კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როდის ხდებიან მოძღვრები ადამიანების ეკლესიიდან წასვლის მიზეზი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დადგა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ქრისტიანის ცხოვრებაში. როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ახალი საეკლესიო წელი, რამდენი ენერგია აქვს ადამიანის სულს – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ქრისტიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სწავლობდეს, დადიოდეს იმ სკოლაში, რომელსაც საეკლესიო სკოლა ჰქვია. ადამიანებმა დაისვენეს ზაფხულში, მოიარეს როგორც საქართველო, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, მაგრამ მათ სახეზე მაინც არ შეიმჩნევა კმაყოფილება. რომ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ არ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ და არ ხართ ისეთი, როგორც უნდა იყოთ. ეს არის პასუხი ამ ყველაფერზე. რაც გინდა – აკეთე, სადაც გინდა – წადი, როგორც გინდა – ისე მოიქეცი, მაგრამ მიხვდები, რომ მოტყუებული ხარ, იქ არ ხარ, სადაც უნდა იყო. ყველას ყველაფერი გვინდა, რომ გვქონდეს. გვინდა კარგი მეუღლე, კარგი ოჯახი, კარგი სამსახური, ეს ყველაფერი მაშინ გვექნება, თუ თავად ვიქნებით კარგი მეუღლე, კარგი ქრისტიანი. კარგი სამსახური გვინდა, კარგი მეუღლე, მაგრამ თავად თუ გვიფიქრია იმაზე რამდენად კარგი მეუღლე ვიქნებით, რამდენად კარგი ქრისტიანი და რამდენად ვიმსახურებთ ასეთ ადამიანს ან სამსახურს. არა, ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი თავად მოვიდეს – ეს კი არასწორია. არასერიოზული ხალხი ვერ იქნება ბედნიერი, რადგან არასერიოზული ადამიანი ცოდვილია და ცოდვილი ადამიანი ვერასდროს იქნება ბედნიერი. თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, განეშორე ცოდვას, განიწმინდე სული და იქნები ბედნიერი, მიუხედავად იმისა, გათხოვდები თუ არა, გექნება თუ არა კარგი სამსახური.
– ადამიანები რომ ეკლესიაში აღარ მოდიან, შეიძლება, ეს სულიერი მოძღვრის ბრალი იყოს?
– მეც ვუსვამ ჩემს მრევლს კითხვას: სად ხარ, რატომ აღარ მოდიხარ ეკლესიაში? რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებას არ ვითხოვ, უბრალოდ, მაინტერესებს არიან თუ არა ისინი ისევ ჩემი სულიერი შვილები. ეს კითხვა ყველა სასულიერო პირს უნდა აწუხებდეს და უსვამდეს თავის მრევლს. რადგან დღეს რომ ადამიანები, თუნდაც ჩემი მრევლი, აღარ მოდის ეკლესიაში, ჩვენი, სასულიერო პირების ბრალია. თუმცა ადამიანი იმაზეც უნდა დაფიქრდეს, ამ ყველაფერში რა არის მისი ბრალი? შენ რას აშავებ ან რა დააშავე, რატომ აღარ მოდიხარ ეკლესიაში? თანამედროვე მორწმუნე საზოგადოება სხვადასხვა განწყობით მიდის ეკლესიაში. ხანდახან მოვდივართ ეკლესიაში, ღმერთს, მოძღვარს, ადამიანებს მოვაჩვენოთ თავი, ცოტა ხნით გავჩერდებით და მერე მივდივართ და არავინ იცის, რას ვაკეთებთ. ასეთი ქრისტიანობა რაში გვჭირდება, ვის ვატყუებთ? მერე მივდივართ ეკლესიაში შობას ან აღდგომას შეწუხებული სახეებით. არ ჯობია, მანამდე ვიაროთ, ვისწავლოთ, შევიმეცნოთ და ვიფიქროთ ჩვენს ცოდვებზე. ხომ ხედავ, რაც გინდა გააკეთო, ხელი არაფერში გემართება. რამდენმა შეიტყვეთ, რომ სნეულებაში ხართ? რამდენმა გაიგეთ, რომ მეუღლე გყავთ ავად? რომ არაფერი გამოგდით? ვერ ხვდებით, რომ უნდა გაიღვიძოთ კვირა დილით და წახვიდეთ წირვაზე, მაგრამ არ გაქვთ სულიერი შფოთი, სულიერი მოუსვენრობა. არ იცით, რა არის სულიერი ენერგია, წირვა-ლოცვა. ფიქრობთ: მარიამობას ხომ ვეზიარე, ახლა ღვთისმშობლის შობა მოდის და მაშინ ვეზიარები, დღეს კი