№36 ბრძნული აზრები
ჩესტერტონი: ადამიანის თუ არ გესმის, მას ვერ დაამცირებ და თუ გესმის, არც იზამ ამას.
ფორბსი: სამყარო ელის, რომ თითოეული ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს. თუ არ შეასრულა, ორივე დაიტანჯება.
ტოლსტოი: ის ადამიანი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული, უბედური არ იქნება.
მოემი: ადამიანის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა.
ვოლტერი: ჭკვიანი ადამიანის გაბრაზება შეუძლებელია, რადგან სიმართლეზე გაბრაზება არ შეიძლება, ხოლო ტყუილი ყურადღებას არ იმსახურებს.
რემარკი: ბედნიერებაზე შეიძლება, მაქსიმუმ, ხუთი წუთი ილაპარაკო. აქ ვერაფერს იტყვი გარდა იმისა, რომ ბედნიერი ხარ. უბედურებაზე კი ადამიანები გადაბმულად საუბრობენ.
ფროიდი: რელიგია ილუზიაა და მისი სიძლიერე საპირისპიროდ მიემართება ჩვენი ლტოლვითი სურვილების წინააღმდეგ.
ტვენი: სიგარეტისთვის თავის დანებებაზე იოლი არაფერია, დამიჯერეთ, მე უკვე 30-ჯერ მაინც დავანებე.
მარკესი: რასაც დაივიწყებ, მერე ის მთელი ცხოვრება გაკლია.
კონსტანტინე: ადამიანის ცხოვრებაში დადგება მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება.
ტორო: ადამიანი მოვალეა, შეწყვიტოს საკუთარი უმწეობის მხარდაჭერა.
რუმი: ეს შენი გზაა და შენ მარტო ხარ. სხვები შეიძლება, დაგემგზავრონ, მაგრამ არავინ ივლის შენ მაგივრად.
ნეტარი ავგუსტინე: ვეძებე ღმერთი ცაში და ვეძებე ღმერთი მიწაზე, მაგრამ ვიპოვე ბოლოს საკუთარ თავში.
შოუ: ყველაზე დიდი ცოდვა ახლობელი ადამიანის მიმართ სიძულვილი კი არა, გულგრილობაა.
გოეთე: არც ერთ დიდ გონებას არ უარსებია საგიჟეთთან შეხების გარეშე.
კობო აბე: როცა ძაღლი პატრონს კბენს, დამნაშავე პატრონია.
არისტოტელე: კანონი მიზეზია ვნებებისგან გასათავისუფლებლად.
ბეგბედერი: გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია გული არ არის.
დიუმა: არასოდეს ჰკითხოთ ქალს, რატომ უყვარხართ მას.