№38 მგლები 6
ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე
სახელის გარეშე
ლუკას გამთენიისას გაეღვიძა. უეცრად ვერც კი გაიხსენა, სად იმყოფებოდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთხელაც არ უძინია წესიერად. ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ კონსპირაციულ ბინებსაც ვერ ენდობოდა. ხან გზისპირა მოტელებში უხდებოდა ღამის გატარება, ხანაც პირდაპირ მანქანის სავარძელზე და როგორც წესი, თავქვეშ ამოდებული პისტოლეტით. ასეთ მდგომარეობაში ორიოდ საათით თუ ახერხებდა თვალის მოტყუებას. ახლა კი...
რბილ, სურნელოვან ქვეშაგებზე იწვა, მკერდს თხელი ზეწარი უფარავდა, ფანჯრიდან ადრიანად გამოღვიძებული ფრინველების ჭიკჭიკ-ფუსფუსის ხმა იჭრებოდა და რაც ყველაზე მთავარი იყო, გვერდით მშვიდად ეძინა ეკას. დიდი ხანია, ასეთ დილაზე იცნებობდა. ოცნება ახდა. მაგრამ მას ჩრდილად სდევდა წარსულთან დამაკავშირებელი მოგონებები. მას კარგად ესმოდა, რომ წარსულს ასე იოლად ვერ გაემიჯნებოდა. მასთან დამაკავშირებელი უხილავი ძაფები ძალიან მტკიცე იყო და მხოლოდ კანონიერი ქურდის წოდებაზე უარის თქმა ვერ დაარღვევდა ამ კავშირს. საქმე მხოლოდ წოდებაც არ იყო. მას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა მრავალი ადამიანის წინაშე. პირველ რიგში, ესენი იყვნენ „ვერშინას“ თანამშრომლები და მისი უახლოესი მეგობრები, რომლებიც კომპანიის დაარსების დღიდან იბრძოდნენ მის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. მისი საქმიდან გასვლა კი, თავისთავად, გამოაცოცხლებდა ხარკოვის კრიმინალურ დაჯგუფებებს. ხარკოვში რამდენიმე ასეთი დაჯგუფება მოქმედებდა. წლების განმავლობაში ლუკა ახერხებდა მათთან ზავის შენარჩუნებას, მაგრამ მალე მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ უარი თქვა კანონიერი ქურდის წოდებაზე. ეს „ვერშინასთვის“, პრაქტიკულად, არაფერს ცვლიდა, კომპანიას გამოცდილი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მის მიერ წოდებაზე უარის თქმა აუცილებლად გამოიწვევდა რამდენიმე დაჯგუფების ამოქმედებას. პირველ რიგში, ეს ეხებოდა „სალტოვკის“ დაჯგუფებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალტოვკელებმა გარკვეული კავშირები გაიჩინეს კიევში და პოზიციები გაიმყარეს. მიუხედავად ამისა, ისინი არასოდეს დაპირისპირებიან ლუკასა და მის ხალხს, მან კარგად იცოდა, რომ სალტოვკელებს ჯერაც ახსოვდათ, თუ ვისი ხელით დაიღუპა მათი ლიდერი „კლეში“ და როგორ დააწესა კონტროლი ლუკას ხალხმა მათ ტერიტორიაზე. მთელი ძველი დაპირისპირების მიუხედავად, სალტოვკელები ანგარიშს უწევდნენ ლუკასა და მის უკან მდგომ ძალას. მათ კარგად ესმოდათ, რომ „ვერშინასთან“ დაპირისპირება მათთვის დამღუპველი იქნებოდა. მაგრამ ლუკას საქმიდან გასვლისა და უკრაინიდან წასვლის შემთხვევაში, ისინი უეჭველად მოინდომებდნენ წნეხიდან გათავისუფლებასა და დაკარგულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას. რაც ამას მოჰყვებოდა, ლუკასთვის წინასწარ იყო ცნობილი. საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, იქნებოდა ის უკრაინაში თუ არა, ან კანონიერი ქურდის წოდებით იცხოვრებდა თუ არა. „ვერშინა“ ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა თავის პოზიციებს. ამას მოჰყვებოდა დაპირისპირება, რომელსაც შემდგომ კიევი „ვერშინას“ წინააღმდეგ გამოიყენებდა. არც ის იყო გამორიცხული, რომ კიევს თავად წაექეზებინა სალტოვკელები „ვერშინასთან“ დაპირისპირებაზე. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა – ლუკას მოვლენებისთვის უნდა გადაესწრო და სალტოვკელებთან იქამდე მოეგვარებინა ყველა საკითხი, ვიდრე ისინი რაიმე სისულელეს მოიმოქმედებდნენ. მაგრამ ბოლო ხანებში გადატანილი დაძაბულობის შემდეგ არნახულ დაღლილობას გრძნობდა. სულ მცირე, რამდენიმე დღე მაინც უნდა დაესვენა. ამას კი მხოლოდ ეკასა და ნატოს გვერდით თუ მოახერხებდა. სიმშვიდეს სხვა ვერაფერი მიანიჭებდა. შემდეგ კი...
