კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ღვიძლის პრობლემები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ღვიძლის დაავადება შესაძლოა, იყოს გენეტიკური, თანდაყოლილი ან გამოიწვიოს ღვიძლის დამაზიანებელმა ფაქტორებმა, როგორიცაა ვირუსები და ალკოჰოლი. ღვიძლის დაზიანებასთან, ასევე, ასოცირდება ჭარბწონიანობაც. დროთა განმავლობაში, დაზიანება იწვევს ციროზს – ღვიძლის დანაწიბურებას, რომელიც რთულდება ღვიძლის უკმარისობით, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით.
  ადამიანები ყოველდღე ჩაისუნთქავენ ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამენ ქიმიური დანამატებით – კონსერვანტებით, ნიტრატებითა თუ საღებავებით – გაჯერებულ საკვებს, სვამენ წამლებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწევა სიგარეტს, მეტ-ნაკლები სიხშირითა და რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, ეს ყოველივე კი ტოქსინებისა და წიდის წყაროა, რომლებიც დღითიდღე ზღვა რაოდენობით ხვდება ჩვენს სისხლში. ღვიძლი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, ორგანიზმის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. სწორედ აქ მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა, რომლებიც ღვიძლში სისხლის მეშვეობით ხვდება. ღვიძლი ორგანიზმში მოცირკულირე მთელ სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს. ამ ორგანოში წუთში 20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის სიჯანსაღეს.
ღვიძლის დაავადებას მრავალი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს.

ინფექცია
  პარაზიტები და ვირუსები აინფიცირებენ ღვიძლს, რაც იწვევს ანთებით რეაქციასა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებას. ღვიძლის დამაზიანებელი ვირუსები ვრცელდება სისხლით ან სპერმით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით. ყველაზე ხშირი ვირუსები ჰეპატიტის ვირუსებია:  A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი;
  იმუნური სისტემის პათოლოგიები – დაავადებები, რომლის დროსაც იმუნური სისტემა სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანიზმის წინაარმდეგ იბრძვის, აუტოიმუნური დაავადებებია და ზოგჯერ ღვიძლსაც ეხება. მაგალითად,  აუტოიმუნური ჰეპატიტი.
* პირველადი სანაღვლე ციროზი;
* პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი.
გენეტიკა – პათოლოგიური გენი, რომელიც პაციენტმა ერთი ან ორივე მშობლისგან მიიღო, შესაძლოა, იწვევდეს გარკვეული ნივთიერებების დაგროვებას ღვიძლში. ესენია: ჰემოქრომატოზი, ჰიპეროქსალურია და ოქსალოზი, ვილსონის დაავადება, კიბო და სხვა გროვები, მაგალითად, ღვიძლის კიბო, სანაღვლე სადინრის კიბო, ღვიძლის ადენომა.
ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:  კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე, მუცლის ტკივილი და შესიება, ფეხებისა და კოჭების შესიება, კანის ქავილი, მუქი ფერის შარდი, უფერული განავალი ან სისხლიანი, მუქი ყავისფერი განავალი, ქრონიკული დაღლილობა, გულისრევა და ღებინება, უმადობა, ადვილად ჩალურჯება.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრების წესი:
შეძინიეთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები. თავი ააირედთ გენმოდიფიცირებულ და ქიმიურ საკვებს. იკევებთ დაბალანსებულად. თქვენს რაციონში შეიტანეთ ხილი და ბოსტნეული, მაღალხარისხიანი ცხოველური და მცენარეული ცილები, თხილი და მზესუმზირა. ამოიღეთ რაციონიდან მცენარეული ცხიმები – სიმინდის, სოიის, მზესუმზირის ზეთები და სხვა. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სუფთა წყალი.
მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტენეული. ისინი შეიცავენ მაგნიუმს, ვიტამინ C-სა და B ჯგუფის ვიტამინებს.  გაამდიდრეთ რაციონი ცხოველური და მცენარეული ამინომჟავებით (ძვლიანი ბულიონი, სახლის ქათამი და კვერცხი, უმი ისპანახი, ოხრახუში, კომბოსტო, ჭარხალი). მიიღეთ გოგირდის შემცველი პროდუქტები (კვერცხი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, სატაცური, ხვეული კომბოსტო, ხახვი და ნიორი). უარი თქვით ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმპტომები ხშირად მეორდება.

скачать dle 11.3