№36 როგორ მტკიცდება, რომ წმიდა წერილი ქართული დამწერლობით შეიქმნა და რით დასტურდება იესოს სამოსის ქართულობა
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
წმიდა წერილი ქართული დამწერლობის შემოქმედებაა, აცხადებს მეცნიერი ზაალ ლომსიანიძე მრავალ კვლევაზე დაყრდნობით და დეტალურად გვიყვება არგუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც ეს აზრი დასტურდება.
ზაალ ლომსიანიძე: ჩვენი სამეცნიერო შრომები ადასტურებენ, რომ წმიდა წერილი ქართულმა დამწერლობამ დაწერა, ეს წერილი ვერაგულად გაიტაცეს და მისი წარმომავლობის შესახებ „შეთხზეს დიდი მსოფლიო ტყუილი“ თითქოს, წმიდა წერილის ძველი აღთქმის წერილები ებრაელთაგან დაიწერაო! ხოლო ახალი აღთქმისა –ბერძენთაგანო! ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს დაფუძნებული ბიბლიის კვლევის სამეცნიერო საზოგადოება – „მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის“, ვაცხადებთ, რომ წმიდა წერილი ქართული დამწერლობის შემოქმედებაა. ვაცხადებთ და კიდეც ვამტკიცებთ!
ამჯერად შევეკითხოთ საქართველოს წილხვედრილ „დაურღვეველ“ ქრისტეს კვართს და ვნახოთ, როგორ გვიპასუხებს, რომ წმიდა წერილი ქართული დამწერლობის შემოქმედებაა.
1. იესოს შეპყრობამდე აცვია „თავისი სამოსელი“;
2. შეპყრობის შემდეგ ჰეროდესთან შემოსავენ „ბრწყინვალე სამოსით“;
3. პილატესთან მიყვანილს კვლავ უცვლიან სამოსელს „მეწამული ქლამინდით“;
4. და ბოლოს, ჯვარცმის წინ კვლავ „თავისივე სამოსელს“ აცვამენ.
ხომ ძალიან კარგად ვიცით: ძე ღმერთს აქვს ორი ბუნება. იესოს ხორციელ ბუნებას დაესმის კითხვა „ვინ“, სულიერ ბუნებას კი დაესმის კითხვა „რა“. ჩვენი მართლმადიდებლობა არის დიოფიზიტური, ანუ ორივე ბუნების ამღიარებელი. როდესაც იესოს სამოსელს განვიხილავთ, მეცნიერულმა მიდგომამ უნდა განიხილოს ორივე ბუნება. ხორციელი ბუნების კითხვა იესოს სამოსელზე ასეთი იქნება: ვისი სამოსელი? სულიერი ბუნების კითხვა კი ასეთი: რისი სამოსელი? მართლმადიდებლური კატეხიზმოთი მოცემულია, რომ ძე ღმერთი არის ღმრთის სიტყვა. შესაბამისად, იესოს სამოსელი ღმრთის სიტყვის სამოსელს ნიშნავს. ამით გავდივართ წმიდა წერილის სამოსელზე. იესოს ხორციელი „ვინ“ ბუნება მის კაცობრივ მხარეს გვაჩვენებს. იესოს სულიერი „რა“ ბუნება კი წმიდა წერილს მიგვითითებს.
