კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 გიორგი ჭიჭინაძე: ერთ დღეში გამითეთრდა თმა, ძალიან მძიმედ გადავიტანე დაშორება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი ჭიჭინაძე პროფესიით კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტია და საკუთარი საქმიანობით, არაერთ ქვეყანაში მიაღწია წარმატებას. თუმცა გადაწყვიტა, საქართველოში დაბრუნებულიყო და მიღებული გამოცდილება სამშობლოში გამოეყენებინა.
  გიორგი ჭიჭინაძე: მარკეტინგში გადავინაცვლე და ამჟამად ორი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ვარ. სამუშაო ძალიან ბევრია და ცოტა არ იყოს, ეს ზაფხული კონკრეტულ მიზნებს შევწირე.
– საქმიანობა საქართველოში დაიწყე, წარმატებებს სხვა ქვეყნებში მიაღწიე და მერე ისევ დაბრუნდი. შევადარეთ ამ სფეროში ჩვენსა და სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.
– გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემი დაბრუნება ყველაზე დიდი შეცდომა იყო (იცინის). მაგრამ წარსულს არ უნდა გამოეკიდო და ვცდილობ საქართველოსთან ადაპტირებას, რაც არც ისე ადვილია. თუმცა, სამომავლოდ ისევ ვაპირებ უცხოეთში წასვლას. იქ ძალიან დალაგებული და პროგნოზირებადი ცხოვრების სტილია, რასაც საქართველოში ვერ იგრძნობ, აქ ყოველი დღე არაპროგნოზირებადია. ვერაფრის მენეჯმენტს ვერ გააკეთებ, მუშაობის პროცესში ნდობის ფაქტორიც არაა.
– რა არის შენი მთავარი წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ?
– ჩემი ცუდი თვისება ისაა, რომ არაფერზე ვლაპარაკობ. ძალიან ბევრი წარმატება მაქვს, მაგრამ არ მიყვარს თითოეულ მიღწევაზე ყვირილი და ხაზგასმა. თუ საკუთარი თავის ხიბლში ჩავარდები, უკვე მიღწეულით დაკმაყოფილდები და წინ ვეღარ წახვალ. თუ ოდესმე ვინმე მოიკითხავს ჩემს ნამუშევრებს, მე ცოცხალი ვიქნები თუ არა, აუცილებლად გაიგებს ჩემ შესახებ. მინდა, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ხალხისთვის არ ვიცხოვრო. სოციალურ ქსელსაც თუ გადახედავთ, ჩემს ფოტოს ძალიან ცოტას ნახავთ. ვცდილობ, არ დავდო ისეთი ფოტოები, როგორიც ხალხს უნდა, ბევრი მოწონება დავიმსახურო და მათთვის ვიმუშაო. არ მინდა, მათ მმართონ. დაბადებიდან ლიდერი ვარ. მინდა, ვიყო ის, რაც ვარ და არ მოვხვდე მასის ზეგავლენის ქვეშ. ეს არის ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი. მე წარმატებებს არ აღვიქვამ, როგორც რამე განსაკუთრებულს და ამით არ ვკმაყოფილდები. ეს ჩემთვის ძალიან ორგანულია და გადავდივარ ისეთ ეტაპზე, სადაც წარმატებები კი აღარ მოდის, წარმატებებში ცხოვრობ. ბევრი წარმატება იყო, ავიღოთ ბრიტანული ჟურნალები, რომლებიც თვითონ დამიკავშირდნენ. ძალიან დიდი მუხტია, რომ ქვეყნის იქით ვიღაც შენზე ფიქრობს და გეძებს. კონტინენტს იქით ვიღაცის ინსპირაციის წყარო ხარ. ძალიან სერიოზულ ჟურნალებზე მაქვს საუბარი, მათ შორის, დიზაინის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულზე, რომელმაც პირველი კონტრაქტი დამიდო და ჩემი გაკვეთილები გამოსცა დამწყებებისთვის და არა მხოლოდ ტიპოგრაფიაზე. ამას მოჰყვა ავსტრალია, ინგლისი. ინგლისში ძალიან პოპულარული ვარ, არადა, საერთოდ არ ვარ ნამყოფი. მქონდა მოწვევა – შარშან სპიკერად უნდა წავსულიყავი, მაგრამ სამსახურის გამო ვერ წავედი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბრიტანეთში იმდენად მოთხოვნადი ვარ, შეიძლება ითქვას, ვირტუალურად იქაური ვარ (იცინის). ისინი საინტერესო ხალხს მთელ მსოფლიოში ეძებენ, იქნებ რამე ახალი აღმოაჩინონ და ასე მიპოვეს მეც. ესაა დიდი მოტივაცია, რომ ასი პროცენტით კარგად აკეთო შენი საქმე და არა ის, რომ შენი საქმიანობა ბიძაშვილსა და მამიდაშვილზე იყოს დამოკიდებული. თუმცა, ახალ კლიენტებთან დისტანციურ სამუშაოებს ვერიდები, რადგან ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. თუმცა არის კომპანიები, რომლებთანაც ძალიან დიდი ხანია, ვმეგობრობ – „მალიბუ“, „კოკა-კოლა“, „იზიჯეტი“, „სუპერბოქსი“, რომლის დაკვეთებზე ახლაც ვმუშაობ.  მინდა, ისეთ ქვეყანაში წავიდე, რომელიც ძალიან შორს იქნება ჩვენგან, უცებ რომ მომინდეს დაბრუნება და ვერ დავბრუნდე (იცინის).
