კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რომელია ენერგეტიკულად საშიში ადგილები და როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ნეგატიური ზეგავლენა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  დღეს ყველამ იცის, რომ სივრცე ჩვენ ირგვლივ პირდაპირ გაჯერებულია ენერგიის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნაკადებით. თავდასაცავად, აუცილებელია, იცოდეთ სად არის ჩასაფრებული ბნელი ძალა, რის გარკვევაშიც დაგვეხმარება ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნელი ბ.
– გამიგია, რომ მიტოვებულ სახლებში უწმინდური სულები ბუდობენ...
– მართალია. ცუდი ენერგეტიკის ადგილებიდან, უპირველესად, სწორედ მიტოვებული სახლები და ის ძველისძველი შენობები გამოირჩევა, დიდი ხანია, ნანგრევებად რომ ქცეულა. საერთოდ, ყველაფერი დანგრეული და უსარგებლო სავსეა უარყოფითი ენერგეტიკით და მათ შორის, შენობა იმიტომაა განსაკუთრებით საშიში, რომ მასიურია და ნეგატივიც დიდი რაოდენობით გროვდება. ასეთ ადგილზე მოხვედრისთანავე მასში არსებული უარყოფითი ზეგავლენა მაშინვე მოქმედებს ადამიანის შინაგან განწყობაზე: შიში და შფოთვა იპყრობს, აგრესიული ხდება ან უჩნდება სურვილი, მაშინვე დატოვოს იქაურობა. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი იძულებულია, რომ მიტოვებულ სახლში იცხოვროს, დროთა განმავლობაში მას შეიძლება, ფსიქიკური პრობლემებიც შეექმნას.
– თუმცა, ამბობენ, რომ ყველაზე მეტად გზაჯვარედინებს უნდა ერიდოო...
– გზაჯვარედინი რომ ის ადგილია, სადაც მაგიური რიტუალები ტარდება, ანუ ყველაფერი ის, რაც ეშმაკისეულს უკავშირდება, ალბათ, ყველამ იცის. სწორედ ამ ადგილებში ყრიან ხოლმე ძლიერი ნეგატიური მუხტის მქონე ნივთებს; სწორედ აქედან უთვლიან წყევლას და უგზავნიან ჯადოს სამიზნე ობიექტს. ამიტომაცაა, რომ გზაჯვარედინიდან მუდმივად მოდის ნეგატივი, რომელიც მოქმედებს ყველაფერზე, რაც ან ვინც იმ ადგილზე გაჭაჭანდება. ბნელ ძალებს რომ არ დაექვემდებაროთ, გზაჯვარედინზე გავლისას, რაიმე მნიშვნელოვანზე არ უნდა იფიქროთ და არც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცადოთ. გარდა ამის, ძალიანაც რომ მოგეწონოთ, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ რამე ძირიდან. გზაჯვარედინზე ხშირად ისეთ ნივთებს აგდებენ, ჯადოს ან გათვალვისთვის რომ არის განკუთვნილი.
– ახსენეთ, სადაც ჭუჭყი და სიბინძურეა, ნეგატივიც იქ გროვდებაო, კიდევ რა ადგილებია ასეთი?  
