№37 ოი, ამას ვენაცვალე!

„ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,
გასალტული და იწვალე!
გაიზრდები, სხვა იქნები,
ოი, ამას ვენაცვალე!“
ამ ლექსის პოლიტიკური ორაზროვნება კი ისაა, რომ 1905 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, იაპონელმა მარშალმა ოიამა ივაომ რუსულ ჯარს დიდი ზიანი მიაყენა და პატრიოტი ქართველი პოეტი ასე ოკუპანტის (რუსეთის) დამმარცხებელს ასხამს ხოტბას – ლექსის თითოეული სტროფი მთავრდება ფრაზით – „ოი, ამას ვენაცვალე“.