კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ჯორჯ სმიტი: როცა ოჯახის წევრების წინაშე ვაღიარე, რომ გეი ვიყავი, ყველამ ზურგი მაქცია

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  24 წლის გიორგი ყურაშვილი, რომელმაც გერმანიაში ჯორჯ სმიტი დაირქვა, 37 წლის მამაკაცზე, ჟოზებ რუპარზე დაქორწინდა. ახალდაქორწინებული გეიწყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და უამრავი სამომავლო გეგმა აქვს. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ შვილის აყვანაც კი შეუძლიათ. რა პრობლემები ჰქონდა ჯორჯს საქართველოში და როგორია მისი სიყვარულის ისტორია, თავად გიამბობთ.
  ჯორჯ სმიტი: საქართველოში ქობულეთის რაიონში, სოფელ ალამბარში ვცხოვრობდი. შემდეგ გადავედი ქალაქში საცხოვრებლად. ჩვენ სოხუმიდან დევნილები ვართ და თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო გვაქვს  მოვლილი. საქართველოში ჩვეულებრივი ბიჭი არ ვიყავი, ყოველთვის განვსხვავდებოდი სხვებისგან. თითით საჩვენებელი იყო ჩემი ჩაცმულობა, ჩემი საუბრის მანერა. ყველაფერი განმასხვავებდა თანატოლებისგან. როცა მივხვდი, ბიჭები მომწონდა, დაახლოებით, 11 წლის ვიყავი. თუმცა 18 წლამდე არავისთვის მითქვამს, არც არავისთან მქონია შეხება. დაკომპლექსებული ვიყავი და საკუთარ თავში ჩაკეტილი. მეგონა, ამ ყველაფერს დავძლევდი. თავს ვიკავებდი ადამიანებთან კონტაქტისგან, მეგონა, რომ ვიღაც მახეს დამიგებდა. საკუთარ თავს ვმალავდი.  ალამბარში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბევრი დაცინვა და შეურაცხყოფა მახსოვს. ძლიერ ბულინგს განვიცდიდი. როცა ოჯახის წევრების წინაშე ვაღიარე, რომ გეი ვიყავი და მათ ასეთი უნდა მივეღე, ყველამ ზურგი მაქცია. ამიტომ წავედი სახლიდან. ეს ჩემთვის არ იყო მარტივი. ოჯახის წევრებიდან დედაჩემი დამიდგა გვერდით, თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმე აქვს, მწვავე ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ორი კვირით გამოგვყავს სახლში, დანარჩენ დროს ფსიქიატრიულ კლინიკაში ატარებს. სუიციდის მცდელობები აქვს, ამაში საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. თუმცა, ვიდრე ჩემს ამბავს გაიგებდა, მანამდეც ლაპარაკობდა ამ საკითხზე, იმაზე, თუ როგორ ვერ შეძლო შვილებს დახმარებოდა და კარგი დედა ყოფილიყო, შემდეგ უკვე მცდელობები წამოვიდა. დედა არ წასულა ჩემ წინააღმდეგ, ტიროდა და მეუბნებოდა: მეგონა, შენს ბიოლოგიურ შვილს გავზრდიდი, თუმცა, რა გაეწყობა ცხოვრება, ალბათ, ასეთიაო. ქორწილის შემდეგ ველაპარაკე დედაჩემს და რატომღაც გონებაში აქვს, რომ გოგოსთან შევქმენი ოჯახი. მერე გავახსენე, რომ  ადრე მოვუყევი ჩემი შეყვარებული ბიჭის შესახებ და ფოტოც ვანახე. გაიხსენა ეს ამბავი და ბედნიერება გვისურვა.
– რატომ გადაწყვიტე, რომ ოჯახისთვის გეთქვა შენ შესახებ?
– უბრალოდ, დავიღალე იმ ყველაფრისგან, რაც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. როცა შინაგანი  ეგო გეუბნება და იცი, რომ შენ ხარ ჰომოსექსუალი, გეი, უნდა თქვა ეს ყველაფერი. ასე უფრო თავისუფლად იგრძნობ თავს და მოსთხოვ სხვებს, მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეთქვა. არც არასდროს დამიმალია, ისედაც ნათელი იყო, რომ მე არ ვიყავი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი. ყველა ხვდებოდა ამას, უბრალოდ ყველა თავს აჯერებდა – რადგან ის ჩუმადაა, ეს ასე არ იქნებაო.  როცა ხმამაღლა დავიწყე ჩემს თავზე საუბარი, ყველა კარი დაიკეტა ჩემს ცხოვრებაში. ერთეული ადამიანების დამსახურებაა, რომ სუიციდისკენ არ გადავდგი ნაბიჯი და დღეს ცოცხალი ვარ. რაც შეეხება მამას, მან ჩემი მოკვლა სცადა. მოტყუებით წამიყვანა სახლში და მახრჩობდა. არ ვიცი, მერე რა ძალამ გააჩერა და ხელები გამიშვა. მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი ამ ყველაფერს და ასეთ ცხოვრებას არ შევეშვებოდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად წავიდოდი, მიპოვიდა და ჯერ მე მომკლავდა, შემდეგ კი თავს მოიკლავდა. თავის ძმაკაცებში და სანათესაოში იმ სახელით წავიდოდა ქვეყნიდან, რომ ჰომოსექსუალი შვილი არ აცოცხლა – ეს არის მისთვის კაცობა.
– გაგვაცანი შენი ბიჭი და მოგვიყევი თქვენი სიყვარულის ისტორია.
