№39 ნაწლავების გამწმენდი და წონაში სწრაფად დასაკლები ბრინჯისა და მაწვნის 3-დღიანი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

დიეტისთვის ყოველდღიურად დაგჭირდებათ 1 ჭიქა ბრინჯი და 1 ლიტრი მაწონი. დღის განმავლობაში, როდესაც შიმშილის გრძნობა მოგეძალებათ, შეგიძლიათ მიირთვათ კიტრი, შავი ქლიავი ან მისი ჩირი და აუცილებლად უნდა სვათ დიდი რაოდენობით წყალი.
1 ჭიქა ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაუწურეთ წყალი, გარეცხეთ და მოხარშეთ ახალ წყალში. გადაანაწილეთ ულუფებად და მიირთვით დღის განმავლობაში, მაწონთან ერთად.