კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ჭეშმარიტების გზაზე

  ეკლესიის წესდებათა ცივი აღსრულება, ისევე, როგორც ანგარიშიანი გონების მიერ დადგენილი საქმეების რეგულარულად შესრულება, წესიერება, პატიოსნება  ჯერ კიდევ არ არის ის გადამწყვეტი მაჩვენებლები, რასაც ჩვენში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება აყალიბებს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვინაიდან ის თავის თავში არ ატარებს იესო ქრისტეში ცხოვრების სულს, ამიტომ ღმერთის წინაშე არანაირი ფასი არა აქვს. ასეთი სახის საქმეები მსგავსი იქნებოდნენ უსულო კერპებისა. კარგი საათიც სწორად მუშაობს, მაგრამ ვინ იტყვის, რომ მასში სიცოცხლეა?! ასევეა ამ შემთხვევაშიც: ხშირად საქმით მკვდარნი არიან, ცოცხლებად კი იწოდებიან (აპოკ. 3,1). საქციელის ამგვარმა წესიერებამ ყველაზე მეტად შეიძლება, ხიბლში შეიყვანოს ადამიანი. ამგვარი წესიერების მნიშვნელობა დამოკიდებულია შინაგან განწყობილებებზე, რომლებშიც მართალი საქმეების შემთხვევაშიც შეიძლება, არსებითი სიმართლიდან მნიშვნელოვნად გადაიხაროს, როგორც ცოდვებისაგან გარეგნული თავშეკავებისას შესაძლებელია, რომ მიჯაჭვული იყო მათზე ან გულში მათით ტკბობას განიცდიდე, ასევე, გარეგნულად კეთილი საქმეების ქმნის დროს, შესაძლებელია, გულით არ იყო ამისათვის განწყრობილი. მხოლოდ ჭეშმარიტი საღმრთო მოშურნეობა ისწრაფვის, წმიდა გულით აღასრულოს სიკეთე მთელი თავისი სისრულით უფალ იესო ქრისტესათვის, ხოლო ცოდვა სძაგს და დევნის მის უმცირეს აჩრდილსაც კი. და ასეთი მოშურნეობა ითხოვს დაძაბულ შრომასა და თავგანწირვას. თუკი მას შეერევა სხვა რაიმე აღძვრა, მითითებულის გარდა, მაშინ ის კეთილ საქმესაც უკეთურად აქცევს. მართლმორწმუნეობა და ღმერთთან ურთიერთობა არის მრავალ შრომათა და სალმობათა შემამთხვევი საქმე, განსაკუთრებით პირველ ხანებში. ყველაფერს ღმრთის სადიდებლად უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენში დაბუდებული ცოდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო ამის გარეშე ყველაფერ ამას აღვასრულებდით მხოლოდ ჩვევის გამო, ზრდილობისათვის.
***
  როდესაც ჩვენი სული მადლის მოქმედებით იღვიძებს, მაშინ ის მიისწრაფვის ღმრთისკენ და ყველაფერს მისკენ მიმართავს. ეგოისტური ჩვევა კი ამის შემდეგაც რჩება და წამოაყენებს ხოლმე თავის უფლებებს, ძველი ჩვეულებისამებრ მიდრეკს თავის გრძნობებსა და ნებას. ამის გამო ჩვენ, ყველანი, ისე როგორც მოციქული, გამოვცდით, რომ: „არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ, რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7,19).
და ხდება გაორება – როგორ უნდა მოიქცე? ყოველთვის სულის მხარე უნდა დაიჭირო, ეგოისტი ხორციელი ადამიანის მოთხოვნილებანი კი უნდა განაგდო და დათრგუნო. ამაში მდგომარეობს სულიერი ბრძოლა. ის ხანმოკლეა... როგორც კი შეამჩნევთ შინაგანად სულის საწინააღმდეგო აღძვრას... გულით უკუაგდეთ, სიძულვილით დაამარცხეთ იგი და მაშინვე ღმრთისკენ მიიქეცით ლოცვითა და იგი შეგეწევათ. წრფელი უარყოფა ბოროტისა და წრფელი ლოცვა უფლის მიმართ ყოველთვის იმარჯვებს და შინაგან გაორებას სპობს... აი, ყველაფერი, რაც ამისათვის არის საჭირო.

скачать dle 11.3