კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რისი დაკიდება სჭირდება პირადი ცხოვრების ასაწყობად კახა კუხიანიძეს და რის გამო არ უშვებდა მას დედა სახლში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ბოლო პერიოდში მომღერალმა კახა კუხიანიძემ იმიჯი შეიცვალა და როგორც თავად ამბობს, ბევრი ვეღარ ცნობს. მართალია, ამაზე მთელი თოთხმეტი თვე ფიქრობდა, თუმცა, ახლა საკუთარი გარეგნობა ძალიან მოსწონს. ხოლო, რატომ დააგვიანა მან ოჯახის შექმნა, რის გამო უნდა გიშრის შებმა და რატომ არ უშვებდა საკუთარი დედა სახლში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– წელს არ იყო ზღვისთვის და რუჯისთვის, მაინცდამაინც, კარგი ამინდები. თუმცა, რომ გიყურებ, კანის ფერი საოცრად შეცვლილი გაქვს. სად მოასწარი ასე გარუჯვა?
  კახა კუხიანიძე: თურქეთში ვიყავი დასასვენებლად და იქ ამინდის გამოსვლაზე და მზეზე ლოცვა არ გიწევს (იცინის). კარგად გარუჯვა მოვახერხე და იქიდან დაბრუნებულმა, საირმეშიც დავისვენე.  – თურქეთში ვისთან ერთად ისვენებდი?
– თურქეთში ჩემი უახლოესი მეგობრები ისვენებდნენ. მაგალითად, სალომე გოგიაშვილიც იქ იყო ოჯახით და მასთან ერთად, ტყეში, ქოხში რომ ვიყო, მაინც მაგრად ვისვენებ და ვხალისობ. ისეთი გოგოა, ისეთი ხასიათი აქვს, მისი ეს ხასიათი და ენერგეტიკა კომფორტს გიქმნის, კარგ განწყობაზე გაყენებს და მის გვერდით არ  მოიწყენ. თუმცა, ისე მომენატრა სახლი, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ჩემი სახლი, ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი და ერთი სული  მქონდა, როდის შევაღებდი კარს. პრაღასა და იტალიაშიც მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემს სახლს ვერ შეველიე და თურქეთისა და საირმის ენერგეტიკა ვიკმარე (იცინის).
– დასვენება, რუჯი  და მეგობრები გასაგებია, მაგრამ პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირადი ცხოვრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფლირტაობების, გოგონებისა და გართობების გარეშე დასვენება წარმოუდგენელია. გინდა თუ არა, თავისთავად ხდება. ამის გარეშე, არც ჩემთვის ჩაუვლია ზაფხულს. სხვათა შორის, თურქეთიდან ისეთი რუჯით დავბრუნდი, საირმეში ჩასულს, ვერავინ მცნობდა, ყველას უცხოელი ვეგონე და უცხო ენაზე მელაპარაკებოდნენ. რომ ვეუბნებოდი, ქართველი ვარ-მეთქი, უკვირდათ. ასე რომ, ჩემმა კანის ფერმა დისონანსი კი შემოიტანა, მაგრამ თავისუფლება ვიგრძენი. ხანდახან ბევრი ყურადღება ადამიანს ღლის, ჰოდა, ჩემი კანის ფერის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ თავისუფლად დავისვენე, ზედმეტი მზერების გარეშე. ვერ მცნობდნენ, როგორც კახა კუხიანიძეს, თუმცა, მაინც მაკვირდებოდნენ, რა მაგარი ფერი აქვსო.
– გარდა კანის ფერის ცვლილებისა, დრედებიც მოირგე და სხვათა შორის, ძალიან გიხდება. იმიჯის ასე რადიკალურად შცვლა ვინმემ გირჩია თუ ეს შენი სურვილი იყო?
– იმიჯში რადიკალური ცვლილება და ჩაცმის სტილში „ამოვარდნები“ არ მიყვარს და მთელი თოთხმეტი თვე ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა დრედები. სხვათა შორის, აჩიკო მეფარიძემ და ვერიკო ტურაშვილმა მომაწოდა ეს იდეა, მირჩიეს, იმიჯი შეიცვალე, მიდი, გარისკე, მოგიხდებაო. იდეა კი მომეწონა, მაგრამ სანამ გავრისკე, ბევრი ვიფიქრე, თუნდაც ის, როგორ მიიღებდა ამ ცვლილებას საზოგადოება. დედაჩემი ჩემ გვერდით ცხოვრობს და რომ გაიგო, დრედების გაკეთება მონდოდა, გადაირია, სახლში არ შემოგიშვებო. ვუპასუხე: კარგი, არ შემოვალ, მაგრამ ჩათვალე, არც წყალი გექნება, არც გაზი, არც საკვები, კაციშვილი არ მოგიტანს და გაწყობს? აბა, რომელი გირჩევნია, ასე ცხოვრება თუ ჩემი დრედების ყურება-მეთქი (იცინის). დრედებით რომ მივაკითხე, ზედაც არ შემომხედა, მაგრამ შეეგუა. თავად ძალიან მომწონს. ბევრს ჰგონია, სარკეში ყურება მიყვარს, მაგრამ ასე არაა. თუმცა, რაც დრედები გავიკეთე, უფრო ხშირად ვაკვირდები ჩემს ახალ გარეგნობას, კი მეუხეშება, მაგრამ მომწონს.