იმ წუთებში მისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რა იქნებოდა შემდეგ. მაგრამ კარგად იცოდა, თუ რა აღარ იქნებოდა მის ცხოვრებაში – დაუსრულებელი ბრძოლა, სისხლისღვრა, მიმალვაში ცხოვრება, მუდმივი დაძაბულობა იმის გამო, რომ რომელიმე გაბოროტებული ნაძირალა მისთვის ძვირფას ადამიანებზე გადმოანთხევდა ბოღმას. ცოტაც და ყოველივე ეს სამუდამოდ ჩაბარდებოდა წარსულს. ეს განსაკუთრებით ახარებდა ეკას. ლუკას რამე რომც არ ეთქვა, თავადაც გრძნობდა მასში მომხდარ გარდატეხას. ის სულ სხვანაირი იყო, როდესაც კრაკოვიდან უკრაინაში გაემგზავრა და სრულიად სხვანაირი დაბრუნდა უკან. ერთადერთი, რაც აფიქრებდა, პირადი მცველები იყვნენ, რომელთა რაოდენობაც ლუკას უკან დაბრუნებისთანავე ორჯერ გაიზარდა.
– რა საჭიროა ამდენი მცველი? – დაინტერესდა ეკა, როდესაც მათ შორის ახალი სახეები შენიშნა.
– ნუ მიაქცევ ყურადღებას, – უპასუხა ლუკამ.
- ხშირად მათ ვერც კი ვხედავ. უბრალოდ, ვიცი, რომ ყოველთვის აგარაკის ირგვლივ და ბაღში ტრიალებენ. მაგრამ მაინც ვერ შევეჩვიე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გამუდმებით ვიღაც მითვალთვალებს, – თქვა ეკამ.
– ამდენი ხნის განმავლობაში უნდა შეგუებოდი მათ აქ ყოფნას. შენ რაღაც სხვა გაშფოთებს, – შენიშნა ლუკამ.
– მართალი ხარ. კი არ მაშფოთებს, მაშინებს. რატომ გააორმაგე დაცვა? ჩვენ რამე გვემუქრება?! – პირდაპირ ჰკითხა ეკამ.
– არა. მაგრამ როგორც ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა!.. ვიღაც შეიძლება, ძალიან გაახაროს ჩემმა გადაწყვეტილებამ. ვიღაც – გაანაწყენოს. მავანმა კი შესაძლოა, ეს თავის უპირატესობად აღიქვას და რაიმე სისულელე მოიმოქმედოს.
– ასე რთულია შენს საქმიანობაზე უარის თქმა?! – გაიკვირვა ეკამ, – შენი წრის წარმომადგენლები დევნას დაგიწყებენ?
– რეალობად ნუ მიიღებ „კალინა კრასნაიას“! – გაეცინა ლუკას.
– რას გულისხმობ?
– ვასილი შუკშინის ფილმს...
– ჰო... გამახსენდა, – თავი დაუქნია ეკამ, – მაგრამ რა შუაშია შუკშინი და მისი ფილმი?
– შუკშინის პერსონაჟი ავტორიტეტული ქურდია, რომელიც წარსულთან გამიჯვნას ცდილობს. ამისთვის ყოფილი „პადელნიკები“ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, უპასუხა ლუკამ, – მაგრამ ეს მხოლოდ ფილმია, რომელსაც არაფერი აკავშირებს ცხოვრებისეულ რეალობასთან.
– რეალობაში როგორ ხდება?
– ძალიან მარტივად. ვთქვი ჩემი სათქმელი და წამოვედი.
– სულ ეს არის?! – ეჭვით შეხედა ეკამ.
