№38 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: გადავწყვიტე, ბიკინის ზონაში ეპილაცია გავიკეთო. მითხრეს, ძალიან მტკივნეულიაო, მე კი, ემოციური ვარ და რას მირჩევთ, რა გავითვალისწინო, რომ ტკივილი შევამცირო?
პასუხი: ვიზიტამდე 45 წუთით ადრე დალიეთ ერთი აბი ტკივილგამაყუჩებელი. ეს შეამსუბუქებს ეპილაციისგან გამოწვეულ ტკივილს. არ დაგეგმოთ ეპილაციის პროცედურა მენსტურაციის წინა დღეებში, რადგან ამ დროს კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა. შეეცადეთ, მინიმუმ, 4 დღით ადრე მაინც გაიკეთოთ. მისი გაკეთების მერე კი, მოერიდეთ ვარჯიშს, რათა არ გაოფლიანეთ და ბაქტერიების შეჭრა აიცილოთ თავიდან.
კითხვა: მაინტერესებს, გააქრობს თუ არა ნაოჭებს, დამატენიანებელი კრემი დილა-საღამოს, ყოველდღიურად რომ წავისვა?
პასუხი: დამატენიანებელი საშუალებები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კარგია ნაოჭების წინააღმდეგ, თუმცა მათ არცერთი მათგანი არ აქრობს.
კითხვა: რამდენად უხდება მზის აბაზანები აკნეს, როგორც მითხრეს, აქრობსო?
პასუხი: რეალურად, მზე კი არ აქრობს, უბრალოდ, აშრობს სახის კანს. ამ დროს, კანზე ფართოვდება ფორები და აკნესთან ერთად, სხვა პრობლემებიც იჩენს თავს.