კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 შეაჩერეთ დეკოლტესა და ყელის კანის ნაადრევი დაბერება

ნინო კანდელაკი ანი რევია

  დაბერების პროცესი რომ შეაფერხოთ და ნაოჭები ნაადრევად არ გაგიჩნდეთ, აუცილებელია კანის მოვლა და მასზე ზრუნვა. განსაკუთრებით ფაქიზი ზონა ყელის არეა, რადგან სწორედ, ამ ადგილას ჩნდება ნაოჭები ყველაზე ადრე. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სხეულის ამ ნაწილს, არადა პროცედურები, რომლებსაც სახის კანისთვისა და თმისთვის იყენებთ, ყელისა და დეკოლტეს ზონასაც ესაჭიროება.
  დილით, შხაპის მიღებისას, ფრთხილად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ყელისა და დეკოლტეს კანზე. გამოიყენეთ კონტრასტული შხაპი და დაბანის შემდეგ, დაიტანეთ მკვებავი საცხი, იმავე მიმართულებით.  საცხი ჯერ  ხელის გულებზე დაიდეთ, წრიული მოძრაობით აურიეთ, თითებზე გადაინაწილეთ და შემდეგ დაიტანეთ ყელსა და დეკოლტეზე. საცხი უნდა წაისვათ, სახლიდან გასვლის წინ, მინიმუმ, 30 წუთით ადრე.
  სახლში დამზადებული ლოსიონები საუკეთესო საშუალებაა ყელისა და დეკოლტეს კანისთვის. გთავაზობთ რამდენიმე ნიღბისა და ლოსიონის მომზადებას, რომელიც დაგეხმარებათ, კანი მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
  არაჟნის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზ არაჟანს, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 ცალი ახალი კიტრის წვენი, 1 ჩაის კოვზი არაყი და ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და დაიტანეთ ყელისა და დეკოლტეს კანზე. ეს ნიღაბი არა მარტო კვებავს, ასევე, ასუფთავებს კანს და გიცავთ ყავისფერი ლაქებისგან.
  ლიმონისა და კვერცხის ნიღაბი: 1 კვერცხის ცილაში აურიეთ, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ცალი ლიმონის წვენი. წაისვით ყელსა და კისერზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამარბილებელი საცხი.
  პიტნის ლოსიონი: დეკოლტეს კანის გასაახალგაზრდავებლად და მისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად სცადეთ შემდეგი ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები, ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში ნახევარ ლიტრ წყალში. ნახარშს დაამატეთ ხილის ძმარი და გააცივეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი. ამ ლოსიონით შეგიძლიათ, გაიწმინდოთ დეკოლტეს ზონა, მხრები და ზურგის ზედა ნაწილი დილას და საღამოს. ლოსიონი მოათავსეთ მუქ, შუქგაუმტარ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
  დეკოლტეს კანის ელასტიკურობის აღმდგენი ნიღაბი: აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე მკვებავი საცხი, დაიტანეთ კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიწმინდეთ ცივი წყლით გაჟღენთილი პირსახოცით. ან დეკოლტეზე, მხრებსა და ყელზე დაიტანეთ არაჟანი, კეფირი ან მჟავე რძე. ჩამოიბანეთ 15 წუთში თბილი წყლით და შემდეგ ცივით გაიწმინდეთ.
ზოგადად, ყელზე ძალიან ბევრი ჭუჭყი და მტვერი გროვდება. დაბანის დროს გამოიყენეთ სპეციალური სკრაბი, რომ კარგად მოგშორდეთ ჭუჭყი და ამავდროულად, მკვდარი კანი. ასევე, შეგიძლიათ დაბანის დროს, გამოიყენოთ კოლაგენის შემცველი საპონი, რაც კანს უფრო ელასტიკურს გახდის. დაბანის შემდეგ კი, ყელის არე მიცერალური წყლითაც გაიწმინდეთ.
  ყელზე კანს სჭირდება დატენიანება და ვიტამინები. გამოიყენეთ რენიტოლის შემცველი პროდუქცია. ის კარგია აკნეს წინააღმდეგ, ამავდროულად, აქრობს ნაოჭებს და კანს ეხმარება კოლაგენის წარმოქმნაში. თუ ყელზე კანი ნამზეურით არის დაზიანებული,  დაძინების წინ წაისვით დამატენიანებელი კრემები რენიტოლის შემცველობით. ასეთი კრემი კანს უფრო ჯანსაღ იერს მისცემს.
  კვების რაციონში შეიტანეთ C ვიტამინით მდიდარი საკვები და ციტრუსი. ხშირად ჩაიტარეთ კისრის მარტივი ვარჯიშები თავის მოძრაობებით. კვირაში ერთხელ ყელის კანზე გაიკეთეთ თბილი და ცივი კომპრესები:  ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ 50-60-გრადუსიან წყალში. გაწურეთ და 2 წუთით შემოიხვიეთ. შემდეგ კი, ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა დაამთავრეთ ცივი კომპრესით და მაშინვე წაისვით მკვებავი კრემი. ყელის კანის გაახალგაზრდავებას და გამკვირვებას მალევე იგრძნობთ.
скачать dle 11.3