კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რის გარკვევას აპირებს ეკა კვალიაშვილი ლუბა უსპენსკაიასთან სამართლებრივი გზით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ინტერნეტში გავრცელდა სიმღერა, რომელსაც რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია ასრულებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ქართველმა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღშფოთებას ვერ მალავს, რადგან სიმღერა მას ეკუთვნის და მისთვის ამის უფლება არავის უთხოვია. ფაქტია, ეკას უნიკალური ხმით შესრულებული სიმღერები სხვანაირად ჟღერს და ასეთი გრძნობითა და ტექნიკით სხვა ვერ შეძლებს, მაგრამ დიდ რუსეთში რომ მის სიმღერებს მის უკითხავად ასრულებენ, ამ ფაქტს ეწინააღმდეგება. ამბობს, რომ საავტორო უფლებებზე პატენტი აქვს და ამის გამო სამართლებრივ დავას გეგმავს.
  ეკა კვალიაშვილი: სრულიად შემთხვევით წავაწყდი სოციალურ ქსელში, ჩემს სიმღერას ლუბა უსპენსკაიას შესრულებით. არც უფლება, არც კთხვა, შეიძლება თუ არა... ამ სიმღერაზე, აფანატებს სრულიად რუსეთი. ასე არ შეიძლება. თან, ავტორის სახელი და გვარიც არ აქვს მიწერილი. ყველაფერს საზღვარი აქვს. ალიონა ივანცოვამ დამირეკა და მკითხა: თუ შეიძლება, ეს სიმღერა კორპორატიულზე ვიმღეროო და ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება და კოლეგიალობაა. უსპენსკაიას შემთხვევას კი აუცილებლად გავარკვევ. ამას მე, ეკა კვალიაშვილი, ვამბობ და ამის მერე მთელ მსოფლიოში – დაწყებული საქართველოდან და ჩემი კოლეგებიდან, ჩემთან გაარკვევენ, რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ სიმღერის შესრულება. მე ყველა ჩემს სიმღერაზე საავტორო პატენტი მაქვს დაცული და ამის მერე, მე ვიცი...
– თუ გაარკვევ ამ ამბავს, როგორ აპირებ დასჯას სამართლებრივი კანონის დაცვით?
– დასჯა, ეს ზედმეტად ხმამაღალი და არაცივილური ნათქვამია, თუმცა, აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას, რა თქმა უნდა, ჩემი უფლებებისა და კანონის ფარგლებში. დიდ პატივს ვცემ ყველა კოლეგას მთელ მსოფლიოში, ვაფასებ მათ შემოქმედებასა და შრომას და რა თქმა უნდა, მათ არჩევანს, რომელიც ჩემს სიმღერაზე შეაჩერეს და ეს არა მხოლოდ უსპენსკაიაა. ჩემი შექმნილი სიმღერა ანჟელიკა რუსოს ლექსზეა – Õî÷ó òåხÿ âèჰåòü, ლექსი რომელიც მომიძღვნა ერთმა უცხოელმა სოციალურ ქსელში, სხვა პიროვნებამ მომიძღვნა ლექსი – ÿ æåíùèíჭ, ასევე, სხვამ მომიძღვნა íåæíûé ჭíჯåë... მინდა გითხრათ, რომ გახლავართ პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი და დამფასებელი. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი შემოქმედება, სიმღერა და სიმღერის შექმნა პოეზიასთან არის გადაჯაჭვული. მოძღვნილი ლექსებიდან იმდენად დიდი ემოციები მივიღე, რომ შევქმენი სიმღერები რომელთაც დიდი ადგილი დაიკავეს ჩემს რეპერტუარში და მსმენელების გულში. სიმღერაზე Õî÷ó òåხÿ âèჰåòü, უამრავი ვიდეოა შექმნილი, რომელსაც აქვს მიწერილი, თუ ვის ეკუთვნის ეს სიმღერა და ვინ ასრულებს მას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ვიდეოების ავტორებს. რაც შეეხება პროფესიონალებს, მათ არ უნდა ეშლებოდეთ კოლეგის პატივისცემა და მისი ნამუშევრის დაფასება.
– თავადაც ასრულებ სხვადასხვა მომღერლების რეპერტუარიდან სიმღერებს და ნებართვას იღებ მათგან?