– შენ წარმოიდგინე, რომ სულ ეს არის. შენ რა გეგონა, კენჭისყრა იმართება და გადაწყვეტილება უმრავლესობის აზრით გამოაქვთ, რაზეც შემდეგ ოქმი იწერება?! – გაეცინა ლუკას.
– ვხვდები, რომ ასე არ ხდება, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ რაღაც გაშფოთებს. ეს ახალი მცველები შემთხვევით არ გამოჩნდნენ ჩვენს აგარაკზე.
ლუკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– მე მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედი. შემდეგ ისევ უკრაინაში უნდა დავბრუნდე. ვიდრე აქ არ ვიქნები, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თქვენ სრულიად უსაფრთხოდ ხართ.
– ესე იგი, რაღაც საფრთხე მაინც არსებობს, – შენიშნა ეკამ.
– რაც არ უნდა მოხდეს, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მაინც დასრულდება.
– რამდენი ხნით უნდა წახვიდე? – მძიმედ ჰკითხა ეკამ.
– არ ვიცი. რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
– ქურდებთან?
– მათთანაც. მაგრამ პირველ რიგში, კომპანიის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადავწყვიტო. ახლა არ შემიძლია იმის თქმა, რამდენი ხანი დავრჩები უკრაინაში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩემი საქმეების მოსაგვარებლად ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება.
– ორი კვირა... წლები გელოდე და იმ ორ კვირასაც გადავიტან, მაგრამ... ახლა სხვანაირად არის საქმე, ლუკა, – ეკამ მუცელზე მოისვა ხელი, – მეშვიდე თვეა. ძალიან მინდა, რომ მშობიარობის დროს აქ იყო. ვიცი, რომ არაფერი მომაკლდება, მაგრამ უშენოდ ძალიან გამიჭირდება. რით უნდა იყოს ჩემი გონება დაკავებული – მშობიარობით თუ იმაზე ფიქრით, თუ სად და რა მდგომარეობაში იქნები შენ იმ დროს?
– ნუ ღელავ. ორი კვირა და არც ერთი წუთი მეტი. რაც არ უნდა მოხდეს, ორი კვირის შემდეგ დავბრუნდები. ყველა საქმეს მივატოვებ და შენთან ჩამოვალ! – უყოყმანოდ უპასუხა ლუკამ.
– არ მინდა, ხელი შეგიშალო შენი საქმეების მოგვარებაში. მტკივანი კბილი ერთი მოქაჩვით უნდა ამოიღო. მირჩევნია, ორი თვით გაემგზავრო და ამით დასრულდეს ყველაფერი, ვიდრე ორი კვირის შემდეგ სამომავლოდ მოსაგვარებელი პრობლემებით დაბრუნდე.
– ორი კვირა, არც მეტი და არც ნაკლები. ამ დროში ჩავეტევი.
– მაშინ, იყოს ორი კვირა, – დაუფარავი კმაყოფილებით დაეთანხმა ეკა.
მსუბუქმა ბიძგმა ლუკა ფიქრს მოსწყვიტა. გაკვირვებული გვერდზე გადაბრუნდა და ეკას დახედა. მასაც გაღვიძებოდა და ღიმილით შემოსცქეროდა.
– შენც იგრძენი?
– ბიძგი? – ჰკითხა ლუკამ.
– ჰო... ძალიან მოუსვენარია. ღამით შედარებით მშვიდად არის. თითქოს ჩემთან ერთად ისვენებს. მაგრამ გათენებისთანავე იწყებს ცქმუტვას, თითქოს დაბადება ეჩქარებოდეს.
– ესე იგი ეს...
– ჩვენი პატარა იყო. ვანდას ფეხმძიმობისას არ გინახავს ბავშვის მოძრაობა? – გაუკვირდა ეკას.