ბაზრობაზე წავალ, ამას გავაკეთებ ან იმას. რა იცით, წახვალთ? რა იცით, ორი დღის შემდეგ რა მოხდება? თქვენი შვილები დაქორწინებას რომ აპირებენ, არ ეუბნებით: მიდი ეკლესიაში, მოძღვარს გაესაუბრე, ახალ ცხოვრებას იწყებ, სხვა ადამიანის მეორე ნახევარი უნდა გახდე, ჩემი გენი გაამრავლო, სალონში რომ ხარ ჩაწერილი და რესტორანიც შეარჩიე, ერთხელ მამაოსთანაც მიდი, ნახევარი საათი დაუთმე მასთან საუბარს, რომ წმიდა მამების სწავლებით დაგარიგოს, როგორ იყო ბედნიერი. მერე, ფიასკოს რომ განიცდით, მომადგებით: მამაო, ჯვრის აყრა გვინდაო. თქვენც შეწუხებულები ხართ: არ გამოგვადგაო. არ გამოგადგათ, ტელევიზორი ხომ არ არის ან საზამთრო? დაიმახსოვრეთ, რომ კარგი ადამიანი არავინ არის, ყველა ცოდვილები ვართ და ჩვენ, ეკლესიაში მყოფმა ცოდვილებმა, რომლებიც რაღაც საკითხებში ცოტა წინ ვართ, უნდა გასწავლოთ. „მე, რომ ფეხი მოვიტეხე მარიამობას, ვერ მივდივარ წირვაზე, ეს ეშმაკს კი არ უნდა დავაბრალო, არამედ საკუთარ თავს“. უნდა დავფიქრდეთ და ბევრი რამ გადავხარშოთ. პავლე მოციქული ამბობს: ეკალი მომეცა სხეულში, რომ დამქენჯნოსო. პავლეს ეპილეფსია აწუხებდა და ამბობდა: სამჯერ ვთხოვე უფალს, რომ განმკურნოს და არ განმკურნაო. პავლე რომ არ განკურნა უფალმა, წარმოიდგინეთ, მე რა მალამო მიშველის, მაინც მტკივა. მაგრამ ვიცი, რომ ეს უფლისგან არის და რომ არ ვარ ის, ვინც უნდა ვიყო. თუ მოძღვრისგან დაბრკოლებულები ხართ, მისწერეთ მაინც, რომ სხვასთან მიდიხართ. არ უნდა დაიკარგოთ ეკლესიიდან თვეობით, თან გერქვათ ვინმეს სულიერი შვილი. მე მაშინ პასუხისმგებლობა უნდა მოვიხსნა შენზე, რადგან აღარ ხარ ჩემთან და მეც ვერ ვიქნები შენთან. მოძღვარსაც სჭირდება დალოცვა მრევლისგან, პავლესავით მეც მინდა განვიცადო მშობიარობის ტკივილები, რომ თქვენში ქრისტე გამოისახოს. მაგრამ რომ არ ისახება, ამიტომაც მუდმივად ფეხმძიმეები ვართ კულტურასავით და ფილოსოფიასავით. წმიდა მამები ამბობენ: მუდმივად ფეხმძიმედ არის კულტურა და ფილოსოფია, რადგან ვერაფერი შვესო. რადგან დღეს უკულტურობაა, ხვალ კულტურა იქნება, გუშინ რაც უკულტურობა იყო, დღეს კულტურაა. ფილოსფიამ კი რაც თქვა კანტმა, დღეს ის შეცვალეს, რაც თქვა სოკრატემ წარსულში, მერე ის შეცვალა პლატონმა, არისტოტელემ, სულ ძებნაში არიან. ჩვენ ხომ ვიპოვეთ იესო ქრისტე, რომელიც გაცხადდა და გვეუბნება, რომ თქვენთან ვარო. ჩვენ კი სად ვართ? სად და, ხან რემონტს ვაკეთებთ, ხან ბაზრობაზე დავდივართ, ხან მანქანას ვყიდულობთ. რამდენი მოძღვარიც, ეკლესიაც უნდა შევიცვალოთ, არაფერი გვეშველება, თუ ვერ მივხვდებით, რომ პრობლემა ჩვენშია. თუ მოძღვარიც მრევლს დააბრალებს ეკლესიაში არ მოსვლის მიზეზს, მაშინ მასშიც არაფერი შეიცვლება, არაფერი ეშველება. რადგან როცა ხალხი ეკლესიიდან მიდის, ეს მღვდლების ბრალია და საკუთარ თავს, საკუთარ სულიერებას უნდა დავაბრალოთ.
– მამაო, სულიერი ენერგია ახსენეთ და რა არის ეს?
– როგორც მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს:  სულს სამი ძირითადი ენერგია ჰქონია. პირველი – ეს არის გონიერი ენერგია. როგორიც არის ადამიანის გონება, ისეთია მისი სული. ჩვენი გონიერი ენერგია აღჭურვილი უნდა იყოს ლოცვით. უნდა შეუერთდე ღმერთს. როგორ? – იესოს ლოცვით, „მამაო ჩვენოთი“ უნდა დაიწყოთ. მეორე ენერგია სურვილის ენერგიაა. ყველანაირი ცოდვა ადამიანის სულიერი სურვილებიდან მოდის. ამიტომ ჩვენი სურვილები თავშეკავებით უნდა მოვთოკოთ. მესამე ენერგია უკვე მრისხანებითი ენერგია ყოფილა. მრისხანებითი ენერგია სიყვარულით უნდა შევცვალოთ. წარმოიდგინეთ, როგორც ბრაზობთ, ყვირით, მასე რომ გიყვარდეთ, რა მოხდება.


скачать dle 11.3