კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გადაწყვიტა სანდრო კაკაბაძემ სიყვარულის გამო ლონდონიდან ბრაზილიაში წასვლა და რა ნახა მან ამაზონის გადამწვარ ტყეში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჟურნალისტი სანდრო კაკაბაძე უკვე წლებია, ბრაზილიაში ცხოვრობს. მისი საშუალებით ქართველმა მაყურებელმა ამაზონის ტყეში არსებული რეალური სურათი ნახა. ხანძარზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა, მან ბევრი საინტერესო ფაქტი იცის.
  სანდრო კაკაბაძე: ბრაზილია, როგორც იცით, უზარმაზარი ქვეყანაა. მე სან-პაულოში ვცხოვრობ, რომელიც ამ ქვეყნის მეგაპოლისი – მთავარი ქალაქია და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.შეიძლება
ითქვას, აქ არც იგრძნობა, რა ხდება ამაზონში, რადგან ჩვენ შორის ძალიან დიდი მანძილია. ჩვენ სხვა ბიომასაში ვართ, აქ სხვა რეალობაა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან რეალურად, შორს რა ხდება, წარმოდგენა არ გაქვს. იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, შუადღეს რესტორანში შევედი სასადილოდ და უცებ დაბნელდა. პირველი საათი იქნებოდა და სრული სიბნელე. ვერ გაიგებდი, დღე იყო თუ ღამე. იმ მომენტში ჩავთვალე, რომ ღრუბელი ჩამოწვა. მერე ახალ ამბებში ვნახე, რომ თურმე ღრუბელი კი არა, ეს ამაზონიდან მოსული ბოლი ყოფილა, რომელიც მთელ ქალაქს გადაეფარა. იმ მომენტიდან „აფეთქდა“ ბრაზილიაში ეს ამბავი. როგორც ვთქვი, სან-პაულო აქაურობის გულია და ბოლი აქამდეც რომ მოვიდა, მაშინ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. თუ აქ არ იგრძნობა, რაც სხვაგან ხდება, ისე ჩაივლის, ვითომც არაფერი.
  რეალურად, ამაზონია ყოველ წელს იწვის, ეს აქაური რეალობაა. აქაურობა თითქმის სრულად დაფარული იყო ტყის საფარით. მერე დაიწყო მიგრაცია ევროპიდან. პირველ რიგში, სამხრეთი გაიკაფა და ათასნაირი წარმოება შემოვიდა. ბრაზილიაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აგროკულტურას. ეს მიმართულება ამოძრავებს ქვეყანას. ამიტომ აქ ბევრი ფიქრობს, რომ ტყე უნდა გაიკაფოს და იქცეს საძოვრებად ან სხვანაირად დაეთმოს მას. ეს არის უდიდესი დისკუსიის მიზეზი. ჯერ კიდევ ოცი წლის წინ განიხილავდნენ ტყის გაჩეხვის თემას. მეორე მხრივ, არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ტყე უნდა შეინარჩუნონ, რადგან ამით სუნთქავენ. ეს არის აქ მთავარი დისკუსია. ბრაზილიის ბოლო პრეზიდენტი ულტრამემარჯვენეა და მისი პოზიცია ბიზნესის მხარესაა – „გავჩეხოთ ტყე და გამოვიყენოთ“. მეორე ჯგუფი ამბობს, რომ ეს ჩვენი ფილტვებია, რომლითაც ვსუნთქავთ, რომლის განადგურებითაც ყველაფერს დავკარგავთ. მოკლედ, სან-პაულოში მოტანილმა ბოლმა დიდი ამბავი ატეხა და საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. მე „იმედმა“ მთხოვა და გადავწყვიტე, ამ თემაზე რეპორტაჟი მომემზადებინა. ამისთვის ავირჩიე რონდონიას შტატი, რომელიც საკმაოდ ახალია – 1981 წელს ჩამოყალიბდა შტატად, მანამდე მთლიანად ტყე იყო. საინტერესო ისაა, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მისი ტყის საფარის 35 პროცენტი აგროკულტურად და საძოვრებად გარდაიქმნა, რაც საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. იქ რომ ჩადიხარ, ქალაქში ბოლი დგას, მზე ყოველთვის ბოლითაა შემოსილი. რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო მეტ დანაკარგს ხედავ. უზარმაზარი ტერიოტორიებია გადამწვარი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ იცი, ეს ადამიანის გაკეთებულია. ოთხმოცდაათი პროცენტი ნაფიქრია და მერე რაღაც ნაწილზე თვითონ გავრცელდა ცეცხლი. რომ შედიხარ ნახულობ, რომ ხეები წინასწარ არის მოჭრილი. ამას ორი მიზეზი აქვს, პირველ რიგში ის, რომ სანამ ცეცხლს წაუკიდებენ, ხე გააქვთ და ყიდიან და მეორე – იმ ხეს, რომელსაც ფასი არ აქვს, რაღაც პერიოდი ტოვებენ, რომ გახმეს და ადვილად წაეკიდოს ცეცხლი. ისევ და ისევ ვუბრუნდებით მთავარ თემას, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი – იმისათვის, რომ გახსნან ეს ტერიტორია და საძოვრად ან აგროკულტურისთვის გამოიიყენონ.
