№38 ბრძნული აზრები
არისტოტელე: უთანასწორობის ყველაზე უარესი ფორმაა, ეცადო, არათანასწორი რაღაცები თანასწორად გარდაქმნა.
ვოლტერი: როგორც წესი, ადამიანები შეიძულებენ იმას, ვისაც ეპირფერებიან.
ლენონი: თუ დროის კარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული.
იანოვსკი: ჟურნალისტთა უმეტესობა ბრმები და ყრუები რომ ყოფილიყვნენ, დარწმუნებული ვარ, მათი რეპორტაჟები უფრო ობიექტური იქნებოდა.
ჯობსი: როცა ფული არ მყოფნიდა, ვიწყებდი ფიქრს და არა საშოვარზე სირბილს. იდეა ყველაზე კარგი საქმეა ქვეყანაზე.
დალაი ლამა: გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის საჭიროება.
იოანე ოქროპირი: უფალს ისე არ განარისხებს ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
ბუკოვსკი: თუ შენ ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სულელია. ეს ნიშნავს, რომ შენ იმაზე მეტად გენდობიან, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებ.
ჰეილი: ხანდახან ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ საჭიროა არჩევნის გაკეთება, რა გინდასა და რისი გჯერას შორის.
ჩესტერტონი: სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ, მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა.
ვოვენარგი: ბედნიერება არის ის, როცა არსად გეჩქარება.
გოეთე: მარტოობაა, როცა ისინი, ვინც შენ გიყვარს, ბედნიერები არიან შენ გარეშე.
გადამერი: ცოდნა შეიძლება, მხოლოდ მან შეიძინოს, ვისაც კითხვები აქვს.
სტენდალი. გინდათ, იყოთ ბედნიერი – იყავით მადლიერნი.
ციცერონი: ბედნიერია ის, ვინც თავის თავზეა დამოკიდებული.
კელლერი: ცოდვა – ეს არის უსუსური ცდა, ნუგეშის პოვნისა ღმერთის გარეშე.
მარკესი: ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება ისე უცხო, როგორც ის, ვინც გიყვარდა.
ბეგბედერი: თუ კაცი დაუმორჩილებელია, ქალი დაუმარცხებელია.