კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 20 წლის. 3 თვის წინ მეორე შვილი შემეძინა და ბუნებრივ კვებაზე მყავს. ხელის დადებით საშინლად მტკივა ცალი ძუძუ. თან, ამ ბოლო დროს ყველანაირად მოშვებული ვარ, ძვლები კი ფეხებიდან კუდუსუნამდე მტკივა. იქნებ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: პირველ რიგში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მიმოლოგს, არ დაუშვათ პათოლოგიის გაღრმავება. რაც შეეხება ძვლების ტკივილს, თქვენ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და დაგენიშნებათ ადეკვატური მკურნალობა თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით. მიზეზი შესაძლოა, იყოს ძვლოვანი ქსოვილის კვების დარღვევა, მინერალების დეფიციტი ან ვენების პათოლოგია. თუმცა, არსებობს ამ ჩივილის გამომწვევი სხვა პათოლოგიებიც, ამიტომ გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია.
კითხვა: რენტგენოგრაფიული კვლევისას მუხლებში აღმომაჩნდა ხილული გამკვრივებები, მუხლის ფორმაც ოდნავ შეცვლილია. შესაძლებელია თუ არა გამკვრივებებისგან განკურნება და დეფორმაციის აღკვეთა?
პასუხი: არსებული ცვლილებების უკუგანვითარება მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია.  
კითხვა: კისერში, მარცხენა მხარეს ხელით ისინჯება პატარა ბურთულა, დაახლოებით, კაკლისხელა. დიდი ხანია მაქვს და ზომაში არ იზრდება, ხელის დადებით ქრება, ტკივილით, არ მტკივა, არც მაწუხებს. დღეს შევნიშნე თითქოს გამაგრდასავით, თუმცა ხელი რომ დავადე, ისევ გაქრა. რა შეიძლება ეს იყოს და საშიშია თუ არა? ან ვის უნდა მივმართო?
პასუხი: შესაძლოა, ეს იყოს ლიმფური კვანძი, თუმცა აუცილებელია დიფერენცირებისთვის მიმართოთ ოჯახის ექიმს და ის კი, საჭიროებისამებრ, სასურველ კონსულტანტთან გადაგამისამართებთ.
კითხვა: უკვე რამდენიმე თვეა, დედას აქვს ტკივილი მარჯვენა ხელის მტევანში. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა გავაკეთოთ?
პასუხი: ქალებში ასეთი ჩივილი უხშირესად დაკავშირებულია ძვლების იმ ცვლილებებთან, რომელიც კლიმაქსური ასაკის მოახლოებისას იწყება. შესაძლოა, ტკივილი დაკავშირებულია მაჯის სახსრის გადატვირთვასთან. სასურველია, ჩაიტაროს რენტგენოლოგიური კვლევა ან საკონსულტაციოდ მიმართოს რევმატოლოგს. მანამდე კი, ფარმაცევტების დახმარებით, შეარჩიეთ ადგილობრივად გამოსაყენებელი მალამო, რომელიც ტკივილს შეამცირებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3