№37 როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი პლეხანოველი „პლანაქეში“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ოთარ-ჯან ან ათას მანეთს მოიტან, რომ გაგიშვა ან, პირდაპირ, „სროკზე“ გაგიშვებ „20 პაპიროსი პლასტელინისთვისო“...
ოთარმა არც აცია, არც აცხელა და „ფაქტი“ მოულოდნელად გადაყლაპა, თან შალვას უთხრა:
– ვეღარ გამიშვებ, უფროსო, ფაქტი არ გაქვს, „პლანს“ კი ვერც კუჭიდან ამომიღებ და ვერც უკანალიდანო.
შალვას გაეცინა, უჯრიდან სხვა „შმატოკი“ (დამრგვალებული მარიხუანა) ამოიღო, ოთარს დაანახვა და უთხრა:
– ამის მეტი რა მაქვს, ახლა 2 ათასი უნდა მოიტანო ან დიდი „სროკი“ არ აგცდებაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოთარის კუჭში ჩასულმა მარიხუანამ მოქმედება დაიწყო. დაკავებული ცუდად გახდა, სასწრაფოთი წაიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს.
შალვას კი უმკაცრესი საყვედური მივაკერე, ერთი წლის ვადით დავაქვეითე და გავაფრთხილე, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორებისას ციხეში ჩავსვამდი.“