– დიახ,  ნატო გელაშვილის სიმღერას – „ტკივილი“, რომელიც შესულია გია დავითიანის რეპერტუარში, მეც ვასრულებ ამა თუ იმ საღამოზე, მაგრამ, ვკითხე გიას, და ავიღე უფლება. საერთოდ, არ მინდა ამ სიმღერებზე საუბარი, რადგან შევქმენი მხოლოდ ჩემთვის!  თუმცა, ბევრი თხოვნის შემდეგ, თემურ თათარაშვილს მივეცი შანსი, რომ შეესრულებინა, თან, მხოლოდ მას. ის კი ამ სიმღერას ჩემს დაუკითხავად აძლევს ლუბა უსპენსკაიას და ის კორპორატიულზე მღერის, ბევრგან და თან, მადლობას უხდის თემურს, რომ თურმე,  მან თავისი სიმღერის შესრულების უფლება მისცა. არსად წერია სიმღერის ავტორი ეკა კვალიაშვილი და არც ლექსის ავტორი. ერთ-ერთ საიტზე კი ავტორად თემურ თათარაშვილია მითითებული. ეს მასალა, ყველაფერი შენახული მაქვს. კორპორატიულის საზღაური ჩემთვის ცნობილია, უფლების საზღაურიც და ჩემს სიმღერას იყენებენ ისე, რომ არც მეკითხებიან. ამის მერე ვუკრძალავ თემურ თათარაშვილს, საერთოდ, ყველა ჩემი სიმღერის შესრულებას. გისვამთ შეკითხვას, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
– ესე იგი, ეს არ არის პირველი ინციდენტი, როცა შენს საავტორო სიმღერას რომელიმე მომღერალი დაუკითხავად ასრულებს?
– დიახ, და საქმე აღძრულია. ჯარიმას გადაიხდის ყველა, ვინც დაარღვია ჩემი კანონიერი უფლება! მომღერალთან და ავტორთან შეუთანხმებლად სხვისი სიმღერა არასოდეს მიმღერია. მე ჩემი უამრავი სიმღერა მაქვს და რატომ უნდა შევეხო სხვის რეპერტუარს? ჩემს სიმღერას კი, თვალნათლივ ხედავთ, რომ იქით ეხებიან. ერთ-ერთ გადაცემაში მთხოვეს, რომ თამრიკო გვერდწითელის რეპერტუარიდან მემღერა რამე, ასეთი ფორმატი იყო და იქაც კი, უარი ვთქვი თამრიკოს სიმღერის შესრულებაზე. რუსა მორჩილაძემ საახალწლო კონცერტზე მთხოვა, მის მიერ შექმნილი, ლელა წურწუმიას სიმღერა შემესრულებინა, რაზეც უარი ვუთხარი, რადგან ეს ლელას გაჰიტებული სიმღერა იყო, მისი რეპერტუარი. ცხოვრებაში სხვისი არაფერი მინდა, ჩემიც მყოფნის და ხალხის სიყვარულს რომ ვგრძნობ და მათგან წამოსულ სითბოს ვხედავ, ამაზე დიდი აღიარება და დაფასება არ მჭირდება.
– პირადად თუ გქონია რომელიმე მომღერალთან დაპირისპირება?
– არა, ვერ ვიხსებებ. მე ჩემთვის ვაკეთებ ჩემს საქმეს და არავის ცხოვრება-შემოქმედებაში არ ვიჭრები. მხოლოდ მაშინ ვიღებ მონაწილეობას, როდესაც მთხოვენ და საჭირო ვარ. ასე არიან სხვებიც ჩემს საღამოებზე, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ. ცხოვრების დიდი გზა გამოვიარე, ყველა ეტაპი საინტერესო იყო და მეც საინტერესოდ დავდივარ ჩემს გზაზე. უამრავი სასარგებლო პროექტი მაქვს, ოჯახი, შვილი და შვილიშვილები... მადლობა ღმერთს, მოსაწყენად არ მცალია და არც სხვის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში ჩარევისთვის.
– ეკა, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გქონდა და ახლა როგორ ხარ?
– არ ვსაუბრობ ამ თემაზე,  რადგან არ მიყვარს ნეგატიური საკითხის დაპროგრამება, რაც დადებითია – კი ბატონო.
– მახსოვს, წიგნს წერდი. ახლა რა ეტაპზე ხარ და თუ აპირებ გამოცემას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას?
–  წიგნს რაც შეეხება, მალე იხილავს დღის სინათლეს. წინასწარ არ დავწერ, როგორ, როდის და რატომ... როცა იქნება, შეიტყობს ყველა. და, რაზე იქნება? ჩემს ცხოვრებაზე! ჩემი თაობა უამრავ რაღაცას შეესწრო და თან, ჩემი პირადი ცხოვრების პარალელი და ჩემი ემოციით აღქმული სიმართლე, რომელიც არსად მითქვამს, წიგნში აისახება. კარგი გამოდის და ვფიქრობ, ფართო საზოგადოებისთვისაც საინტერესო წასაკითხი იქნება.

скачать dle 11.3