№38 300-ათასიანი ბილეთი
მადრიდის „რეალის“ თავგადაკლულმა ფანმა, ფელიქს გაელმა როგორ არ ეცადა, მაგრამ მადრიდის „რეალისა“ და „ბილბაო ატლეტიკის“ თამაშზე ბილეთის აღება ვერ შეძლო… მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, მას ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა, როცა უეცრად ვიღაც უცნობმა ადამიანმა ამ თამაშის ბილეთი აჩუქა. გახარებულმა, მადლობის ნიშნად, უცნობ ადამიანს ლატარიის ბილეთი მისცა… რამდენიმე დღის შემდეგ კი გაიგო, რომ იმ ლატარიის ბილეთმა 300 000 პესეტა მოიგო.