კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ გადაწყვიტა 33-მა სტუდენტმა თეოფილე მალაქიასთან ერთად ქვეყნის დატოვება და რატომაა ეს ამბავი დღემდე ბურუსით მოცული

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  1994 წელს ტექნიკური უნივერისტეტის ლექტორმა, რეზო ბაქრაძემ, იგივე თეოფილე მალაქიამ 33 სტუდენტთან ერთად, მათი ოჯახებისგან მალულად, ზოგმა კი  წინააღმდეგობის ფონზე, საქართველო დატოვა, რასაც დიდი ხმაური და უამრავი მითი მოჰყვა. ახლახან საქართველოში დაბრუნდა მისი სტუდენტი – გოჩა ჩაჩანიძე, იგივე ჯონი ბაკურაძე.
– 90-იან წლებში სრულიად ახალ გარემოში მოვხვდი და ცხოვრება თავიდან დავიწყე. მე ყოველთვის ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში. შეიძლება, ვიღაცებთან ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიასაშუალებებს არ ვეცნობოდი. ასევე კონტაქტი მქონდა ოჯახის წევრებთან. როცა ხედავ, სხვაგან შენი რესურსი ამოწურე და ისეთი გამოცდილება დააგროვე, რომელიც შეგიძლია საქართველოში გამოიყენო, ცდილობ, დაბრუნდე. ახლა ნიადაგს ვამზადებ დასაბრუნებლად. ამჯერად დროებით ვარ ჩამოსული. დაბრუნების შემთხვევაში, ჩემს თავს პოლიტიკაში მოვიაზრებ, ასევე სპორტშიც, რადგან ესაა ჩემი სფერო.
– კანადაში რით ხართ დაკავებული?
– აქედან რომ წავედით, ჯერ თურქეთში გადავედით, შემდეგ ავსტრალიაში, ბოლოს კანადაში დავმკვიდრდით. ახლა ვარ მთავრობის სამსახურში. ძალიან სერიოზულ კომპანიაში მძღოლი ვარ და ჩემი ხელფასი პარლამენტარის ანაზღაურებას უტოლდება. იქ პროფესიებს პრაგმატულად ვირჩევთ.
– აქედან რომ წახვედით, დაქორწინებული იყავით?
– ახალი დაქორწინებული ვიყავი პირველ მეუღლესთან. თუმცა მერე ისე მოხდა, რომ გავიცანი ჩემი დღევანდელი მეუღლე და მასზე დავქორწინდი, მასთან მეორე შვილი შემეძინა.
– თეოფილე მალაქიას როგორ შეხვდით?
– მე ყოველთვის მაინტერესებდა ჩვენთან ტაბუდადებული თემები: რელიგია, ფსიქოლოგია, სიყვარული, ბედნიერება და ასე შემდეგ. რეზო ბაქრაძე ჩემი მეგობრის ძალიან ახლობელი იყო. მე მისი სტუდენტი არ ვყოფილვარ. შინაურულ წრეში შევხვდით და ხუთი საათი ვსაუბრობდით. ის იყო ძალიან განათლებული და საინტერესო პიროვნება და სამწუხაროა, რომ მას ქართული მედია დღეს კიდევ უფრო აფრთხობს. ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, თუმცა ასწავლიდა სკოლაშიც, თეატრალურშიც, ტექნიკურ უნივერსიტეტშიც.
– რით იზიდავდა ამდენ სტუდენტს?
– მისთვის მატერიალური ღირებულებები არ არსებობდა, სხვა მისწრაფებები ჰქონდა. ჩვენ ნახალოვკაში ვცხოვრობდით. ჩვენს ახალგაზრდობაში იდეალები ქუჩის ძველი ბიჭები იყვნენ. პირველად ვნახე უშიშარი პიროვნება, რომელიც არ იყო ამ იდეოლოგიის მატარებელი, რასაც ჰქვია ქურდული მსოფლმხედველობა და მას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა, მათ შორის უბანშიც თავად ქურდული მსოფლმხედველობის ხალხი. ლექციებზე საუბრობდა: ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, რაც მაშინ ტაბუდადებული იყო. მეც ვაკითხავდი ხოლმე ლექციებზე. არავის აწვალებდა ჩათვლებსა და გამოცდებზე, სტუდენტებს სრული თავისუფლება ჰქონდათ, რაც ძალიან იზიდავდათ. საინტერესო იყო მის მიერ ქართული ლიტერატურის გარჩევა, ფილმების, დღესაც შეგიძლიათ „იუთუბიზე“ ნახოთ მისი გარჩევები თავისუფალ თემებსა თუ ბიბლიაზე. მაშინ რეზონანსი დიდი იყო – ბევრი ვერ იგებდა, რადგან ბავშვებმა დაიწყეს გათავისუფლება. შეექმნა პრობლემები, უთხრეს, რომ სკოლაში ვეღარ იმუშავებდა. დირექტორმა უთხრა, ბავშვები ჯერ არ არიან მზადო. მერე „გეპეიდანაც“ წამოვიდა, რადგან ბევრი პრობლემა იყო და სტუდენტებმა სახლში გააგრძელეს მისი ლექციების მოსმენა.
