კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 გა-„პრ.“-ული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

დანიელი ტარიელი?!

  სანამ ჩვენ იმაზე ვდავობდით (თანაც – სამკვდრო-სასიცოცხლოდ), უნდა დავთანხმდეთ თუ არა „ნატოელობას“ მაშინ, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლი (რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს ალიანსში, იმიტომ რომ თავად ომი გვეზარება, უფრო ზუსტად, ომის გვეშინია) არ გავრცელდება, დე-ფაქტო აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურიც ჩაატარეს და ისევ რაულ ხაჯიმბა აირჩიეს მორიგ „პრ.“-ად.
  ცხადია, გა-„პრ.“-ება თვით უკვე პრ.-მა ვლ. პუტინმაც მიულოცა და ნიკარაგუელმა დანიელ ორტეგამაც.
ამ უკანასკნელმა წერილი აფრინა სეპარატისტულ სოხუმში, რომელშიც შენიშნა: „ნიკარაგუელი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ, გადმოგცეთ ჩვენი წრფელად მეგობრული მილოცვა. ჩვენ არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ აფხაზეთის ხალხი მართებულ არჩევანს გააკეთებდა.
  ამ განსაკუთრებულ დღეს ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი გასაოცარი ქვეყანა – აფხაზეთი სანდო ხელშია და თქვენი პრეზიდენტი არა მხოლოდ ხელმძღვანელი გახდება, არამედ თავისი ხალხის დიდი მეგობარიც, რომელსაც ეყვარებით და იზრუნებს თქვენზე. ჩვენი რესპუბლიკა ნიკარაგუიდან, ქრისტიანულიდან და თქვენდამი მუდამ სოლიდარულიდან, მიიღეთ ჩვენი აღიარება და პატივისცემა თქვენი ხელისუფლებისა და პატივსაცემი ხალხისადმი.“
  რაკი სიყვარული ისეთი რამაა, ტარიელიც გადარია, არათუ დანიელს გადარევდა, წერილის პათოსი გასაგებია, თუმცა ბოლოს ოდნავ შეეშალა ნიკარაგუელთა თავკაცს, ვინაიდან ისეთი „პატივსაცემია“ აფხაზი ხალხი, რომ „პრეზიდენტად“ მხოლოდ ეთნიკურ აფხაზს თუ აირჩევს (მათებური კანონების თანახმად) და არ აღიარებენ მიწაზე საკუთრების უფლებას არათუ იქ ათადან და ბაბადან მცხოვრები ქართველების, თვით იმ რუსეთის მოქალაქეებისაც, რომელთა ძალისხმევითაც უდგას სული მათ „დამოუკიდებლობას“.


скачать dle 11.3