კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მე და ჩემი მეუღლე თითქმის 50 წლისები ვართ, გვყავს მოზრდილი შვილები. თავის დროზე, როდესაც დავქორწინდით, გასაგები მიზეზების გამო, ჯვარი არ დაგვიწერია. ახლა გვსურს, ჯვარი დავიწეროთ, მაგრამ ჩემს მეუღლეს უხერხულობის განცდა აქვს. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: თქენი სურვილი მისასალმებელია. ხოლო, თუ გსურთ, მეუღლეს უხერხულობა დააძლევინოთ, ისეთ დღეს დაიწერეთ ჯვარი, როდესაც ტაძარში ხალხმრავლობა არ იქნება. ეკლესიებში ყოველთვის არის მორიგე მოძღვარი, რომელიც აღასრულებს საიდუმლოს და ჯვარს დაგწერთ. ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულება აუცილებელია, რომ თქვენი ოჯახური თანაცხოვრება უფლისგან დალოცვილი იყოს.
კითხვა: უკვე რამდენიმე თვის ორსული ვარ, სამწუხაროდ, არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვცხოვრობთ ეკლესიურად, არც აღსარება გვითქვამს და არც გვიმარხულია. აქამდე ამაზე არც დავფიქრებულვარ, ახლა კი ძალიან განვიცდი, მგონია, რომ ეს ჩემს შვილზე უარყოფითად იმოქმედებს. რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენ უფალმა უდიდესი სიხარული მოგანიჭათ – დედა გახდებით. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუდექით ეკლესიურ ცხოვრებას, მიდით ტაძარში, დაელაპარაკეთ მოძღვარს, ის დაგეხმარებათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ ქრისტიანულ გზას და თუ უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებით, თქვენს პატარასაც გადაეცემა მისი მადლი და ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ეკლესია ორსულებს მარხვასაც უმსუბუქებს, შეიძლება მოძღვრის კურთხევით, ყოველ კვირასაც კი ეზიაროთ.
კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი ნათლია გარდაიცვალა. როგორ წარვმართო ჩემი ქრისტიანული ცხოვრება მომავალში?
პასუხი: ნათლიის დანიშნულებაა ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა. თუ თქვენი ნათლია ზრუნავდა თქვენს სულიერებაზე, უკვე უნდა იყოთ შემდგარი ჭეშმარიტების გზაზე, ხოლო ყოველ ადამიანს, ვისაც სურს, მიჰყვეს ქრისტეს, თავადაც შეუძლია, წმიდა მამათა სწავლებებითა და მოძღვრის დახმარებით ქრისტიანულად იცხოვროს. თქვენ კი ილოცეთ თქვენი ნათლიის სულის ცხონებისთვის.
კითხვა: გარდამეცვალა ახალგაზრდა მეუღლე. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა და მას შემდეგ ყოველდღე დავდივარ მის საფლავზე, ვანთებ სანთლებს, მიმაქვს ყვავილები. ეს ცოტათი მამშვიდებს, თუმცა, ახლობლები მეუბნებიან, რომ ამ საქციელით მის სულს ვამძიმებ. თქვენ რას მეტყვით?
პასუხი: მიცვალებულის გაპატიოსნება, მის სულსა და საფლავზე ზრუნვა ყველა ჭირისუფლის მოვალეობაა, მაგრამ გადაჭარბება მიუღებელია. გადამეტებული გლოვა მართლაც ამძიმებს გარდაცვლილის სულს, თქვენ შეგიძლიათ, ილოცოთ მისი სულისთვის, გადაუხადოთ პანაშვიდი, გასცეთ მოწყალება მისი სახელით, ოღონდ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიენდეთ უფალს.
скачать dle 11.3