– ჩემი ბიჭი წარმოშობით პოლონელია, თუმცა წლებია, რაც გერმანიაში ცხოვრობს. 37 წლისაა და ჩემგან განსხვავებით, არ არის აივ ინფიცირებული. არსებობს მედიკამენტები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება, ჩვეულებრივად იცხოვრო ჯანმრთელ ადამიანთან. ძალიან თბილი და საყვარელია. მან დამაწყებინა გერმანიაში მუშაობა და ყველაფერში  დამეხმარა. ჩვენი სიყვარულის ისტორია ფილმის სიუჟეტს ჰგავს. არ არის დიდი ხანი, რაც  ვიცნობ. ერთმანეთს 31 დეკემბერს შევხვდით. ჩვენი შეხვედრის თარიღი ჩვენს ქორწინების ბეჭდებზეა გრავირებული. 31 დეკემბრის საღამო იყო, ის იყო, ახალი წელი შემოაბიჯებდა, რომ მომწერა. მანამდეც ვწერდით ერთმანეთს, 31 დეკემბერი კი  ჩვენთვის სიმბოლური თარიღი აღმოჩნდა. ვეძებდი სიყვარულს. მინდოდა, რომ ისეთი ადამიანი გამეცნო, ვისთანაც მთელ ჩემს ცხოვრებას გავატარებდი. ცოტა არ იყოს, იმედიც გადაწურული მქონდა. არა ერთი შემთხვევა იყო, როცა ადამიანს შევხვდი, გავიცანი, მაგრამ ურთიერთობა არ განვითარდა. იმ საღამოს ცხელი ღვინო მივირთვით, ბევრი ვისაუბრეთ და რატომღაც ისე მოხდა, რომ ბედობაც ერთად გავატარეთ. იცინოდა, რომ ერთმანეთს შევაბერდებოდით. არც ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, ემოციებით დატვირთული ვიყავი, ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა ემოციებს ავყოლოდი. რამდენჯერაც ფრთა შევასხი ჩემს ოცნებებს, იმდენჯერ კრახით დასრულდა ყველაფერი.
– ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეთ?
– მანამდე იყო ხელის თხოვნა. ესეც ისე მოკრძალებულად მოხდა, როგორც ხელის მოწერა. ძალიან მოულოდნელი და სპონტანური იყო ჩემთვის დაქორწინების შემოთავაზება. უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ და გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, შვილის აყვანის უფლებაც გვაქვს. ოღონდ ამისთვის მთელი პროცედურების გავლაა საჭირო, პირველ რიგში, ფინანსურადაც მყარად უნდა იდგე, რომ სახელმწიფომ ამის უფლება მოგცეს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ სამომავლო გეგმებში შედის. ჩვენ არ ვაპირებთ დიდი ხნით გერმანიაში დარჩენას, შვეიცარიაში გავემგზავრებით. ჩვენი ბედნიერი დღე ახლო მეგობრების წრეში აღვნიშნეთ. ჩემი მეუღლის მშობლებს არ შეუძლიათ მგზავრობა, ხანდაზმულები არიან. ნათესავებს კი სხვა დამოკიდებულება აქვთ და ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს. მისი ძმა მერე ჩამოვიდა და გავიცანი. ჟოზეფის მშობლებს ველაპარაკები ხოლმე. მათ არანაირი გართულება არ აქვთ, უბრალოდ, ცდილობენ, რომ ყველასთან ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავო.
– როგორი დამოკიდებულება აქვთ გერმანელებს ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ?
– ჩვეულებრივი. სამსახურში ყველამ თბილად მოგვილოცა. ვისაც თავისუფალი დრო ჰქონდა,  ქორწილში ისინი მოვიდნენ, რადგან ძალიან დატვირთული რეჟიმით ვმუშაობთ. ერთ-ერთი იყო გოგო, რომელიც ჩემი მეჯვარე გახდა. სწორედ მან მიმაცილა საკურთხევლამდე. ქორწილის დღე ძალიან ემოციური იყო. საერთოდ არ ვგეგმავდი ტირილს – რა უბედურებაა ქორწილზე ტირილი, მაგრამ, რომ შემოვედი და ის საკურთხევლთან დამხვდა, თავი  ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
–  გვარი რატომ შეიცვალე?
– სხვათა შორის, ეს დომენიკოს იდეა იყო. როცა გერმანიაში ჩამოვედი, ძალიან დაკომპლექსებული, ჩაკეტილი და გათიშული ვიყავი. გარდა ამისა, მამაჩემმა მითხრა, რომ გვარს ჩამომართმევდა. მე კი ვუპასუხე, რომ ეს არ იყო პრობლემა. ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ „ფეისბუქზე“ სმიტი დავწერე. ოფიციალურად კი მალე მეუღლის გვარს მივიღებ და აიდი ბარათში ჯორჯ რუპარი ვიქნები.
– როდის გაიგე, რომ აივ ინფექცია გქონდა?
– 20 წლის ვიყავი, როცა ამ დაავადების შესახებ გავიგე. ტრენინგებს გავდიოდი შიდსთან დაკავშირებით და ვიცოდი, რა სიმპტომებიც ჰქონდა. ამ ყველაფერს საკუთარ თავშიც ვამჩნევდი. სამწუხაროდ, სარისკო ქცევის შედეგად დავინფიცირდი.  მაგრამ ეს არ არის განაჩენი, ეს არის მართვადი დაავადება, რომელიც არ არის მომაკვდინებელი. არასოდეს ვმალავ ჩემს დაავადებას, არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული.

скачать dle 11.3