– 33-კაციანი ჯგუფი როგორ შედგა ან თქვენ როგორ დაუახლოვდით მათ?
– მე 1990 წელს წავედი საქართველოდან, ისინი ოთხი წლის შემდეგ წამოვიდნენ. ძალიან ბევრს არ ვიცნობდი, თუმცა იყო სამეგობრო წრე, რომლებსაც კარგად ვიცნობდი მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ჩემი ორივე მეუღლე, მისი სტუდენტების რიცხვიდანაა, ორივე მომეწონა სხვადასხვა ეტაპზე. ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად მოხდა. არიან პიროვნებები, ვისაც ჰყავთ ერთგული ადამიანების არაორდინარული სამეგობრო წრე. ესაა ინტერესების ერთიანობა, განსაკუთრებით, როცა საუბარია ქრისტიანობასა და ბიბლიაზე. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მის ვაჟიშვილთანაც. ტორონტოში ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ბატონ თეოფილეს ექვსი შვილი ჰყავს. საქართველოში – ძმა და სხვა ნათესავები. მაშინ მარტო 33 ადამიანზე არ იყო საუბარი, ძალიან ბევრს უნდოდა წასვლა, მაგრამ ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ბევრმა ვერ მოახერხა ორგანიზება.
– რატომ მიიღეთ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება?
– მე არც ვიცოდი, რომ ეს ჯგუფი აპირებდა წასვლას. პირველად წავედი მე, ჩემი მეუღლე და ერთი მეგობარი. ადგილობრივ კომუნისტურ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მომივიდა. მაშინ საბურთალოს დეპუტატი ვიყავი. სისტემა მაიძულებდა, ჩემთვის მიუღებელ ყალიბში მოვქცეულიყავი. კრემლშიც მომიწია წასვლა გასაჩივრებისთვის, მაგრამ მივხვდი, რომ სისტემა დამყაყებული იყო. ქვეყანაში ქაოსი იწყებოდა. ამ დროს მყავდა მეუღლე, რომელიც ბატონ თეოფილესთან გავიცანი. ახალგაზრდა ვიყავი და საკუთარი თავის რეალიზება მჭირდებოდა. საზღვარგარეთ წასვლაზე ყოველთვის ვფიქრობდი და როცა თურქეთის საზღვარი გაიხსნა, ავდექი და გადავედი. მშობლებისთვის არ მითქვამს, რადგან რთულად აღიქვამდნენ. არ იცოდნენ, რომ იქ დარჩენას ვაპირებდი.
– თქვენთვის არ იყო უცნაური, მოგვიანებით, მასთან ერთად, ოცდაცამეტმა ადამიანმა რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
– ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ამდენი ადამიანი თურქეთში იყო და იმედი ჰქონდათ, რომ ძალიან მალე მოხდებოდა მათი ემიგრაცია. ჩვენ უკვე ავსტრალიაში ვიყავით და ჩვენგან იცოდნენ, რა მოლოდინიც არსებობდა. ეს ადამიანები იყვნენ ზრდასრულები და ლექტორმა კი არ წაიყვანა ისინი, ყველამ ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქართველოში გაუსაძლისი მდგომარეობის გამო. ჩემთვის სიურპრიზი იყო ამდენი ადამიანის ერთად წამოსვლა და ვფიქრობდი, როგორ მოგვარდებოდა ეს ყველაფერი პრაქტიკული თვალსაზრისით. კანადაში რომ გადმოვიდნენ, დაიშალნენ. ნახევარი ჯგუფი ჩამოშორდა და სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. კონფლიქტიც იყო, გაუგებრობებიც – ისე, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე. თუ არ ვცდები, რამდენიმე საქართველოშიც დაბრუნდა. მათ შესახებ ბევრი შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გავრცელდა, ძალიან ნაწყენები დარჩნენ და დღეს არავისთან კონტაქტი არ უნდათ, განსაკუთრებით ჟურნალისტებთან, რადგან ამ ამბის ასეთი ფორმით გავრცელება მათი დამსახურებაა.
– ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ მათ ოჯახებს.
