კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა იწვევს თავბრუს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თავბრუ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ზოგიერთი მას წონასწორობის დარღვევის აღსაწერად იყენებს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ამ დროს მის გარშემო ყველაფერი ტრიალებს. თავბრუს ნევროლოგიურ დაავადებებს შორის სიხშირით მეორე ადგილი უკავია, თავის ტკივილის შემდეგ. ეს შეგრძნება შეიძლება, უწყინარი მიზეზითაც წარმოიშვას და ისეთითაც, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს.
  რა შეიძლება, იყოს თავბრუხვევის მიზეზი? სისხლის ნაკადის შემცირება თავის ტვინის იმ ნაწილისთვის, რომელიც წონასწორობის დაცვაზე აგებს პასუხს, კერძოდ, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში, ასევე, თავის ტრავმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა (ტრანზიტორული იშემიური შეტევები), ვესტიბულური დარღვევები (ყურში განლაგებული წონასწორობის აპარატი) და სხვა.
  არსებობს თავბრუს 80-მდე მიზეზი. ათიდან ორ შემთხვევაში ის გამოწვეულია შიგნითა ყურის ანვესტიბულური ნერვის დაზიანებით. თავბრუხვევის ხასიათი, შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმს მისი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში ეხმარება. თუ ღრმა განცდებისა და სტრესის შემდეგ იგრძნობთ თავბრუს, ნუ აღელდებით, ეს გამოწვეულია ადრენალინითა და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმებით. მსგავს უსიამოვნო შეგრძნებებს თავის ტვინის სისხლით მომარაგების დროებითი გაუარესებაც იწვევს. თავბრუს მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი წნევაც. ხშირად თავბრუს მიზეზი ვესტიბულური აპარატის დაავადებაა, რომელიც ვლინდება მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებით, ცივი ოფლით, პირღებინებითა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით. თუ თავბრუს თან სდევს სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი (ხმაური) ან სტვენა, ეს შეიძლება იყოს მენიერის დაავადება. თავბრუს ერთ-ერთი მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ხერხემლის კისრის არის ოსტეოქონდროზი. ხშირად ამას ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი იწვევს, ამ დროს თავბრუ რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეც კი გრძელდება.
  ხერხემლის კისრის ნაწილი, ვესტიბულურ (წონასწორობის) და მხედველობის სისტემებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონასწორობის დაცვაში. კისრის კუნთებში  მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები – რეცეპტორები. რეცეპტორები აქტიურდება კისრის მოძრაობის, კუნთების დაჭიმვის დროს და თავის ტვინს აწვდის ინფორმაციას სივრცეში თავის მდებარეობის შესახებ.
  კისრის მიდამოს პათოლოგიური ცვლილებების ძირითადი მიზეზია ხერხემლის პირველი მალის არასწორი მდებარეობა – ატლასის ქვეამოვარდნილობა. ამ დროს, თავის ტვინი სივრცეში თავის მდებარეობას არასწორად განსაზღვრავს, რაც თავბრუდ აღიქმება. ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიის დროს შესაძლოა, დაირღვეს ხერხემლის არტერიებში სისხლის ნაკადის გადინება. ამის შედეგად თავში აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება, შუილი და ყურებში  კი – დაგუბების შეგრძნება.
სიმპტომები:
* თავბრუხვევა, არამყარობა, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. სიმპტომები ძლიერდება ხერხემლის კისრის ნაწილში სწრაფი მოძრაობისას (თავის დახრა, მიბრუნება-მობრუნება, ზევით ახედვა);
* კისრის მიდამოში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი, ასევე – ტკივილი კეფის არეში საფეთქელსა და თვალში გადაცემით, კისრის უკანა ზედაპირზე კუნთების დაჭიმულობა, რასაც ხშირად თან ახლავს თავბრუ.
скачать dle 11.3