– აქამდე რომელ ქვეყნებში ცხოვრობდი?
– კუნძულ პიკოზე ვცხოვრობდი, არქიპელაგებზე, კანადასა და პორტუგალიას შორის. ვიყავი რადიო „პიკოს“ მულტიმედიის დირექტორი. მერე გადმოვინაცვლე ლისაბონში, გერმანიაში, ისევ ლისაბონში დავბრუნდი, შემდეგ გერმანია, ისევ ლისაბონი, შვეიცარია და საერთო ჯამში, ექვსი წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. თუმცა იმ პერიოდს ემიგრაციას ვერ დავარქმევ, რადგან თავს იქ უკეთ ვგრძნობდი, ვიდრე საქართველოში.
– თავიდან არ გაგიჭირდა?
– პირველი ორი წელი საშინელება იყო, მაგრამ გამიმართლა, რომ ტექნიკური პროფესიით წავედი. ყველას ვურჩევ, რომ თუ სადმე წასვლას აპირებენ, ტექნიკური საგანი ისწავლონ და აუცილებლად მიაღწევენ სასურველ ადგილს და ანაზღაურებას. მე კომპიუტერულმა გრაფიკამ გადამარჩინა. თუმცა უცხო ქალაქში ცხოვრება ძალიან ძნელია და ნებისმიერი ჩავარდნა ძალიან მწარედ აისახება ფსიქიკაზე. მაგრამ ეს გამოცდილება გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი რესურსები სწორად შეაფასო. თუმცა შესაძლოა, ფატალურადაც დასრულდეს – მქონდა ასეთი მომენტებიც. ჩემი ნებისმიერი სურვილი ყოველთვის მაშინ მოდის, როცა უკვე აღარ მიღირს. ძალიან ბევრი წვალების შემდეგ, ხელს რომ ჩავიქნევ, მერე გამოდის – ასეა ყოველ ჯერზე. გამიჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ მივხვდი, რომ ეს გზა სავალდებულოა საკუთარი მომავლისთვის.
– გარდა გრაფიკული დიზაინისა, ეტაპობრივად სხვა პროფესიებსაც ირგებ. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანობაც სცადე.
– მივხვდი, რომ არ უნდა გავეკარო ტელეწამყვანობას, იმიტომ რომ კამერის ფობია მაქვს. როცა წამყვანი ვიყავი, ძალიან განვიცდიდი და თვეების განმავლობაში ჩემთვის ყველა დღე სტრესული იყო. მირჩევნია ჩრდილში ვიდგე. არ ვარ იმ დონის თავხედი, რომ ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე. თუმცა შემოთავაზება მაქვს ძველ ქართულ ფილმზე.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, როგორც ვიცი, შეყვარებულს დაშორდი.
– ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან მიყვარდა ადამიანი, რომელსაც სამი თვის წინ დავშორდი. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ექვსი თვე ვიყავით ერთად და ის დრო ჩემი ცხოვრების ორმოცდაათ წელს უდრიდა. ვგრძნობდი, რომ მას არ ვუყვარდი, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი, ამაზეც თანახმა ვიყავი. იმიტომ რომ ისეთი ბედნიერი გიორგი არასდროს ყოფილა.
– რატომ იყავით ერთად თუ მას არ უყვარდი?
