენას?
– ხალხში არსებობს გადმოცემა, რომ კუდიანების, ანუ ღამის 3 საათზე დაბადებული ბავშვი უბედური იქნება. ის ავადმყოფობისთვისაა განწირული. ასევეა ქალი, რომელიც ამ დროს შობს ბავშვს – იმქვეყნიურ ძალთა ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცევა. ბევრ შამანს უმუშავია დედებთან, რომელთა ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობაც დღითი დღე უარესდებოდა მშობიარობის შემდეგ. ეს საათი გავლენას ახდენს ადამიანის ძილზეც – მას ღამის 3-ზე ან 4 საათის დაწყებისას ეღვიძება და ეს არ არის შემთხვევითობა. ამ დროს, შეიძლება ითქვას, ბნელი ძალები უტევენ მის სულს და ამ უძილობამ შეიძლება გასტანოს ძალიან დიდხანს. მისი დაძლევა კი მხოლოდ სპეციალური რიტუალითაა შესაძლებელი, რომელიც განდევნის ადამიანისგან უწმინდურ ძალას. ამიტომ, ვისაც სჯერა ბნელი ძალების არსებობის, უნდა დაიმახსოვროს წესი, რაც მას ბედში სერიოზული ცვლილებებისგან დაიცავს. გარდა იმისა, რომ კუდიანების საათზე არ შეიძლება ბანაობა და სახლიდან მოშორებით სეირნობა, არსებობს კიდევ მთელი რიგი აკრძალვებისა.  
– ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში ბევრი აკრძალვაა, რომელი მიეკუთვნება კუდიანების საათს?
– ყველაზე გავრცელებული ხალხური მინიშნება კუდიანების საათის დადგომისას თმის დავარცხნას კრძალავს. ამ დროს თმის ვარცხნამ შეიძლება, ადამიანში ბოროტი სული ჩაასახლოს. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ და დღე-ღამის ამ ყოვლად უწმინდურ მონაკვეთს ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს. ყველანაირი მაგიური ქმედება – შელოცვა, ჯადო, წყევლა-შეჩვენება თუ მკითხაობა სწორედ ამ დროსაა ყველაზე ეფექტური. განსაკუთრებით ამართლებს: თუ ფულადი მოგება ჩაუთქვით, ან ჯადოს და წყევლა-შეჩვენების მოხსნა გინდათ. ზოგი მაგიური რიტუალის შესრულების წესებს რომ სწავლობს, მხოლოდ სპეციალურ ლიტერატურას ეცნობა და მთელი ეს პროცესი სწორედ ღამის სამ საათზე რომ უნდა ჩატარდეს, არ აღიარებს. მათი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ რიტუალისთვის მეტი იდუმალების მისანიჭებლადაა მოგონილი. არადა კუდიანების დრო სულაც არ არის უბრალო დამთხვევა. ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საშუალებას უძილობის, კოშმარებისა თუ სხვა მსგავსი სატანჯველისგან გასათავიუფლებლად, რასაც სწორედ კუდიანების საათის დროს განიცდის. ლოგიკურია, მათ ვურჩიო, რომ სიტუაციას თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევენ, თუ გაწყვეტენ კავშირს იმ ყველაფერთან, რაც ბნელ ძალებს უკავშირდება. შიშები თქვენთვის არ უნდა შეინახოთ. ილოცეთ, იარეთ ეკლესიაში და ღამეული კოშმარები ნელ-ნელა თავისთავად გაქრება. კუდიანების საათი რომ ნამდვილად არსებობს, ეჭვს აღარ იწვევს, მაგრამ საპანიკო ამაში არაფერია. არ უნდა შეგაშინოთ დღე-ღამის, ანუ 24 საათიდან მხოლოდ ერთმა, ღამის სამმა საათმა. რწმენის სიმტკიცე აუცილებლად ძლევს ეშმაკეულს.
скачать dle 11.3