– ასეთია, მაგალითად, სიბინძურით სავსე არხი, რომელიც ფაქტობრივად, ნეგატიური ენერგიის „თავშეყრის“ ცენტრია. ასეთთა რიცხვში განსაკუთრებით „გამოირჩევა“ კომუნიკაციის ზოგიერთი ისეთი საშუალება, როგორიც საკანალიზაციო ჭაა. არსებობს მინიშნებაც: თუ საკანალიზაციო ჭის ლუქზე დადგები, უბედურებისთვის უნდა მოემზადოო. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭირსა და უბედურებას გაექეცით, აღნიშნულ ლუქთან კონტაქტი წაგართმევთ სასიცოცხლო ძალას და გაგიფუჭებთ ხასიათს, რადგან ასეთი უკეთური ადგილი ადამიანის ენერგეტიკას არღვევს. აქვე მოვიხსენიებ ჩამდინარე თხრილებსაც. ასეთ თხრილებს შეუძლია, ადამიანის ბიოველზე საკანალიზაციო ჭაზე ძლიერი ზეგავლენაც კი მოახდინოს. სწორედ იქ შეიგრძნობთ ცხადად და ასევე, იხილავთ კიდეც მთელი ქალაქის უწმინდურთა შეკრებას. ამიტომაცაა, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო ძლიერ ნეგატიურ ენერგიის ნაკადს ეჯახება და შესაბამისად, ნეგატიური ემოციების უფრო დიდ პორციასაც იღებს, რითაც გაცილებით ძლიერ დარტყმას აყენებთ საკუთარ ბიოველს. ასეთ ადგილზე დიდხანს ყოფნის, ან უფრო მეტიც, ცხოვრების შემთხვევაში, საფრთხის რისკიც ძალიან დიდია – შეიძლება უბედურების, უსიამოვნო სიტუაციებისა და მძიმე დაავადებების მთელი წყება „აიკიდოთ“. ზოგს კი ჩამდინარე თხრილების მახლობლად ცხოვრება სიცოცხლის ფასადაც კი უჯდება.  
– ბნელი და ბინძური ადგილების ნეგატიური გავლენა გასაგებია, მაგრამ თუ არსებობს ისეთი უარყოფითი წერტილები, გარეგნული ნიშნებით რომ სულაც არ ჩანს საშიში?
– არსებობს და ერთ-ერთი ასეთი ხიდია. მედიუმთა აზრით, ხიდქვეშა მიდამოები, რომ იტყვიან, ერთობ გადატენილია ნეგატიური ენერგიის ნაკადებით. ხიდი თუ ორ ნაპირს აკავშირებს ერთმანეთთან, სივრცე ხიდის ქვეშ წორედ ის ადგილია, სადაც ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყარო ერთმანეთს ხვდება. მათი მტკიცებით, ეშმაკეული ჩვენს სამყაროში სწორედ იმ არხებით შემოდის, რომელიც ხიდის ქვეშ იხსნება. აქედან გამომდინარე, ადამიანის ყოფნა ხიდქვეშ უსაფრთხო ნამდვილად არ არის, რადგან არსებული სივრცის ზეგავლენა მის ენერგეტიკულ ველს არღვევს. ამ ადგილებში ცხოვრებამ კი შეიძლება, სერიოზულად შეგიმოკლოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასევე საშიშია, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი სახლის კუთხეები და სხვა მახვილკუთხა ნაგებობანი. თქვენ შეიძლება არ იცით და არც დაფიქრებულხართ იმაზე, რომ სახლის კუთხეში თუ სხვა ნებისმიერი კუთხოვანი ნაგებობის მახლობლად დგომისას, უნებლიეთ ნეგატიურ ენერგიას შეიწოვთ. მოცემულ ნაგებობათა კუთხეების წამახვილებული ფორმა ხომ ერთგვარად კვეთს სივრცეს, ასევე „ჭრის“ ის ადამიანის ენერგეტიკულ ველსაც – აცარიელებს მას და სასიცოცხლო ძალას ართმევს. ამ თეორიიდან გამომდინარე, შეხვედრა კუთხეში ან ნებისმიერ სხვა სახის კუთხოვანი ნაგებობის მიმდებარედ, არ არის რეკომენდებული და არც სერიოზული თემები უნდა განიხილოთ ასეთ ადგილებში. ამით დააზარალებთ საკუთარ თავსაც და იმ საქმესაც, რის გადასაწყვეტადაც დანიშნეთ იქ შეხვედარა.
როგორც ხედავთ, ჩვენ ირგვლივ ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ნეგატიური ენერგია გროვდება. როგორც წესი, ეს ბნელი, მიტოვებული, მიყრუებული და აყროლებული ადგილებია, სადამდეც ძალიან იშვიათად, ან საერთოდ ვერ აღწევს მზის სინათლე. ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოებისა და გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად, ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ მისგან. ამით ბევრი უსიამოვნებისგან იხსნით თავს და დიდხანს, ბედნიერად იცხოვრებთ. გისურვებთ წარმატებას!


скачать dle 11.3