– ოჯახები ყველამ გააფრთხილა ჩემ და ერთი გოგონას გარდა, რომელმაც ვერ მოასწრო ან, ჩემსავით, მასაც ვერ გაუგებდნენ მშობლები. თუმცა, მე მერე ინტენსიური კონტაქტი მქონდა მშობლებთან. ორჯერ მყავდა ჩაყვანილი, თუმცა იყო პერიოდი, როცა გავწყვიტე დროებით, რადგან ვხვდებოდი, ჩემს უკან დაბრუნებას ცდილობდნენ. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ავსტრალიაში დარჩენილიყვნენ, მაგრამ გაჭირვეულდნენ, იქ ვერ გაჩერდნენ და წამოვიდნენ. სახელები და გვარები მხოლოდ პრაქტიკული მიზნით შევიცვალეთ.
– პერიოდულად მედიაში შუქდებოდა ეს თემა და მშობლები ამბობდნენ, რომ შვილები მოსტაცეს, დაკარგეს და მათთან ურთიერთობის გაწყვეტას აიძულებენ.
– მშობლებს თავიდან გაუგებარი და მძაფრი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში, რომ დაინახეს, ქართული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა და ქვეყნიდან დღესაც გარბიან ადამიანები, შეიცვალეს, რადგან მათი შთამომავლები ნორმალურ და კანონიერ ქვეყანაში იზრდებიან.
– როგორც ამბობთ, ყველა უკეთესი ცხოვრების საძიებლად წავიდა. იქ ვინ რა შექმნა?
– ძალიან ბევრი საბანკო ინდუსტრიაშია, ეს იქ ძალიან საიმედო სამსახურია. არიან მომსახურების, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო დარგში.
– მეც და ალბათ, კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ იქ რაღაც განსაკუთრებულისთვის უნდა მიგეღწიათ.
– არა, ჩვეულებრივად ცხოვრობენ. მაგრამ არსებობს მატერიალური და სულიერი ბედნიერება და წარმატება. ეს ადამიანები გამოირჩევიან იმით, რომ მათი ბედნიერება მარტო მატერიაში არაა. ძალიან ზომიერი ცხოვრებით კმაყოფილდებიან. ბატონი თეოფილე უკვე პენსიას იღებს 68 წლისაა, თუმცა აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს ბიბლიაზე. საქართველოდან ბევრ ადამიანთან ურთიერთობს, ვინც მის ინტერესებს იზიარებს. მე მასთან უფრო დისტანციური ურთიერთობა მაქვს, სატელეფონო კონტაქტი.
– გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ სტუდენტებს ამუშავებს, ხელფასებს თავის ხაზინაში ინახავს და მთელ სალაროს ის განაგებს.
– ბაქრაძეს სტუდენტების ფინანსებთან ერთადერთხელ ჰქონდა შეხება, როცა სტუდენტები თურქეთში ჩამოვიდნენ და თანხის დაკარგვის ეშინოდათ.  მათ თავიანთი გადაწყვეტილებით მიაბარეს ჯიბის ფული რეზოს. ამის შემდეგ, ფინანსების შესახებ არასოდეს არცერთისთვის არაფერი უკითხავს.
– რა რეაქცია აქვს იმაზე, რომ ქართული საზოგადოება იცნობს, როგორც სექტანტს, რომელმაც ამდენი სტუდენტი დააჰიპნოზა.
– მას რომ ჰიპნოზის უნარი ჰქონოდა, დღეს მთელ საზოგადოებას გაუკეთებდა. ის იმ ქვეყნის მოქალაქეა და უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს. ქართველი საზოგადოება რას იტყვის ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ განიცდის, რომ ქართველი საზოგადოება შეცდომაში  შედის.
– რას იტყვით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თეოფილე მალაქიას ხუთი შვილი სხვადასხვა ქალისგან, თავისი სტუდენტებისგან ჰყავს და რომ მისი ლექციების ძალიან დიდი ნაწილი სექსუალური თავისუფლების ქადაგებას ეძღვნებოდა? როგორია თქვენი დამოკიდებულება დალი ყარაულაშვილთან, ვინც თავს მალაქიას სტუდენტად მოიხსენიებს და საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტებს იხსენებს?
– წმინდა წყლის ტყუილია. თუ ჩემი სიტყვების გჯერათ, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ქალბატონი არის გაბოროტებული. ეს ერთი ადამიანი მოქექეს. შეგიძლიათ, რეპორტაჟები ნახოთ, ბევრს აქვს მასთან კონფლიქტი, ყველა უჩივის, ძალიან სკანდალური ადამიანია. მატყუარაა და ყველანაირად ცდილობს, ჩირქი მოსცხოს თეოფილე მალაქიას, რადგან დაბოღმილია. მისი სტუდენტი ნამდვილად იყო, მაგრამ „ჩაიჭრა“. კანადაში რომ ვერ წავიდა, დაიბოღმა. მან ჭორი თუ მართალი, ყველაფრი ილაპარაკა. ეს არის დაბოღმილი ადამიანის შურისძიება, ყველაფერი სიცრუეა.