– არა... მას შემდეგ, რაც ვანდას ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვე, ერთი ღამეც არ გამიტარებია მის გვერდით. თვალწინ მუდამ მისი გააფთრებული სახე მედგა. მუდამ მახსოვდა, რომ იმ ნაგაზზე უფრო ღელავდა, რომელიც მაშინ შემომაკვდა, ვიდრე თავის, ჯერაც დაუბადებელ შვილზე. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მძიმე დღე მქონია, მაგრამ ის დღეები ყველაზე ძნელად ასატანი იყო ჩემთვის. თავს ზედამხედველად ვგრძნობდი. ვანდამ პირობა მომცა, რომ ბავშვს არ მოიშორებდა, მაგრამ მაინც ვერ ვენდე. ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივარ ასეთ ჯიუტ და თავისნათქვამა ქალს. მეშინოდა, რომ მარტოდ დარჩენილი, მაინც აღასრულებდა ჩანაფიქრს. თანაც ძალიან მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა. საჭმელს თითქმის ვერ ჭამდა. განუწყვეტლივ ერეოდა გული. მისი მარტო დატოვება ისედაც არ შემეძლო. შინამოსამსამსახურის დაქირავება ვცადე. მაგრამ ამაოდ. ვერავინ გაუძლო მის ანჩხლ ხასიათს. სამ-ოთხ დღეზე მეტ ხანს არ ჩერდებოდნენ. ერთმა ერთი კვირა გაქაჩა. ძალიან კარგი ქალი იყო, კლასიკური უკრაინელი ბებია. ბოლოს ისიც წავიდა. წასვლის წინ კი პირჯვარი გადამწერა: ღმერთმა გაძლება მოგცეს ასეთი ქალის გვერდითო. ასეთი გამოხტომები ჩემი ქმრისთვის რომ მომეწყო, კნუტივით გამგუდავდაო!..
– შენც ცუდად გექცეოდა?
– არა, – გაეცინა ლუკას, – მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კარგი დამოკიდებულება გვქონდა. მე მისთვის მისი შვილის მამა კი არა, „პადელნიკი“ ვიყავი. ასე ვთქვათ, საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა და ორივეს პროფესიონალების შესაფერისად გვეჭირა თავი. უბრალოდ რომ გითხრა, მე ვჭირდებოდი ვანდას. ჩემ გარეშე იმ საქმიდან, რომელიც მან დაგეგმა, არაფერი გამოვიდოდა. მერე კი...
ლუკა მოულოდნელად გაჩუმდა და მძიმედ მოისრისა შუბლი.
– რა მოგივიდა? – საწოლიდან წამოიწია ეკა.
– იმაში, რომ ნატოს ნორმალური ბავშვობა არ ჰქონდა, ვანდასთან ერთად, მეც ვარ დამნაშავე. ძიძები ვერასოდეს შეუცვლიდნენ დედას და მასწავლებლები, თუნდაც საუკეთესონი, ვერ გაუწევდნენ მამობას. მასთან ერთად მეც ვწვალობდი. ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდოდა, მისთვის ღირსეული მამობის გაწევა. მასთან ერთად მესეირნა პარკში, წამეყვანა გასართობად, თუნდაც სახლში ერთად გაგვეტარებინა რამდენიმე დღე. ამაში უკვე ვანდა არ იყო დამნაშავე. იმის იმედი, რომ ოჯახურ ცხოვრებას ვეღირსებოდი და მამობის გაწევის შესაძლებლობა მომეცემოდა, ნაინამ გამიჩინა. მაგრამ ის ნაძირლებმა წამართვეს. იმ ნაძირალებმა, რომლებსაც ოდესღაც მეგობრებად ვთვლიდი. ნაინას დაღუპვის შემდეგ, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ამასობაში ნატოც გაიზარდა. ვერ ვიტყვი, რომ უჩემობას შეეგუა. უბრალოდ, ჩემს მდგომარეობაშია – სხვა გზა არა აქვს და ისე ცხოვრობდა, რაც ბედმა არგუნა.
– ახლა?.. ახლა როგორ გრძნობ თავს?
– ახლა?! ახლა ძალიან კარგად. შენ მე სიცოცხლის ინტერესი დამიბრუნე. აქამდე წყალში ჩავარდნილი ხმელი ფოთოლივით მივუყვებოდი დინებას. ცხოვრება მოქმედების გარკვეულ სცენარს მთავაზობდა და მეც ვმოქმედებდი. ვმოძრაობდი მხოლოდ ერთი მიმართულებით, იქით, საითაც წამიღებდა დინება. მე არც ძალა მქონდა და არც სურვილი რაიმეს შესაცვლელად. შენ გაინტერესებს, რას ვგრძნობ ახლა? იმ ძალას, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის შესაძლებლობას მომცემს. და შენ და ჩვენი პატარა რომ არა, ეს არასოდეს მოხდებოდა!.. – ამ სიტყვებთან ერთად ლუკამ მკლავები მოხვია ეკას და ძლიერად მიიკრა მკერდზე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.