კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 დიდხანს და ბედნიერად

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  საყვარელ ადამიანთან  დიდხანს და ბედნიერად რომ იცხოვრო,  აუცილებელია, კარგად  გაიცნო ის.  გააანალიზო  რა განასხვავებს შენგან და რას ელოდები ამ ურთიერთობისგან. ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს. შეიძლება, ამაში ჰორმონებია „დამნაშავე“. ასეა თუ ისე, ყოველგვარი მითებისა და სტერეოტიპების გარეშე, გთავაზობთ მხოლოდ ფაქტებს :   
* ქალები სამჯერ უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მამაკაცები. ამას მეცნიერული ახსნა აქვს – ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელიც საუბრისა და მოსმენის იმპულსებზეა პასუხისმგებელი, 12 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე მამაკაცის იგივე უბანი. ანუ, იცოდეთ, რაც უფრო უხვსიტყვიანია ქალი, მით უფრო ჯანმრთელი ფსიქიკის არის ის.  
* შურისმაძიებელი ორივე  სქესია, მაგრამ  შურიძიებისას  ქალს სპონტანურობა ახასიათებს, ემოციისა და გულის კარნახით  მოქმედებს. რაც შეეხება კაცს, ის ჯერ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის, ყველა მოსალოდნელ შედეგს გაითვალისწინებს, გეგმას დასახავს და მხოლოდ ამის მერე დაიწყებს მოქმედებას.
* ქალი და მამაკაცი განსხვავებულები არიან სტრესთან მიმართებაშიც. ქალს მაშინვე „ჩაერთვება“ ხოლმე ემოცია და იწყებს ტირილს ან   სწრაფად აქტიურდება და იწყებს ქმედებას.  მამაკაცი  ჯერ  სიგარეტს გააბოლებს, შემდეგ პირველივე შემხვედრზე გამოუშვებს ორთქლს და მერე, შეიძლება, საერთოდ დეპრესიაშიც ჩავარდეს. აქტიურ ქმედებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
* ქალი გაცილებით კრიტიკულია საკუთარი გარეგნობის   მიმართ, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცების  უმტესობას კი საკუთარ პერსონაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.
* მამაკაცს საკმაოდ მახვილი სმენა აქვს, მაგრამ, როცა რამის გაგონება არ უნდა, „არ ესმის“ – ეს მათი იმუნიტეტია ქალების ზედმეტი ლაპარაკისგან დასაცავად. ამიტომაც ძალიანაც ნუ გაუბრაზდებით მეუღლეს – ის გამონაკლისი ნამდვილად არ არის.

უბრალოდ,  მეგობრები

  კვლევებმა აჩვენა, რომ ქალისა და მამაკაცის მეგობრობა შესაძლებელია, თან, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაც ყოფილა. თუმცა მეგობრებს შორის რომანის დაწყების ალბათობაც ყოველთვის არსებობს.
  ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ განსხვავებული სქესის ადამიანთა შორის მეგობრობის საკითხს. მამაკაცებს უფრო ხშირად მოსწონთ  მეგობარი გოგონები. რეალობაა ისიც, რომ მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მეგობარ ქალსაც აქვს რომანტიკული გრძნობები მის მიმართ.  ამ მხრივ, ისინი განსხვავდებიან ქალბატონებისგან, რომლებისთვისაც მეგობარი მამაკაცი, მხოლოდ მეგობარი მამაკაცია და მეტი არაფერი. ამ დროს  ისინი დარწმუნებული არიან, რომ არც მამაკაცებს აქვთ რაიმე გრძნობა მეგობრობის გარდა. ეს ადასტურებს იმას, რომ მამაკაცებისათვის უფრო რთულია მხოლოდ მეგობრის სტატუსის შენარჩუნება. მათთვის სრულიად მისაღებია მეგობრობის გადაზრდა ინტიმურ ურთიერთობაში.  უფრო მარტივად რომ ვთქვათ,  არ იტყოდნენ უარს.
  ქალისა და მამაკაცის მეგობრობის დადებით და უარყოფით ასპექტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა,  დადებითი გაცილებით მეტია. ქალები უფრო გახსნილები არიან საპირისპირო სქესის მეგობრებთან. უფრო თავისუფლად სთხოვენ რჩევას. არ ეშინიათ  კონკურნციისა და შურის. მამაკაცებსაც არ აქვთ კომპლექსი ქალ მეგობრებთან.  ხშირად უზიარებენ შთაბეჭდილებებს და ანგარიშს უწევენ მათ აზრს.

