კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 იდეალურობისგან შორს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ქალების მთავარი შეცდომა ის არის, რომ არარეალურ ადამიანს შეიყვარებენ ხოლმე, გათხოვების შემდეგ კი სულ სხვა პიროვნების წინაშე აღმოჩნდებიან. რატომ ეძებენ ადამიანები იდეალურ მეორე ნახევარს, რომელიც არ არსებობს. რა თქმა უნდა, მეორე ნახევარს იპოვით, მაგრამ ის იდეალურობისგან შორს იქნება. ყველა ადამიანი თავის  ბედს თვითონ ქმნის. ყველა  ჭკვიანმა ქალმა და ასევე  კაცმა იცის, რომ   იდეალური ადამიანები, უბრალოდ, არ არსებობენ. ვერც ურთიერთობა იქნება ჩვეულებრივზე მეტი. მას განსაკუთრებულობას ის შესძენს, რომ საქმე  ძვირფას ადამიანთან გექნებათ.
  დაივიწყეთ ისეთი ფრაზები, როგორიც არის: „ვფიქრობდი, რომ ის ასეთი არ იყო, რომ ჩემი გულისთვის შეიცვლებოდა და საკუთარ გეგმებზე უარს იტყოდა“… დაახლოებით, ასე ლაპარაკობენ გამოუცდელი გოგონები. ზრდასრულ ქალს ესმის, რომ ადამიანები განსხვავებული არიან და ეს შესანიშნავია. ანუ, თუ ახალგაზრდობაში სტერეოტიპები  გქონდათ, დღეს ისინი წარსულს ჩაბარდა.
  იდეალური არავინ არის, მაგრამ ზრდასრულმა მამაკაცმა სიტყვის ფასი უნდა იცოდეს. ამიტომ დააკვირდით თქვენს პარტნიორს – თუ პირობას იძლევა, მან პირობა შეასრულოს. ამაში  მხოლოდ საპატიო მიზეზმა შეიძლება შეუშალოს ხელი. სწორედ  ამაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი. ღალატი მამაკაცურობას არ ამტკიცებს და არც ის არის სიმართლე, რომ ყველა  კაცი მოღალატეა. ჭეშმარიტი მამაკაცი ამ მავნე სტერეოტიპზე უარს ამბობს და ერთ პარტნიორთან სრულყოფილ ურთიერთობას აფასებს. ზრდასრული მამაკაცი საკმაოდ თამამია, რომ თავისი დანაშაული აღიაროს და ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამას ურთიერთობაში  გადამწყვეტი როლი აქვს.  საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლო ხმაზე ყვირილი, არასრულფასოვნების კომპლექსის ნათელი დადასტურებაა.
  სიყვარული ზრუნვაში გამოიხატება –  დიახ,  ეს  ნამდვილად ასეა. გრძნობა ყოველდღიურ წვრილმანებში ვლინდება. ურთიერთობის საწყის ეტაპზე გვეჩვენება, რომ მთვარის შუქზე სერენადა საკმარისია, რომ სიყვარულის დემონსტრირება მოხდეს. მაგრამ ასე არ არის. აჯობებს, შეყვარებულმა ადამიანმა  თავისი გრძნობა ქცევით გამოხატოს.
 არ არის აუცილებელი მამაკაცი  იდეალური იყოს, რომ  ქალის მოსაზრებებს, მის საქმიანობას პატივი სცეს. ეს მნიშვნელოვანია.  ვიღაცას შეიძლება, ნებისმიერი გატაცება მოეჩვენოს უცნაურად.  საყვარელი ადამიანის გატაცება კი არ უნდა გააკრიტიკოთ, არამედ უნდა  მოიწონოთ.
ვიღაცებისთვის ეჭვიანობა ძალიან რომანტიკულია. გახსოვდეთ, სიყვარული მესაკუთრეობასთან კავშირში არ  არის.  სიყვარულს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ის ყოველდღიური აღმოჩენებით არის სავსე. მთავარია, ერთმანეთს გაუგოთ და ეცადოთ, ნებისმიერ საკითხზე ერთად და მშვიდად მიხვიდეთ კონსენსუსამდე.

ცრუ  ილუზიები

  ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ თუ ერთხელ ქალის გულს  დაიპყრობს, ის მისგან  უკვე აღარსად წავა. მისი ერთგული იქნება და სხვა მამაკაცებს ვერც კი შეამჩნევს. სინამდვილეში  ურთიერთობის გაფუჭება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე  ერთი შეხედვით ჰგონიათ. ასაკთან ერთად მოდის გამოცდილებაც.  მაგალითად, ოცდაათი წლის შემდეგ მამაკაცმა, წესით, უკვე იცის,  რამდენად მნიშვნელოვანია, ბევრი დრო დაუთმოს საყვარელ ადამიანს, მოუსმინოს, მისი აზრი გაითვალისწინოს და დათმობაზეც წავიდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ქალმაც.
კიდევ რა მოაქვს გამოცდილებას:
*  თუ 20 წლის ბიჭს ეჩვენება, რომ ბარი ან კლუბი  სასურველი გოგონას  გასაცნობად საუკეთესო ადგილია, რადგან აქ შეიძლება სითამამისთვის 1-2  ჭიქა გადაჰკრა, უნდა გახსოვდეს, რომ ალკოჰოლით დაწყებული ურთიერთობა წარმატებული იშვიათად არის. გაცილებით უკეთესია,  ცხოვრების მეგზური ისეთ  ადგილებში გაიცნოთ, სადაც ინტერესების მიხედვით იკრიბებიან ან საერთოდ, სამსახურში;
* გახსოვდეთ –  წარსული წარსულში უნდა დარჩეს;
* ახალგაზრდა თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ  ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება უყვარდეს, მაგრამ გადის დრო და ხვდება –  ყველას აქვს უფლება, თავისი პატარა ისტორია ჰქონდეს. წარსულსაც ფილოსოფიურად უდგება:  რაც იყო, იყო. მნიშვნელოვანია ახლა რა ხდება;
* არ ვარგა ცრუ ილუზიები. კაციც და ქალიც ამას ჩიხში შეჰყავს. მით უფრო მათი ურთიერთობა. მაგალითად,  ჭეშმარიტებაა ის, რომ   პრობლემიდან  გაქცევა მის გადაჭრას არ ნიშნავს;
* მამაკაცებს ჩხუბი და კონფლიქტი აშინებთ. პრობლემის გადაჭრის ნაცვლად უპირატესობას დროებით გაუჩინარებას ანიჭებენ. ფიქრობენ, რომ ასე ქალი დაწყნარდება და პრობლემაც თავისთავად მოგვარდება. მაგრამ ეს არ მუშაობს. უფრო – პირიქით. პრობლემის აღიარება უკვე შესანიშნავი დასაწყისია. მხოლოდ   ასე შეიძლება  ყველაფერი დალაგდეს;
* ზოგიერთ მამაკაცს მიაჩნია, რომ პრობლემებს თავად უნდა გაუმკლავდეს, ხოლო რჩევის ან დახმარების თხოვნა მისთვის სისუსტის მანიშნებელია. არადა, ზრდასრულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა და პატივისცემა, ამიტომ თუ პრობლემები ექმნება, ამას თავის პარტნიორთან  განიხილავს. ასე მოდის ცოდნა, რომ სიყვარული მეგობრობის გარეშე შეუძლებელია, ქორწინება კი იმისთვის არის, რომ მეუღლეები ჭირსა და ლხინში ერთად იყვნენ და ყველა საკითხი ერთად გადაწყვიტონ.

скачать dle 11.3