№38 არშემდგარი იუბილე

– იცოდეთ, მე არ ვიტყვი ისე, როგორც ზოგიერთი სხვა იუბილარი ამბობს – ყველა პირობა შემისრულეს, ყველაფერი გამიკეთეს, არაფერი დამაკლეს... მე ვიტყვი – ყველაფერი გამიკეთეს და ვერაფერი დამაკლეს-მეთქი.
ამ სიტყვების შემდეგ კომუნისტებმა ღვაწლმოსილ აკადემიკოსს 80 წლის იუბილეც აღარ გადაუხადეს.