კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ გავარჩიოთ ენტეროვირუსი სხვა ვირუსებისგან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ტერმინი „ენტეროვირუსი“ აერთიანებს ვირუსების ძალიან დიდ ჯგუფს, რომელიც ნაწლავურ დაავადებებსა და დიდ გართულებებს იწვევს... ეს ძალიან ვერაგი ვირუსი ხდება ნაწლავთა ინფექციების მიზეზი, აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, აქვს გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ენტეროვირუსები იწვევენ რთულ ნაწლავურ დაავადებებს, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. მათი ორგანიზმში შეჭრის ორი გზა არსებობს: ზედა სასუნთქი გზები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი. ენტეროვირუსები უპირატესად კუჭ-ნაწლავის სისტემას აზიანებენ, თუმცა ვირუსი შეიძლება მოხვდეს გულის კუნთის მიოკარდიუმში, ფილტვებში და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ვირუსის სიმპტომებია: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი და ასე შემდეგ. დაავადების გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს საკვებით, წყლით, ასევე ენტეროვირუსით დაბინძურებული საგნებით, დასნებოვნებულ ადამიანთან კონტაქტით. ენტეროვირუსმა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ უფრო გახშირებულია ივნისიდან ოქტომბრამდე, ანუ ზაფხულისა და წლის შედარებით თბილ პერიოდში, როდესაც ადამიანები დასასვენებლად მიდიან და სარეკრეაციო ზონებთან და წყალსატევებთან უწევთ ხშირი კონტაქტი. ასეთ დროს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ბავშვები. დაავადების რისკი იზრდება ზაფხულის ცხელ პერიოდში.  ავადდებიან მოზრდილებიც, მაგრამ ეს დაავადება უფრო ბავშვებში გვხვდება. დაავადების მკურნალობა სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა დავიწყოთ. ენტეროვირუსს არ ახასიათებს სასიცოცხლო ცენტრების დაზიანება, თუ პროცესი გენერალიზებული არ არის და არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებს, როგორიც არის გული და ფილტვები. ყველაზე საშიში პათოგენური შედეგი, როგორც აღვნიშნეთ, არის გაუწყლოება, რომელთან ბრძოლაც ძნელი არ არის, ამიტომ გაუწყლოების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება აუცილებელია. ფაღარათისა და დიარეის შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ.
  ენტეროვირუსის მკურნალობა არ არის ძნელი, თუ მას დროულად დავიწყებთ. ის უპირველესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, შემდეგ სასუნთქ სისტემას. ამიტომ, ხშირად იქმნება „გაციების“ სურათი, რომელსაც ცოტა ზერელედ ვექცევით ხოლმე. თუმცა, ასეთ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
  ზაფხულობით ენტეროვირუსით დაინფიცირების საფრთხე ძალიან მაღალია – ამ რისკს თავიდან ვერ ავიცილებთ, ამიტომ მთავარია, ის დროულად გამოვიცნოთ და გავანეიტრალოთ ხელების დაბანით, ხარისხიანი სასმელი წყლისა და საკვების მოხმარებით. შეუძლებელია, გამოვრიცხოთ ზღვის, ან მდინარის წყლის მოხვედრა პირის ღრუში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ზაფხულობით ბავშვები დიდი რაოდენობით ასეთ წყალს ყლაპავენ, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ სარეკრეაციო ზონებსა და წყალსატევებში წყლის გადაყლაპვას ძალზე მცირე წილი აქვს ენტეროვირუსული დაავადებების გამოწვევაში.

скачать dle 11.3