რამდენადაც სავალალო უნდა იყოს, ჩვენ იესოს ორი ბუნების ამღიარებლები მის სამოსელს დღემდე განვიხილავდით მხოლოდ, როგორც ხორციელ, „ვინ“ ბუნების სამოსელად. ამით ჩვენ აღვიქვამდით იესოს ხორციელი ბუნების სამოსს, ანუ ტანსაცმელს. რატომღაც არ დავფიქრებულვართ, რომ სულიერების წიგნში იესოს სამოსელში, უპირველესად, უნდა მოიაზრებოდეს მისი სულიერი სამოსი. ამ სულიერი მხრიდან დანახული აზრი კი ასე ჟღერს: აქ საუბარია წმიდა წერილის სამოსზე. წმიდა წერილის „სამოსელი“ სულიწმიდით მოწოდებული უხილავი სიბრძნის დამწერლობითი ფორმით შემოსვაა. რადგან იესოს (წმიდა წერილის) სულიერ სამოსელზე ვსაუბრობთ, ეს აზრი წმიდა წერილის შემმოსველ ერთ კონკრეტულ დამწერლობას უკავშირდება. როდესაც ამ საკითხზე მეცნიერულ კვლევას ვაწარმოებთ, დიოფიზიტობის კანონი გვავალდებულებს, რომ სამეცნიერო შრომით განხილული უნდა იყოს ორივე ბუნება. შემდეგ კი, სულიერი ინფორმაციების მოსაპოვებლად უნდა მოვკვდეთ ხორცითა მის ქრისტესითა, რათა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა, ესე იგი, ხორციელ აზროვნებას თავი უნდა დავანებოთ და მხოლოდ სულიერი ბუნებით უნდა გავაგრძელოთ კვლევა. მხოლოდ ასეთი მიდგომა დაგვაყენებს ინფორმაციულად სწორ გზაზე. კერძოდ: იესოს, ანუ ღმრთის სიტყვას აქვს „თავისი სამოსელი“, აქ საუბარია წმიდა წერილის მომავლინებელ დედან დამწერლობაზე, რომელსაც ჯერ ებრაელი ჰეროდე განძარცვავს და გამოცვლის (ესე იგი, ივრითით დაწერილი ეს წერილი არაა, ის მხოლოდ ძარცვავს და ცვლის) შემდეგ კი რომაელი პილატე განძარცვავს და გამოცვლის (წმიდა წერილი არც ბერძნული დამწერლობის არის). წმიდა წერილს აქვს თავისი სამოსელი ანუ თავისი საკუთარი დამწერლობა, რომელიც არც ჰეროდეს ივრითია და არც პილატეს ბერძნული.
მსოფლიოში გაბატონებული აზრი, რომ წერილი ებრაელთაგან დაიწერა, აქ იმსხვრევა. ებრაელ „ჰეროდე-ივრითამდე“ წმიდა წერილს თავისი (არაივრითული) დამწელობითი სამოსელი აცვია. იგივეს თქმა შეიძლება ბერძნულთან მიმართებაში. მოკლედ და კონკრეტულად, წმიდა წერილის „თავისი, დაურღვეველი სამოსი“ არც ებრაულია და არც ბერძნული.
ჰ ე რ ო დ ე – ხორციელი გაგებით კაცია, ხოლო სულიერი ხედვით არის: წმიდა წერილის „ბრწყინვალე სამოსით“ შემმოსველი ივრითი. ამ დამწერლობას მრავალჟამითგან უნდოდა ხილვა არაებრაული დამწერლობით დაწერილი წერილისა: „ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესო, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაè მრავალით ჟამითგან ამისთვის, რამეთუ ესმოდა მისთïის და სწადოდა ხილვად რაèსამე სასწაულისა ყოფასა მისგან“ (ლუკა 23-8). ამ წერილისგან ივრითს სასწაულის ყოფა ანუ მოხდენა უნდოდა „მისთïის“, ანუ თავის სახელად და განსადიდებლად.
„ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე“ (ლუკა 23-11). ივრითმა და ერმან მისმან შეურაცხ-ყო წმიდა წერილი და შეჰმოსა მას ივრითის ბრწყინვალების სამოსელი (ეს შეგნებული ცნობიერი ქმედებაა), ამით წმიდა წერილის ინფორმაციულობა დაკნინდა, გამოცვლილმა დამწერლობითმა სამოსელმა დაამდაბლა, ანუ შეურაცხ-ყო ეს წერილი.
