№36 ორი ორმო
შაჰ აბასს ტყვეები ორ ორმოში ჰყავდა ჩაყრილი. ერთი ორმო გისოსებით იყო დახურული, მეორე კი ღია იყო.
ჰკითხეს შაჰს: ეს ასე რატომ გაქვსო.
– თავდახურულ ორმოში ევროპელები მყავს, ერთმანეთის დახმარებით ამოდიოდნენ და გარბოდნენ. თავღიაში ქართველები არიან, მათ ერთმანეთის გატანა არ აქვთ და არცაა საჭირო თავზე დაფარებაო.