კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ უნდა მოუაროთ შეღებილ თმას, რომ მალე არ გახუნდეს და ბზინვარებაც შეუნარჩუნდეს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  შეღებილი თმის მოვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი, წითლად  შეღებილი თმის მოვლაა, რადგან ის, გაცილებით ადვილად ფერმკრთალდება. და სიხასხასესაც და მბზინვარებასაც სულ რამდენიმე კვირაში კარგავს.
  თავიდან, სანამ თმის შეღებვას გადაწყვეტთ, სწორად უნდა შეარჩიოთ საღებავი, კერძოდ, უნდა გაითვალისწინოთ თმის ნატურალური ფერი და კანის ტონალობა. თუ თქვენ ქერა ან ჩალისფერი თმა გაქვთ, სასურველზე ორი ტონით მუქი საღებავი უნდა აარჩიოთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ფერი სასურველზე ბევრად ღია იქნება. თუ მუქი ყავისფერი თმა გაქვთ, წინასწარ უნდა გაიღიავოთ ან სასურველზე ორი ტონით ღია ფერის საღებავი აიღოთ. თუ თქვენ ჭაღარა ან თეთრი თმა გაქვთ, ჯობია, თმის შეღებვა სპეციალისტს მიანდოთ, რადგან ჭაღარა თმის შეღებვა პრობლემურია და შეიძლება, ჭრელდეს.
  რაც შეეხება კანის ტონალობას, არსებობს ორი ტიპის კანი – თბილი და ცივი ტონალობის. როგორც წესი, ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს ნაცრისფერი, ლურჯი, შავი ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, თბილი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს კი მწვანე, ჭაობისფერი, ღია ყავისფერი ან  თაფლისფერი. ცივი ტონალობის კანის მქონეებმა უპირატესობა ხასხასა, ცივი ტონალობის წითელ ფერებს უნდა მიანიჭონ და მსგავსი კანის ტიპის მქონე ადამიანებმა, თავი  უნდა აარიდონ ყვითელ ან ოქროსფერი ფუძის მქონე საღებავებს. თბილი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს კი, ოქროსფერი ფუძის მქონე, თბილი წითელი ტონალობები უფრო უხდებათ.
  საღებავი ყოველთვის  კატალოგის მიხედვით აარჩიეთ და არა კოლოფზე გამოსახული  თმის ფერის მიხედვით. რადგან, ხშირად, ეს ორი ფერი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა. შესაღებად, უმჯობესია, მდგრადი საღებავი შეარჩიოთ, მესამე დონის. ყველაზე მდგრადი კი, ჭაღარის დასაფარი საღებავებია. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ნამდვილად მოგიხდებათ წითელი თმა, დასაწყისისთვის ჯობია, ტონიკი სცადოთ, რომელიც რამდენიმე დაბანის მერე ადვილად ჩამოირეცხება.
შეღებვის წინ აუცილებლად გაითვალისწინეთ, შემდეგი  რჩევები:
* თმის ბოლო დაბანიდან შეღებვამდე, მინიმუმ 24 საათი მაინც უნდა გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, შეღებვის მერე, თმის ხარისხი გაფუჭდეს და გაუხეშდეს;
* წითელი საღებავი ძალიან ალაქავებს კანს.  ამიტომ, შეღებვის წინ თმის კონტურზე, შუბლის მიდამოსა და ყურებზე ცხიმიანი კრემი წაისვით, მაგალითად, ბავშვის კრემი ან ვაზელინი. კანი კი საღებავით დასვრისთანავე სველი  ნაჭრით გაიწმინდეთ.
საღებავის ინსტრუქციაში წერია, რომ წესით, საღებავს ჯერ თმის ძირებზე ისვამთ, მერე – ბოლოებზე. წითელი საღებავის შემთხვევაში, ეს არ ამართლებს! სჯობს, თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილოთ საღებავი, რომ  იდეალურად თანაბარი ფერი დაჯდეს.
  საღებავი გრილი წყლით უნდა ჩამოირეცხოთ, იქამდე სანამ არ იგრძნობთ, რომ საღებავი, მთლიანად მოშორდა თმას. წითლად შეღებვის დროს არ დაელოდოთ, სანამ წყალი სრულიად გამჭვირვალე გახდება – ეს მუშაობს სხვა ფერებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი შანსია, თმაზე დადებული საღებავის უდიდესი ნაწილი პირველივე ჩამობანაზე ჩამორეცხოთ. ამის შემდეგ დაიდეთ თავზე სპეციალური კონდიციონერი. თუ საღებავს თან არ მოჰყვება, მაშინ შეღებილი თმის ნიღაბი ან უბრალოდ, ბალზამი-კონდიციონერიც გამოდგება, დაიცადეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ, ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ ცალკე გექნებათ პირსახოცი  შეღებილი თმის გასამშრალებლად.
იმისთვის, რომ თმაზე დიდხანს შეინარჩუნოთ საღაბავის ხასხასა ფერი, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
* არ დაიბანოთ  შეღებვიდან 48 საათის განმავლობაში. მიეცით თმას „ამოსუნთქვის“ საშუალება, რადგან საღებავი ისედაც აცლის მას ბუნებრივ ცხიმს და თმის სტრუქტურას დაუცველს და „ღიას“ ტოვებს, შამპუნს და წყალს კი, ამ „ღია“ და დაუცველი თმის ღერებიდან, მთელი ის პიგმენტები გამოაქვს, რაც თმაზე დაიდეთ;
* თმა მაქსიმალურად გრილი წყლით დაიბანეთ;
* თმის დაბანისას ყოველთვის გამოიყენეთ დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი ან შამპუნი და კონდიციონერი სპეციალურად შეღებილი თმისთვის,
*კვირაში ერთხელ დაიდეთ შეღებილი თმის ნიღაბი;
* მაქსიმალურად მოერიდეთ თმის საშრობისა და უთოს გამოყენებას. თუ მაინცდამაინც თმის ამ საშუალებებით გასწორება, დახვევა ან უბრალოდ, გაშრობა და ფორმის მიცემა გსურთ, დაბალ ტემპერატურაზე დააყენეთ.
скачать dle 11.3