პ ი ლ ა ტ ე – სულიერი ხედვით ბერძნული დამწერლობაა. ბერძნული დამწერლობა თავიდან თითქოს ხელს იბანს (მართალია ეს კაციო და უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისაო), მაგრამ მიუგო „ყოველმან ერმან: სისხლი მაგისი ჩვენ ზედა“ (მათე 27 25).
„მაშინ მოიყვანა პილატე იესო და ტანჯა იგი“ (იოვანე 19-1). ამის შემდეგ „განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას“ (მათე 27-28). „და შეთხზეს გïრვïნი ეკალთაგან“ (მათე 27-29).
ბერძნული დამწერლობა დაჰყვა ყოველთაგანი ერის მოთხოვნას და „განძარცვულს“ აცმევს უკვე ბერძნულ სამოსს. ამით წერილი კიდევ უფრო დაკნინდა და დამდაბლდა, ანუ ბერძნულმა ტანჯა იგი. შემდეგ ვკითხულობთ განსაკუთრებულ ფრაზას: „შეთხზეს“ დიახ, შეითხზა, ანუ ზღაპრები მოიგონეს, გადაწერეს სხვაგვარად (ერთ-ერთი ასეთი შეთხზულობა: ნაცვლად ანი და ჰოესა დაწერეს ალფა და ომეგა!). აი, ასე ჩანს შეთქმულება წმიდა წერილის ნამდვილი დამწერლობის მიმართ. ამით: „იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი“ (ლუკა 23-12). ორმა ერთმანეთის დაუძინებელმა მტერმა, ებრაულმა და ბერძნულმა ცნობიერებამ განიყო წმიდა წერილის სამოსელი, ამით დაზავნდნენ და დამეგობრდნენ.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რომელი დამწერლობაა წმიდა წერილის „თავისი სამოსელი“.
მითითება 1. „და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხï ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაè დაწერილი შუბლთა ზედა მათთა“ (გამოცხადება 14-1). „და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან“ (გამოცხადება 14-3).
გამოცხადების ამ ციტატებიდან ჩანს, რომ: 144000 გალობს ახალ საგალობელს, რომელიც სხვებისთვის გაუგებარია. ბუნებრივია ისმის კითხვა ეს ახალი საგალობელი სხვებისთვის რატომ არის გაუგებარი? კითხვაზე კარგ მითითებას გვაძლევს სახარება: „ენათა ახალთა იტყოდიან“ (მარკოზი 16-17). უნდა მივხვდეთ, რომ აქ მითითებაა ახალი ენის გამოჩენაზე, რომელი ენითაც უნდა წარიმართოს ახალი საგალობლის გალობა. თითქოს არ ჩანს რომელ ენაზეა საუბარი, მაგრამ საიდუმლო ინფორმაცია ჩადებულია რიცხვ 144000-ში. ამ საიდუმლოზე უფრო კონკრეტული მითითებაა ისევ გამოცხადებაში: „და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაè საზომითა კაცისაèთა“ (გამოცხადება 21-17). ჩვენ კაცნი ვაზროვნებთ მატერიალური ცნობიერებით, სულიერი საზომით ინფორმაციის აღქმა ჯერ არ შეგვიძლია. სწორედ ჩვენთვის, მატერიალურად მოაზროვნეთათვის, მითითებულია ბიბლიური საზომი 144. მართალია ამ საზომით მოცემულია ბიბლიური ქალაქის საზომი, მაგრამ ის ქალაქი ზეციურია და მას კავშირი რომელიმე ფიზიკურ ქალაქთან არა აქვს. აქ საუბარია დამწერლობით ქალაქზე, უფრო კონკრეტულად: ეს ქალაქი განასახიერებს ერთ-ერთი დამწერლობის ანბანს.
