კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ გახდა ახალგაზრდა თბილისელი ქურდი რუსეთის ერთ-ერთი ოლიგარქი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
კრეატიული ქურდი
  26 წლის ზილბერტ არტამონიძე პროფესიით ზეინკალი იყო და თბილისის ცნობილ საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლში, „პირიმზეში“, გასაღებების დამამზადებლად მუშაობდა. თუმცა, ზეინკალი არტამონიძე ქურდიც იყო და ამ საქმიანობას  ის საკმაოდ კრეატიულად ახორციელებდა. ზილბერტი კარგად აპრობირებული სქემით მუშაობდა – ჯერ მდიდარ მსხვერპლს შეარჩევდა და მისი ტელეფონის ნომერს გაიგებდა, პარალელურად კი, მისი ბინის საკეტების ანაბეჭდებიდან გასაღებებს ამზადებდა. შემდეგ ბინაში დაიმარტოხელებდა, ქუჩის ტელეფონიდან ქალის ნაზი ხმით მსხვერპლს ურეკავდა და პაემანზე გამოჰყავდა. თავად კი მის ბინაში დაუბრკოლებლივ შედიოდა, „ასუფთავებდა“ და იქაურობას ტოვებდა. ამ ხერხით არტამონიძემ ხუთი თბილისელი „ცეხავიკი“ გაქურდა და საერთო ჯამში, 102 ათასი მანეთის ზარალი მიაყენა, რაც 1974 წელს უზარმაზარი თანხა იყო. მიუხედავად ამისა, მილიციისთვის დასახმარებლად არცერთ დაზარალებულს არ მიუმართავს. ყოველი მათგანი იატაკქვეშა მილიონერი იყო და მილიციასთან ზედმეტი კონტაქტი არაფერში სჭირდებოდათ. ამიტომ, მილიციამ არაფერი იცოდა ამ დანაშაულების შესახებ და ძალოვნებს არტამონიძეზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, ზეინკალ ქურდს კრიმინალური ავტორიტეტი ომარ კახიანი, მეტსახელად „კახი“, ეძებდა. დასახმარებლად მას ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ფეხსაცმელების ატელიეს მფლობელმა, რომან სინაურიძემ მიმართა. „კახს“ სინაურიძე პირადად არ იცნობდა, მაგრამ იცოდა, რომ „შავ სამყაროში“ დიდი პატივისცემით სარგებლობდა და უთხრა:
– „კახი“, ძმაო, გუშინწინ გამქურდეს. ფულად სამი ათასი წაიღეს, ორი ბრილიანტის ბეჭედი და ერთი ოქროს საათიც. სულ ათი ათასი მანეთისაა ზარალი, მაგრამ ამაში არაა საქმე. ერთ მაგდენს გადაგიხდი, თუკი საათს მომაძებნინებ. სხვა ნივთები არ მინდა. ეს საათი ჩემმა გარდაცვლილმა ძმამ მაჩუქა და მისი სახსოვარიაო...
ათი ათასი მანეთი მეფური გასამრჯელო იყო. თან „კახიმ“ გაიფიქრა, – დროდადრო „მოვწველი“ ამ ფაშისტსო და „შავ სამყაროში“ კრეატიული ქურდის ინტენსიურ ძებნას შეუდგა. ორი კვირის მერე კი სინაურიძე დაიბარა და უთხრა:
–  ჩვენებიდან არავის „უჩალიჩია“ და ვფიქრობ, რომ ეს არც „გასტროლიორი ქურდის“ საქმეა. სავარაუდოდ, ვიღაც ჭკვიანი არიფის გაკეთებულია ყველაფერი და სხვა გზა უნდა ვეძებოთ.
– ჩემთვის მთავარი საათის დაბრუნებაა და როგორც შევთანხმდით, ისე იქნება, – მიუგო „კახს“ სინაურიძემ.
ომარ კახიანმა ძებნის სტრატეგია შეცვალა და საათის ძებნას „ბარიგებთან“ (სპეკულიანტი გადამყიდველები) შეუდგა...
საპასუხო სვლა
  კახიანი თბილისის ყველა „ბარიგას“ კარგად იცნობდა. მათ შორის, მირკო ქებუროვსაც, რომელიც ნაქურდალი ნივთების გასაღებით იყო ცნობილი. სწორედ ამ კაცს მიუტანა არტამონიძემ მოპარული ოქროს საათი და 200 მანეთად მიჰყიდა. მირკოსთან მისულმა „კახმა“ საათი რომ აღუწერა, უთხრა:
– თუ შენ გაქვს, გამოაჩინე და მითხარი, ვინ მოგიტანა. სამაგიეროდ კი, რაც მასში გადაიხადე, ორჯერ მეტს მოგცემ.
მირკო ფულს დახარბდა და „კახის“  მიუგო:
– კახი-ჯან, ხუთას მანეთად ერთმა ჰარიფმა მომყიდა მსგავსი საათი და ნახეო.