– ქართველი გოგოების ოთხმოცი პროცენტი ასეთია –  არ იციან, რა უნდათ. არ მიყვარს ჩამოუყალიბებელი ადამიანები, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა – ამ სიყვარულზე უარის თქმა არ შემეძლო. 32 წლის ვარ და აქამდე მსგავსი რამ არ განმიცდია. მანამდეც მგონებია, რომ მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სულ სხვა ყოფილა. ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, ყველაფრის მიუხედავად ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო. მეგონა, მსგავსი რამ არ არსებობდა და ყველას ვუსურვებ ეს გამოსცადოს. ძალიან მზრუნველი ვარ და თუ სხვა ამდენ ენერგიას ათ წელზე გადაანაწილებდა, მე ექვს თვეში გავეცი. მაგრამ ვხვდები, რომ ცხოვრებაში სწორი ადამიანია საჭირო, კარგად რომ გაგიგოს,  თორემ ხდება ის, რაც ახლა მოხდა. ადამიანს ბევრ რამეს ვაპატიებ, ეს ცუდია, იმიტომ, რომ ჩიხში შემყავს. ჰგონია, რომ სულ ასე უნდა იყოს, სულ ასე უნდა გადაყვნენ, ამით ვაფუჭებ მას. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს სწორად გაიგებს და თან ისე მეყვარება, როგორც ეს. იმედს არ ვკარგავ. ზუსტად ვიცი, რომ ვიღაც არსებობს, თუნდაც ასი მთის იქით. თუ გავიგებ მის შესახებ, მთებს გადავდგამ კი არა, მისი გულისთვის მთვარეზეც წავალ.
– დაშორება რთული იქნებოდა.
– ექვსი ღერი თმა მაქვს გათეთრებული (იცინის). სერიოზულად ვამბობ, ერთ დღეში გამითეთრდა თმა. ძალიან მძიმედ გადავიტანე დაშორება და შეიძლება, ეს სტრესი მთელი ცხოვრება გამყვეს. ეს გრძნობა ჩემში ძალიან დიდხანს იქნება, მაგრამ მასთან დამაკავშირებელი ჯაჭვი გაწყდა, თუმცა, შესაძლოა, ინსპირაციის წყარო გახდეს. ძალიან ცუდი რამეები გააკეთა, რადგან ვერ აანალიზებს, ძალიან „დაკარგულია“. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მაინც მეცოდება ეგ ადამიანი. რომ შემეძლოს, ყველანაირად დავეხმარებოდი, მაგრამ არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს.
– სხვა ურთიერთობა გქონდა მის შემდეგ?
– სხვა ურთიერთობები ვცადე, რადგან სხვა გზა არ მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი. მაგრამ უარესი დამემართა, გაცნობის იქით არაფერი წასულა. მივხვდი, რომ ვიღაცის ჯინაზე არაფერი უნდა გააკეთო. როგორც ეს მოხდა დაუგეგმავად, იმედია, ანალოგიურად, გამომიგზავნის ღმერთი ჩემს ადამიანს.
– სხვა გოგონებზეც ვისაუბროთ. ზოგადად, ქართველი და სხვა ეროვნების გოგონები შევადაროთ.
– ცხოვრებაში ყველაფერი რესურსულია. რესურსი კი, გვინდა თუ არა, ამოწურვადია. ამოწურვადია ემოციებიც და მათ შორის სიყვარულიც. ქართველებმა თავისუფლება და ევროპელობა სხვანაირად აღიქვეს – გოგოებმა მამაკაცებთან, მამაკაცებმა გოგოებთან ხშირ ურთიერთობად. ევროპაში ძალიან თავშეკავებული ხალხია, ამათ ევროპა ჰგონიათ ის, რასაც ფილმებში უყურებენ. იქ ასე უაზროდ არ გასცემენ სიყვარულსა და ენერგიას, რადგან ზუსტად იციან, რომ ის რესურსულია. საქართველოში ამდენი პარტნიორების ცვლით, მოხდება ის, რომ როცა მართლა იპოვი შენს ადამიანს, საჭირო რესურსი აღარ გექნება, ვეღარ შეძლებ მის ისე შეყვარებას, როგორც წლების წინ შეგეძლო. ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ და რაც შეიძლება, გავუფრთხილდეთ პირად სივრცეს. ქართველ გოგოებს და ბიჭებსაც ძალიან ზედმეტი მოსდით, მე უფრო თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი. ბიჭებს ბევრი გოგონა გვინდა, მაგრამ ინტელექტია საჭირო იმის მისახვედრად, რა გინდა და რა უნდა აიღო. როცა დანაყრებული ხარ, რაც არ უნდა კარგი კერძი დაგიდონ, ვეღარ შეჭამ. ოცდამეერთე საუკუნეში შეგიძლია, ძალიან ბევრ გოგოსთან იყო, მაგრამ ეს უნდა შეუზღუდო საკუთარ თავს. თუმცა, ამ ამბავში ბიჭებს გოგოებმა გადაუსწრეს, ყველაფერი ძალიან გააუბრალოეს და ეს ჰგონიათ ევროპელობა.

скачать dle 11.3