გთავაზობთ ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რეზო ბაქრაძესთან დაკავშირებით.
დალი ყარაულაშვილი: მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც რეზო ბაქრაძეს, ანუ, ეგრეთ წოდებულ, თეოფილე მალაქიას იცნობდა და იჯდა იმ აუდიტორიაში, სადაც ის „ბრწყინვალე აზრებს“ აფრქვევდა... რეზო მართლა განათლებული და ერუდირებული ადამიანი იყო, მის ლექციებზე დასასწრებად სხვადასხვა სასწავლებლიდან მოდიოდნენ... ის კარგად ერკვეოდა ყველა რელიგიაში და იქიდან ის მთავარი თემები ჰქონდა ამოღებული, რაც მას მოსწონდა. მაგალითად, უშვებდა მრავალცოლიანობას (ჯობია ერთ კარგ კაცს ბევრი ცოლი ჰყავდესო), სექსის თავისუფლებას (სტუდენტებმა იქონიეთ ერთმანეთში სექსუალური ურთიერთობებიო) და ასე შემდეგ. ის თვლიდა, რომ მან შექმნა ახალი და განსხვავებული რელიგია. ლექციებზე ის პირდაპირ ქადაგებდა, რომ არაფერი ქართული არ ვარგა.
  ლანძღავდა ირგვლივ ყველასა და ყველაფერს; რომ ქართული ენა იყო ყარტაყურტა ენა; რომ რა უბედურებაა ისეთი ასოები, როგორიცაა ყ, ჭ, წ და ასე შემდეგ; ვერ იტანდა ილია ჭავჭავაძეს და ამბობდა, რომ რატომ უნდა წაიკითხოს ვინმემ მისი ეგრეთ წოდებული ნაწარმოებები. მაგალითად, მთელი ლექცია მიუძღვნა „ოთარაანთ ქვრივს“, ის გვასწავლიდა, რომ ოთარაანთ ქვრივი ფროიდის პაციენტიაო, რადგან ქმრის გარდაცვალების შემდეგ სექსუალური ენერგიები სუბლიმაციაში გაუშვა და მასში ქალი მამაკაცი ჩამოყალიბდაო. როცა წინააღმდეგობას ვუწევდი, ამბობდა, რომ ის მასტურბაციით მაინც უნდა დაკავებულიყო და ჩვენც, სტუდენტ გოგონებს, ამასვე გვირჩევდა. რელიგიის ლექტორი, ძირითადად, სექსისა და რელიგიის თავისუფლებაზე გვესაუბრებოდა და ეს 18-20 წლის გოგო-ბიჭებს მოსწონდათ, თან, საბჭოთა პერიოდში, როცა ამაზე არათუ ხმამაღლა, ჩუმად არავინ საუბრობდა.
  მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე, ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა „მომავალ მესიას“, თავი ჰარამხანაში მეგონა, ბიჭები კი ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში.
  რეზო ბაქრაძემ, დღეს კი კანადაში მცხოვრებმა თეოფილე მალაქიამ, წლების განმავლობაში დაიმორჩილა და დააზომბირა 33 სტუდენტი, რომელთაც ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ისინი იმას გააკეთებენ, რასაც ვუბრძანებ, თუ ვეტყვი, კლდიდან გადახტი, გადახტებიანო და ასე შემდეგ... მე ეს ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ რეზოს მის ხუთ სტუდენტ გოგონასთან თითო შვილი ჰყავს.
  როცა ქვეყანა აირია, კერძო ბიზნესი დავიწყე, თურქეთის ქალაქ სტამბოლში ოფისი გავხსენი. 1994 წლის ივლისში რეზო ბაქრაძემ დამირეკა თურქეთში და მითხრა, რომ ოჯახთან ერთად უნდოდა ჩამოსვლა და მე, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ მითქვამს. ერთ კვირაში სასტუმროს პერსონალი მატყობინებს, შენ გკითხულობენო. ჩავედი და სასტუმროს წინ საბჭოური ტიპის წითელი ავტობუსიდან რეზო ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომესალმა. ვკითხე, მეუღლე და შვილი სად არიან-მეთქი. მიპასუხა, ავტობუსში არიანო. ვუთხარი, ჩამოვიდნენ და ავტობუსი გაუშვი-მეთქი და გაეღიმა, მარტო არა ვართო. ავტობუსში რომ ავედი, შოკში ჩავვარდი, ავტობუსში 33 სტუდენტი იჯდა, რა ხდება-მეთქი, ვკითხე რეზოს და მითხრა, კანადაში გვინდა გასვლა და უნდა დაგვეხმაროო… 36 ადამიანი ჩემს სასტუმროში დავაბინავე.

скачать dle 11.3