კახიანს სინაურიძეც ახლდა. მირკომ რომ მას საათი უჩვენა, თვალები გაუბრწყინდა და თქვა, ჩემიაო. პირობის თანახმად, სინაურიძეს „კახისთვის“ 10 ათასი მანეთი უნდა მიეცა, კახიანს მირკოსთვის კი – ათასი მანეთი, თუმცა „ბარიგამ“ იცრუა, საათი 500 მანეთად ვიყიდეო. გამოცდილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა უცებ მოტვინა – 10 ათასზე მეტს ვიშოვიო და სინაურიძე სახლში გაისტუმრა და უთხრა: მე თვითონ მოვალო, რაც იმას ნიშნავდა, რომ 10 ათასი გაამზადეო. მანამდე კი მას ათასი მანეთი გამოართვა, ვითომდა მირკოსთვის მისაცემად, ხოლო მასთან პირისპირ რომ  დარჩა, უთხრა:
– აბა, თქვი, ვინ მოგიტანა საათი და მაყუთს მიიღებ.
მირკომ „კახის“ არტამონიძის ზუსტი კოორდინატები უკარნახა და ფულის გამოსართმევად ხელი გაიშვირა. „კახიმ“ კი მას 500 მანეთი მისცა და უთხრა:
– ესეც გეყოფა. ვფიქრობ, რომ ამ საათში 200 მანეთზე მეტი არ გექნება გადახდილი და შეპირებულზე მეტი მოგეციო.
მირკომ წუწუნი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. „კახიმ“ კი ჯერ სინაურეძეს მიაკითხა და 10 ათასი მანეთი გამოართვა, შემდეგ თავისი ხელის ბიჭებს, რომლებიც ქურდის ტიტულის მოსაპოვებლად „კახის“ ემსახურებოდნენ, არტამონიძის მოყვანა უბრძანა...
კრეატიული ქურდი „პირიმზიდან“ წამოიყვანეს და „კახის“ პირდაპირ სახლში, ვაკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიჰგვარეს. საკმაოდ ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ არტამონიძემ ყველა ქურდობა აღიარა, „კახიმ“ კი მას ნაქურდალი ნივთებისა და ფულის მიტანა უბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა.
– ფულს მოვიტან. ნივთებიდან კი მხოლოდ ორი ბრილიანტის ბეჭედი დამრჩა და იმასაც მოგცემთ, – თქვა არტამონიძემ, რომელიც სიკვდილის პირამდე იყო ნაცემი და დაამატა, – მხოლოდ, ცოტა უნდა მაცადოთ.
– როდის და რამდენს მოიტან? – „შეუყეფა“ „კახიმ“ ქურდს.
– 50 ათას მანეთს მოვიტან, ბეჭდებთან ერთად, ოღონდ, ერთი კვირის მერე – თქვა არტამონიძემ. კახიანმა კი მას უთხრა:
– კარგი. ოღონდ ორი დღის მერე, ერთი კვირით მივდივარ, ამიტომ ათ  დღეში მოიტანეო.
„კახი“ ერთი კვირით სოჭში მიემგზავრებოდა და როდესაც ის დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, სადგურზე მილიციამ დააკავა. მას 10 ათასი მანეთი აღმოუჩინეს. თბილისში დააბრუნეს, მისსავე  ბინაში ხელბორკილდადებული მიიყვანეს და ჩხრეკისას „ცეხავიკებისგან“ წაღებული ძვირფასეულობის ნაწილი ნახეს. მირკო ქებუროვს კი იმ დროს ესტუმრა მილიცია, როდესაც ის საიდუმლო სეიფთან იდგა და ტიროდა. სეიფში სულ რაღაც ოთხი ძვირფასი ნივთი იყო, თანაც მირკოსთვის უცნობი. 80 ათასი მანეთის ღირებულების ნივთები და 15 ათასი მანეთი კი გამქრალიყო და ცნობილი თბილისელი „ბარიგა“ ამის გამო ტიროდა.  საქმე კი ის იყო, რომ „კახის“ ნაძარცვი ნივთები არტამონიძემ დაუდო, მირკოს კი ყველაფერი მოჰპარა და სანაცვლოდ სეიფში ნაძარცვი ნივთები მოათავსა. შემდეგ მილიციას ანონიმურად შეატყობინა ყველაფერი, თავად კი „მსუყე“ ქონებით რუსეთში გადაიხვეწა. „კახის“ 8 წელი, მირკოს კი 7 წელი მიუსაჯეს და მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალები „კრეატიულ ქურდს“ ტოტალურად ეძებდნენ, ვერსად მიაგნეს.
P.S. „პერესტროიკის“ დროს ზილბერტ არტამონიძე შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი გახდა, შემდეგ კი რუსეთის ოლიგარქიულ მმართველთა რიგებში აღმოჩნდა.


скачать dle 11.3