სიყვარულის ათი  წესი

1. დაიწყეთ იმით, რომ დაივიწყეთ მოძველებული აზრი – თითქოს  სიყვარული უბრალო რამეა. მართალია, სიყვარული მისტიკა არ არის, მაგრამ არც ძალიან გააუბრალოოთ. სიყვარული გადარჩენის უძველესი და გამოცდილი ხერხია. ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი, მშვიდი იქნებით, თუ საყვარელ ადამიანთან დიდ დროს გაატარებთ. ჩვენ არ ვართ ისე  მოწყობილნი, რომ მხოლოდ საკუთარი თავი გვეყოს ბედნიერებისთვის.
2. როდესაც  გაღიზიანებული ხართ ან შფოთავთ, უთხარით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს გაუზიარეთ ემოციები და სთხოვეთ დახმარება მათ „დალაგებაში“. საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი შეუძლია დაგამშვიდოთ და შიშები გაგიქროთ.
3. გაუზიარეთ საყვარელ ადამიანს – როდის ხართ მასთან ყველაზე მეტად კმაყოფილი, განიცდით თუ არა მარტოობას,  ჩვენი ტვინი ამ ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამს. უმჯობესია, წყენაც გარკვეული იყოს და სიხარულიც.
4. ჩხუბის, კამათის დროს, სანამ გაავებული რამეს იტყოდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ, ამ დროს თქვენი თავი სხვისი თვალით დაინახოთ. სცადეთ, ძალიან  ეფექტურია.
5. ორივემ გაიხსენეთ რამე სასიხარულო მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა იწვევს თქვენს დადებით ემოციებს.   
6. მოიწყვეთ მშვიდი საღამოები, მოდუნდით და ილაპარაკეთ თქვენს სიყვარულზე, იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ერთმანეთისთვის ელაპარაკეთ პირდაპირ, ქარაგმების გარეშე.
7. გახსოვდეთ,  ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა. ნუ ატკენთ გულს საყვარელ ადამიანს, რადგან თქვენ მისთვის ყველაფერი ხართ, გენდობათ და მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული და ნებისმიერი წყენა მას შეიძლება, ტრავმად ექცეს.
8. ისაუბრეთ ემოციებთან გამკლავების მეთოდებზე, ეს შეიძლება იყოს  მუსიკა, გასეირნება, მოგზაურობა, საყვარელი ფილმი თუ წიგნი. ასე წინასწარ გეცოდინებათ პარტნიორის სურვილები, რაც ძალიან დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობის შექმნასა და შენარჩუნებაში.
9. მოუყევით ერთმანეთს თქვენს სამომავლო მიზნებზე. როდესაც ვინმეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები ვხდებით. ჩვენს მიზნებს უფრო მარტივად ვაღწევთ და იმედგაცრუებაც ნაკლებად გვაშინებს.
10. პატივი ეცით თქვენს ურთიერთობას. შექმენით პატარა რიტუალები თქვენი სიყვარულის აღსანიშნავად, თუნდაც, კოცნა დილით, სახლიდან გასვლისას ან რამდენიმეწუთიანი  გულითადი საუბარი საღამოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს პრობლემებზე ფიქრი ან სხვა რამეზე ყურადღების გადატანა აკრძალულია!
скачать dle 11.3