– ასე ხდება სულ, მაგრამ წელს მასშტაბი ძალიან დიდი იყო?
– კი. რადგან წელს კვამლი სან-პაულოში ჩამოვიდა, ყურადღებაც გაიზარდა, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ბრაზილიური რეალობაა, მით უმეტეს ამაზონში. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ეს არაა მხოლოდ წლევანდელი ამბავი.
– ძალიან მძიმე კადრები გავრცელდა. ადგილზე როგორი რეალობა იყო, უფრო მძიმე იყო, ვიდრე ელოდი თუ პირიქით?
– მე ვიცი იქაური რეალობა, ძალიან ბევრჯერ ვარ ამაზონიაში ნამყოფი. ხუთი წლის წინ კიდევ უფრო მძიმე რეგიონშიც ვიყავი. შესაბამისად, დაახლოებით, ვიცოდი, რა დამხვდებოდა. ჩემთვის ეს ნაცნობი სურათი იყო. თუმცა, რამდენიმე ადგილას რომ მივედი მასშტაბმა შემძრა, მაგრამ უფრო იმან შემძრა, რომ ვიცოდი, ეს ადამიანის გაკეთებული იყო. კიდევ ერთი დეტალია ძალიან საინტერესო, დღეს ტექნოლოგია იმდენად განვითარებულია, რომ სატელიტების მეშვეობით, ამაზონიის ყოველი წერტილი ოცდაოთხსაათიანი კონტროლის ქვეშაა და პოლიტიკური ნება რომ იყოს, ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია. მაგრამ ეს ძალიან კომპლექსური თემაა, რადგან ბევრი ადამიანია ამაში ჩართული, ამით ცხოვრობენ. ამიტომ ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, თორემ ტექნოლოგიურად შესაძლებელია.
ბუნებრივია, კითხვა – ბუნებრივია თუ ადამიანისგან გამოწვეული? – იქ არც დაისმის.
– კარგი. შენ შესახებაც ვისაუბროთ. როგორ იქცა ბრაზილია შენს რეალობად?
– რაღაც მომენტში ლონდონში წავედი სასწავლებლად. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ერთი ლამაზი გოგო დავინახე (იცინის). ბოლოს ერთად აღმოვჩნდით ავტობუსში და მერე ცხოვრების გზაზე. სასაცილოა, რომ ყველაფერი ავტობუსის გაჩერებაზე დაიწყო (იცინის). ეს გოგო ბრაზილიელია და მასთან ერთად გადმოვედი სან-პაულოში, ექვსი წელია, დაქორწინებულები ვართ.
– „ლომონოსოვი“ გაქვს დამთავრებული. რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტიკა?
– მამაჩემის აუსრულებელი ნატვრა იყო ჟურნალისტობა, მერე მეც მიბიძგა და დავიწყე ჟურალისტიკის სწავლა „ლომონოსოვში“. რომ დავბრუნდი, პირველი გამოცდილება „მზეზე“ მივიღე. მერე იყო „პირველი არხი“, შემდეგ  – „რუსთავი 2“, სადაც „პოსტკრიპტუმში“ ვმუშაობდი და დღემდე მგონია, რომ ჟურნალისტიკაში ყველაზე საინტერესო მომენტი მაშინ იყო. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა ზედმეტად პოლიტიზირებული გახდა. ამიტომ გადავწყვიტე, მთელი ყურადღება დოკუმენტური ფილმებისკენ მიმემართა, სადაც თავისუფლებას ვხედავდი და ლონდონში წავედი სასწავლებლად. სამი-ოთხი წელი ვცხოვრობდი იქ, ვისწავლე, ავტობუსის გაჩერებაზე ანა-ტერას გადავეყარე და აქ გადმოვედით (იცინის).
– არ გაგიჭირდა ერთი ხელის მოსმით ყველაფრის მიტოვება და ბრაზილიაში წასვლა?
– სიყვარულის ამბავია. რომ შეგიყვარდება, მერე ბევრ რამეზე ხარ წამსვლელი. რა თქმა უნდა, გამიჭირდა – ახალი ქვეყანა, სულ სხვანაირი კულტურა...
P.S. ფოტოები ეკუთვნის Joao Victtor Almeida Fernandes-ს.

скачать dle 11.3