კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 გალაღებული ყმები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სეპარატისტული აღლუმი ოკუპანტური აკომპანირებით

  იმას გარდა, რომ გასულ კვირას ამ ჩვენმა ოსმა სეპარატისტებმა, ეგრეთ წოდებული, სახელმწიფო დროშის დღე იზეიმეს, რომელსაც, თურმე, სამიათასწლიანი ისტორია აქვს და მერე რა, რომ ამ მოსაზრებას არა ფაქტებით, არამედ წინაპრების მიერ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ამბებით ამყარებენ (იზოლაციის დაღია აშკარად), პირველად „რესპუბლიკის“ ისტორიაში სადღესასწაულო მარშითაც აღნიშნეს  „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ 29-ე წლისთავი.
  თანაც, არა ჩვეულ ადგილას, თეატრალურ მოედანზე, არამედ მოსკოვის ქუჩაზე.
  აღლუმში მონაწილეობა მიუღიათ სეპარატისტების „თავდაცვის სამინისტროს“ ნაწილებს, სასაზღვრო ნაწილებს, კადეტთა სკოლის მსმენელებსა და თვით რფ-ის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს.
  ბუნებრივია, დამსწრეთ „პრ.“-მა ბიბილოვმაც მიმართა და სეპარატისტულ სამწყსოს აუწყა, რომ ეს მათი უსაყვარლესი დღესასწაულია და შეახსენა, რომ სამი ათეული წლის წინათ კვლავ დადგა ოსი ხალხის „გენოციდის“ „გამეორების“ საფრთხე, 1920 წლის მსგავსად და, რა თქმა უნდა, „დამოუკიდებლობის“ მთავარ წყაროდ ძლევამოსილი ოსური არმია დაასახელა. თუმცა, მაგალითად, ამ აღლუმმაც კი რუსეთის 58-ე არმიის ორკესტრის აკომპანირებით ჩაიარა.
  საქმეს ისეთი პირი უჩანს, ანუ ისე მოუხშირეს მოსკოვმა და ცხინვალმა, იქიდან პრ-მა პუტინმა, აქედან – „პრ.“-მა ბიბილოვმა გენოციდზე ლაპარაკსა და ისტორიის თავიანთი ვერსიების შემოთავაზებას, არაა გამორიცხული, რომ 2020 წელს რფ-ის ხელისუფლებამ თავის ყმა სეპარატისტებს საჩუქარი გაუმზადოს და დამოუკიდებლობას გენოციდის აღიარებაც დაუმატოს.


скачать dle 11.3