№36 ანეკდოტი
გურულმა გადაწყვიტა, ქმარი მოიშოროს და საგიჟეთში ჩააბაროს. მიიყვანა კიდეც.
– აგერ დაბრძანდით ორივენი. ჯერ შევამოწმებთ თქვენს ქმარს და კი, ბატონო, დავიტოვებთო, – უთხრა ექიმმა.
– მეჩქარება და მალე ქენითო, – უთხრა ქალმა.
დაიწყო შემოწმება. ექიმი შეეკითხება რაღაცას, წამოხტება ცოლი – მაი, როის გიპასუხებს, მე გეტყვი, უფროსოო და პასუხობს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს – ყველა კითხვას ქმრის ნაცვლად ცოლმა უპასუხა. ბოლოს ექიმმა კაცს უთხრა:
– აი, თქვენ საცერი. ეზოს ბოლოში ჭაა და იქიდან წყალი მოიტანეთო.
წამოხტა ქალი.
– მომეცი საცერი, აი, აბდალა. როის მეიტანს. მე უფრო ჩქარა მოვალო და გეიქცა წყლის მოსატანად.
ექიმი მიუბრუნდა კაცს:
– თქვენ თავისუფალი ხართ, ბატონო, ამას აწი ჩვენ მივხედავთო.