ბიბლიური საზომი 144 შევუფარდე იოანე ზოსიმეს მოწოდებულ სახელს. აქვე განვმარტავ, რომ ქართული ანბანით თითოეულ ასონიშანს შეესაბამება თავისი რიცხვითი მნიშვნელობა. ამ შესაბამისობის გათვალისწინებით მივიღე ასეთი ტოლობა:
ლ ა ზ ა რ ე
30 1 7 1 100 5 ჯამი = 144
ზუსთად ეს რიცხვი 144, წარმოადგენს ბიბლიური წერილის მიერ ნაჩვენებ დაფარულ დამწერლობით კოდს. ბიბლიური საზომის, 144-ის ტოლობა სახელ ლაზარესთან აღნიშნავს, რომ: წმიდა წერილის დედან დამწერლობით ფორმას წარმოადგენს ქართული დამწერლობა. სწორედ ეს დამწერლობაა ღმრთის სიტყვის „თავისი სამოსელი“.
აქედან ვასკვნით, ღმრთის სიტყვის თავისი სამოსელი არის ქართული, ანუ წმიდა წერილი შემოსილია (დაწერილია) „თავისი“ დედანი დამწერლობითი ფორმით, ანუ ქართული დამწერლობით.
იესოს სამოსელი რომელი ქვეყნის წილხვედრილია? აქაც თუ იესოს ხორციელი „ვინ“ ბუნების სამოსელზე ვისაუბრებთ, კვლავ ვერ გავერკვევით. ისევ სულიერი „რა“ ბუნებით უნდა გავაგრძელოთ: წმიდა წერილის თავისი დამწერლობითი სამოსელი ჩვენი ქვეყნის წილხვედრილია და განთავსებულია მცხეთაში. ის დაურღვეველი კვართია წერილისა, რომელიც „ორმა ძïრის-მოქმედმა“ ვერ დაარღვია (ანუ ვერ მოსპო). წმიდა წერილის ეს კუართი მიიბარა „სი“-ბრძნის მატერიალური ენის „დონ“-ემ, ანუ დედა ენის ხორციელი მხარე გადაეფარა და გადაეგო! ამიტომ ეს დედაკაცი „სიდონია“ და კუართი ერთად მიაბარეს მცხეთას. პირდაპირ საოცრებაა, რომ ღმერთის ნებით ჩვენ გვაქვს ორიგინალური ძველი ქართული ხელნაწერებით შესრულებული „სამოსელი“ წმიდა წერილისა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, „მცხეთური ხელნაწერები“ ჰქვია. აი, რომელ მცხეთას აქვს მიბარებული კუართი! ეს კუართი ქართული ენის ხორციელ დედა ნაწილს (სიდონიას) ვერ გამოჰგლიჯეს ხელიდან, ამიტომ კუართთან ერთად მოუწიათ მცხეთურში განთავსება. ამ მცხეთურმა ხელნაწერებმა გადაარჩინა ეს კვართი!
იესოს დედის სამოსელი სად არის? ესეც საქართველოშია. აქაც სულიერი მხრიდან შევხედოთ: ქართულ ენას, ანუ ლაზარეს, ჰყავს ორი და – მართა და მარიამი. მარიამი ლაზარე ენის მატერიალური ანუ ხორციელი ნაწილია. ის სრული ენის დედა ნაწილია და მას ჰქვია „დედა ენა“. წმიდა წერილი ამ დედის წიაღში ჩაისახა მამისაგან სულიწმიდით. სწორედ ამ დედა ენამ მოავლინა წმიდა წერილი. ამის გამო ჰქვია ჩვენს ქვეყანას დედა მარიამის წილხვედრილი. ჯვარცმისას ყველა დამწერლობა დაირღვევა და დაწუნებულ იქნება, ხოლო დედა ენა ქართულით „ნაქსოვი, დაურღვეველი“ წმიდა წერილი აღდგება. ყველა დამწერლობა დაიჩოქებს მის წინაშე და იტყვის „უფალი და ღმერთი ჩვენი“.