კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 იცოდა თუ არა შორენა ჯაფარიძემ საქმროს ჩანაფიქრის შესახებ და როგორ უქმნის მას ყოველდღე დღესასწაულს ნიკოლოზ მნათობიშვილი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ანსამბლ „ივერიის“ ლეგენდარული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“  „ბლექ სი არენაზე“ მეორედ დაიდგა. ზაქარიასა და ქეთევანის სიყვარულის ამბავზე  მაყურებელი არასოდეს იშურებს ენერგიას ხანგრძლივი აპლოდისმენტებისთვის. მას შემდეგ, რაც მიუზიკლი დასრულდა, გია ბაღაშვილმა სიტყვა გადასცა დარბაზში მყოფ ახალგაზრდას, ნიკოლოზ მნათობიშვილს, რომელმაც ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავესა და მიუზიკლის მონაწილეს, შორენა ჯაფარიძეს ხელი სთხოვა. შემდეგ კი ბეჭდითა და ვარდების დიდი თაიგულით სცენაზე გადაინაცვლა. „ჩხიკვთა ქორწილი“ ნამდვილი ქორწილით დაგვირგვინდა. მაყურებელი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ჩვენ გავესაუბრეთ შორენა ჯაფარიძეს, რომელმაც საკუთარ თავზე და თავის სიყვარულის ისტორიაზე გვიამბო.  
  შორენა ჯაფარიძე: თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი დავამთავრე. მას შემდეგ ვცეკვავ ანსამბლ „რუსთავში“, ბატონ ფრიდონ სულაბერიძესთან. აქედან მოვხვდი მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილში“ – რამდენიმე მოცეკვავე აარჩიეს და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. დიდი ხანია, ვცეკვავ. უბრალოდ, უნივერსიტეტის შემდეგ სახელმწიფო ანსამბლში გადავედი და იქ დავიწყე მუშაობა. ხელოვნებაში ვარ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც, მამაჩემი მსახიობია – გია ჯაფარიძე. მქონდა სურვილი, მეც სამსახიობოზე ჩამებარებინა, მაგრამ იმდენად მიყვარდა ცეკვა ეს ვარჩიე, ამ სფერომ გადაწონა. პარალელურად, ვიყავი მოდელი. ჩემთვის ჩემი პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვამბობ: სამსახურში კი არ დავდივარ, ვაკეთებ საქმეს, საიდანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამ სიამოვნებას მოჰყვა მაყურებლის სიყვარული, რომელიც გაძლიერებს და ამის შემდეგ ამ სამყაროში ყოფნა ბევრად გიმარტივდება.
– სამოდელო კარიერა როდის დაიწყე?
– ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი და ძალიან ცოტა ხანი ვიყავი. მის „თეატრალური 2012“ გავხდი. მეგობარმა იცოდა ჩემი შეხედულებები სამოდელოსთან დაკავშირებით – რატომღაც თავიდან მრცხვენოდა (იცინის). ამიტომ მომატყუა, რომ უნდა მივსულიყავი შეკრებაზე, ჩვენი უნივერსიტეტი წარმედგინა და მის პოპულარიზაციაზე მესაუბრა. ოღონდ, ცოტა ლამაზად უნდა ჩამეცვა. მეც გამოვიპრანჭე და წავედი, მოვემზადე უნივერსიტეტზე სასაუბროდ. შევედი ოთახში და ჩვეულებრივი ქასთინგი დამხვდა – გოგონები მაღალ ქუსლებზე. თურმე, სხვადასხვა უნივერსიტეტების მისები ვართ შეკრებილები. იქ იყო ირინა ონაშვილი, დამინახა და მითხრა, რომ შენ დღეიდან ჩემს სააგენტოში ხარო. ასე დაიწყო ჩემი ამ სფეროსთან დაკავშირება.
– რამდენად ელოდებოდი იმ ყველაფერს, რაც „ბლექს სი არენას“ სცენაზე მოხდა?