– პირად ცხოვრებაზე დაგისვი კითხა და თავი აარიდე. ფაქტია, არც გოგონებთან ერთად ჩნდები, არც სოციალურ ქსელში დებ  ფოტოებს მათთან ერთად. რა ხდება?
– გადავწყვიტე, პირადზე არ ვილაპარაკო და არც ფოტო დავდო. 36 წლის ვარ და ისე ვბერდები, არაფერი გამოდის (იცინის). რამდენჯერაც პირადზე რამე ვთქვი, თვალი მეცა, ამიტომ ჩუმად ვარ. ყველას ვეხვეწები, სასწრაფოდ გიშერი მჭირდება, მომიტანეთ დავიკიდო-მეთქი (იცინის).
– ესე იგი, იმიტომ ვერ ააწყვე სასიყვარულო ცხოვრება, რომ გიშერს არ ატარებ?
– (იცინის) ფაქტია, ასეა. დავაგვიანე ცოლის მოყვანა და აბა, რას დავაბრალო? ყველა მეუბნება, ისე კარგად ამზადებ საჭმელებს და ისეთი მოწესრიგებული გაქვს სახლი, ალბათ, ისეთ გოგოს არ შეხედავ, ვინც მოწესრიგებული და კარგი კულინარი არ არისო. არაა ასე. თუ არ იცის, მე ვასწავლი, არც ესაა პრობლემა. დიდი ხანია, მარტო ვცხოვრობ, შევეჩვიე, მაგრამ არ ვარ ის ტიპაჟი, მარტო ვიყო და ეს მაწუხებს. კირჩხიბი ვარ, და ჩემი ზოდიაქოდან გამომდინარე, აუცილებელია ოჯახი, მზრუნველობა. უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, როცა სხვაზე ვზრუნავ. ამიტომ, თუ ვინმე არ არის ჩემს ცხოვრებაში, ცუდ ხასიათზე ვარ.
– ახლა, როგორ ხასიათზე ხარ?
– მშვენიერ, კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ვერ დამაცდენინებთ (იცინის). კი ვთქვი, 36 წლის ვარ და ოჯახის შექმნა დავაგვიანე-მეთქი, მაგრამ შინაგანად, ასაკთან შედარებით, უფრო პატარა ვარ. ხომ ამბობენ, ნეტა ახლა დამაპატარავა, ბევრ რამეს შევცვლიდიო მაგრამ ჩემს განვლილ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი და არც დაპატარავება და უკან დაბრუნება მინდა. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ასაკშიც. კიდევ ვამბობ, არ ვარ ის ტიპაჟი, მარტო ვიცხოვრო, განვიცდი და სამი წლით უკან თუ დამაბრუნებთ, ოჯახს შევქმნი. თუ სარკეში ან პასპორტში არ ჩავიხედე, ვერ ვგრძნობ, რა ასაკის ვარ. აბა, ამ ასაკში რომ დრედებს გაიკეთებ ადამიანი, ნორმალური ხარ? (იცინის) თან, ბავშვებთან რომ მიწევს ურთიერთობა, მახალისებენ და მათგან ისეთ ენერგეტიკას ვიღებ, ვხუმრობ, არ დავბერდები-მეთქი. თან ვვარჯიშობ და ჩემი ასაკი თავს არ მახსენებს. მხოლოდ ციფრები მემატება, ასაკი არა. მიკვირს, ადამიანები დაბადების დღის მოახლოებას რომ განიცდიან – ვაიმე, წლები მემატებაო. საერთოდ არ მაწუხებს ჩემი წლები, მთავარია, ბედნიერი ვიყო.
– კანის ფერი, დრედები... კიდევ რამის შეცვლას ხომ არ გეგმავ?
– კი, როგორ არა. ეს ცვლილებები იმიტომ შევიტანე იმიჯში, რომ ახალ სიმღერებს ვწერ, ვიდეორგოლის გადაღებას ვგეგმავ და  მინდა, ეს ყველაფერი ახალი იმიჯით მივაწოდო მაყურებელსა და მსმენელს.

скачать dle 11.3