№36 „მოუსმინეთ“ დაბადების დღის ხეს
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
შეიძლება, არ იცით, რომ წლის ყოველ თვეს თავისი ხე აქვს, რომელიც ბევრს „მოგიყვებათ“ ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანზე.
იანვარი – ვაშლის ხე
კეთილი ხართ. არაჩვეულებრივი გემოვნება სხვებისგან გამოგარჩევთ. გაქვთ უნარი, ნებისმიერ ადამიანს მოუსმინოთ და საქმიანი რჩევა მისცეთ. არ მოგწონთ ადამიანების დიდ კამპანიაში ყოფნა და ბევრი ლაპარაკი, თუმცა მარტოც იშვიათად რჩებით.
თებერვალი – ტირიფი
ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შეგიძლიათ, რომელსაც ცხოვრება მოგიწყობთ. ოპტიმისტი ხართ და გჯერათ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი კარგად იქნება.
მარტი – ნეკერჩხალი
არ გიყვართ თვალთმაქცობა. რასაც ფიქრობთ, ყველაფერს პირდაპირ ამბობთ. თუ ვინმე თქვენს ნდობას დაიმსახურებს, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმაროთ.
აპრილი – თელა
ფაქტობრივად, არ არსებობს ისეთი რამ, რაც თქვენ არ გამოგივათ. ცდილობთ, ადამიანებს დაეხმაროთ, მაგრამ ზოგი თქვენი სიკეთით ცუდად სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გაგიცრუათ იმედი სუფთა სულის შენარჩუნება მოახერხეთ.
მაისი – ლეღვი
ამბიციური ადამიანი ხართ. მიგაჩნიათ, რომ დაბრკოლებები იმისთვისაა, რომ უფრო ძლიერი გახდეთ. ყველაფერში პირველობას მიეჩვიეთ და რაც უნდა უცნაური იყოს, ეს ფაქტი ადამიანებში გაღიზიანებას არ იწვევს.
ივნისი – ალუბალი
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანასაა შეჩვეული. ამასთან, თქვენ უბრალოდ კი არ აკეთებთ რამეს, პროცესში გულს დებთ და მიღებულ შედეგებს საგულდაგულოდ აანალიზებთ.
ივლისი – ნიგოზი
ძალიან გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. გიყვართ სიცოცხლე და აფასებთ მის ყოველ წუთს. ასხივებთ ოპტიმიზმს და ადამიანების წინამძღოლობაც შეგიძლიათ.
აგვისტო – მუხა
დარწმუნებული ხართ, რომ ცუდი ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ, ყველას თავისი მიდგომა სჭირდება. თავად კი მუდამ პოზიტიური და გულგახსნილი ხართ. ამით ადამიანებს იზიდავთ.
სექტემბერი – პალმა
ძალიან ორგანიზებული ადამიანი ხართ. ეს გეხმარებათ, მიაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ საქმეში. გიყვართ საკუთარი თავი, ენდობით გონებას, ინტუიციას და თითქმის არასდროს გაქვთ კონფლიქტი.
ოქტომბერი – ზეთისხილის ხე
უშიშარი ადამიანი ხართ. მოგწონთ მოგზაურობა, ცოდნის მიღება, ახალი შეგრძნებები. სრულიად გამართლებულად ფიქრობთ, რომ ცხოვრებისგან ყველაფრის მიღებაა საჭირო.
ნოემბერი – ფორთოხლის ხე
პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ ცდილობს, სხვებს დაეხმაროს. თქვენთვის მატერიალური საკითხი მეორე ადგილზე დგას. ადამიანები თქვენი სიკეთით აღფრთოვანებული არიან.
დეკემბერი – ნაძვი
ვნებიანი ადამიანი ხართ, რომლის შიგნითაც ცეცხლი გიზგიზებს. ვერ იტანთ უსამართლობას და ებრძვით. მთლიანად უძღვნით საკუთარ თავს საყვარელ საქმეს.