– ნიკოლოზ მნათობიშვილი ჩემთვის მარტო საყვარელი ადამიანი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც მოაქვს სიკეთე. ახლაც მიჭირს იმ ემოციებისა და ბედნიერების გადმოცემა, რასაც განვიცდი. ნიკოლოზმა არა მარტო მე, არამედ მთელი იქ დამსწრე საზოგადოება გააბედნიერა და მთელ საქართველოს აჩუქა პოზიტივი. ჩემი მეგობრები მწერენ: ეს რა სილამაზე იყო, ეს რა რაინდული საქციელი ჩაიდინაო. საერთოდ არ მოველოდი. მას შედეგ, რაც შეყვარებულები გვქვია, ეს იყო მეორე კონცერტი, რომელსაც უნდა დასწრებოდა. მეც რაღაც გულანთებული ვცეკვავდი, მინდოდა, უფრო მეტი გამეკეთებინა და დამენახვებინა მისთვის, თუ როგორ მიყვარს ჩემი პროფესია. თურმე, ეს რას აპირებდა (იცინის). ბატონმა გია ბაღაშვილმა თქვა, რომ სცენაზე დავამთავრებდით წარმოდგენას, არადა ყოველთვის გავდიოდით სცენიდან. ჩვენც გავჩერდით და ბატონმა გიამ რომ დაიწყო: „დარბაზში არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი...“ ამ სიტყვებს შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ ნიკოლოზი რაღაც სასწაულს და გრანდიოზულს აპირებდა. რომ ადგა ფეხზე და საუბარი დაიწყო, აღარ ვუსმენდი რას მეუბნებოდა, აღფრთოვნებას ვერ ვმალავდი. ვღელავდი, ამდენ ხალხში რომ იდგა და მთელი გულით მასთან ვიყავი. ვინ არ იოცნებებს ამაზე? ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ სილამაზეს, ასეთ რომანტიკულ დღეს თუ აჩუქებდა ჩვენს სიყვარულს. რამხელა გამბედაობაა საჭირო, რომ ეს გააკეთო... არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ.
– გაგვაცანი ნიკოლოზი, მასაც კავშირი აქვს ხელოვნებასთან?
– ნიკოლოზი იყო ფეხბურთელი და ახლა კერძო ბიზნესმენია. ხელოვნებასთან ახლოს არაა, არც იცნობს ამ სფეროში მყოფ ხალხს. ამხელა სიურპრიზს კიდევ დადგმა ხომ უნდოდა, შესაბამისად ყველასთან მოუწია ურთიერთობა და ამ ამბის შემდეგ, ყველა ისე ხვდებოდა და ესალმებოდა... ძალიან მიხაროდა. ჩემი მეგობრებისა და ბატონ გია ბაღაშვილის დახმარებით „ჩხიკვთა ქორწილს“ ულამაზესი დაგვირგვინება გაუკეთეს. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს და გვილოცავს. გარეთ რომ გამოვედით, სულ უცხო ხალხი გვიკრავდა გულში და მადლობას გვიხდიდა.
– და თქვი „კი“, რას ფიქრობდი ამ დროს?
– რა თქმა უნდა, ვინ იტყოდა უარს, არ მქონია ფიქრის საშუალება (იცინის). მან ზუსტად იცოდა პასუხი და ეს პასუხი მისთვის იმდენად ძვირფასი იყო, რომ უნდოდა რამე განსაკუთრებული გაეკეთებინა. დიდი მადლობა მას ამისთვის. ამ ამბის მერე თვალებში ვერ ვუყურებდი, რაღაცნაირი გრძნობა მქონდა.
– როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– დაახლოებით, სამი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. გაცნობის დღიდან რაღაც პატივისცემა ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთის მიმართ. ის ძალიან თავშეკავებულია, მეც და თავიდან გაგვიჭირდა გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გვქონდა ერთმანეთის მიმართ სიმპათია. სამეგობრო წრეში რამდენიმეჯერ ისევ მოგვიწია შეხვედრა და ამას მოჰყვა მიმოწერა. შემდეგ ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად თვე-ნახევარი მომიწია უცხოეთში წასვლა.  და თვენახევრის განმავლობაში რომ ვერ ვნახე, ძალიან გამიჭირდა. ახლა ვეხუმრები ხოლმე, იაპონიამ გიშველა-მეთქი (იცინის). აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. იაპონიიდან რომ ჩამოვედი, აეროპორტში კურიერმა მომიტანა წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული, სანამ წერილს წავიკითხავდი, უკვე ვიცოდი, ვინც იყო გამომგზავნი. იმ პერიოდში  ხშირად ვმოგზაურობდი და ერთ-ერთი გაფრენის წინ, ბილეთი რომ გადავშალე, დამხვდა წარწერა, რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით. ამის შემდეგ, თბილისში რომ ჩამოვფრინდით, თეატრში დავპატიჟე (იცინის). თვითონ ვერ ბედავდა და მე ვუთხარი, მოდი, თეატრში წავიდეთ-მეთქი. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. მასთან ერთად ჩემთვის ყოველი დღე განსაკუთრებულია. თავისუფალად შეუძლია ნებისმიერ დღეს შეგიქმნას დღესასწაული.
– ქორწილი უკვე დაგეგმეთ?
– ქორწილს ახლო მომავალში ვგეგმავბთ, რაღაცები უკვე გარკვეული გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთ ლამაზ დღეს ჩავწერთ ჩვენი სიყვარულის ისტორიაში.

скачать dle 11.3