კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ჩემმა სადედამთილომ შვილის გამო დამიწუნა

  ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შვილი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, პირად ცხოვრებაში პრობლემებს შემიქმნიდა. უკვე სამი წელია ქმარს დავშორდი და მისგან მხოლოდ იმით ვარ მადლიერი, რომ ულამაზესი შვილი მყავს. ახლახან კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა და მინდა, მის გვერდით მშვიდად ვიცხოვრო, ოჯახური იდილია შევიქმნა და მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ, მაგრამ სადედამთილო იმის გამო მიწუნებს, რომ შვილი მყავს. პირდაპირ მითხრა: კარგი გოგო ხარ, კარგი ოჯახიშვილი, ლამაზი, განათლებული, მაგრამ დიდი ნაკლი გაქვს – შვილი გყავს და არ მინდა, ჩემს ბიჭს შვილიანი გოგო ჰყავდეს ცოლადო. არ მეგონა, ჩვენს საუკუნეში მსგავსი დაბალი დონის მოაზროვნე დედაკაცები კიდევ თუ არსებობდნენ. იმის გამო, რომ პირველ ქმართან არ გამიმართლა და შვილი მყავს, ბედნიერებაზე უარი უნდა ვთქვა? არ ვაპირებ, დავთრგუნო ჩემი გრძნობა და საყვარელი ადამიანი მის გამო დავკარგო. უბრალოდ, არ მინდა, ყველაფერი პირში მივახალო და ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ, მაინც ჩემი საყვარელი ადამიანის დედაა. არ ვარ უხეში, უტაქტო და გულცივი ადამიანი, მაგრამ მის გამოხედვებს და რეპლიკებს წყობიდან გამოვყავარ. ისე მიყურებს, თითქოს შვილს ვართმევ, ვაუბედურებ და მისი ოჯახისთვის მთავარი მტერი და პრობლემა მე ვარ. ჩემს შვილს მამამისიც ყურადღებას აქცევს და ჩემი მშობლებიც ზედ ჰყვებიან. მითხრა კიდეც დედამ: გაჰყევი ცოლად, ბავშვი კი ჩემთან დატოვე, როცა მოგინდება, მოხვალ და ნახავო. მაგრამ ამას არ გავაკეთებ! ჩემი შვილი, ჩემ გვერდით უნდა გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს არ აქვს ამის პრობლემა. მეუბნება, ნუ აქცევ დედაჩემის სიტყვებს ყურადღებას, რომ გამომყვები ცოლად, შეეგუება და შენს შვილსაც მიიღებს და შენცო. ცოტა მიჭირს გარისკვა, არ მინდა, იგივე განვიცადო, რაც პირველ ქმართან დამემართა და დროს ვწელავ. მაგრამ, მინდა დროულად გავყვე, კიდევ გავაჩინო შვილები, ვიყო ბედნიერი და არ ვაჭორაო ხალხი, ვიღაც ბიჭთან ერთად დადის განათხოვარი გოგოო. ამას წინათ, სახლში ამიყვანა და დედამისს სთხოვა, ყავა მოგვიდუღეო. ცხვირი აიბზუა, მოიმიზეზა, ჩემს მაზლთან მივდივარ, არ მცალია, თუ ასე გინდათ, ქალბატონი მოგემსახუროს, მაინც აქ შემოჭრას ცდილობსო. მივხვდი, არსად ეჩქარებოდა, უბრალოდ, ჩემი მისვლა არ ესიამოვნა, თორემ ხუთი წუთი არაფერს უწყვეტდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, თუმცა ესეც ჩავყლაპე. მისი შვილი კი ისეთ დღეში ჩავარდა, თავი ძლივს მოთოკა. ვხვდები, არ უნდა ჩემი თანდასწრებით დედამისს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ მეც ხომ მაქვს ჩემი თავმოყვარეობა. იმის საშუალებაც არ გვაქვს, ცალკე ვიცხოვროთ, თორემ სულ არ დავეკითხებოდი დედამისს და დღესვე გავყვებოდი ცოლად. ცოტას კიდევ მოვუთმენ და მერე რამეს მოვიფიქრებ. არ მიდა ამ ადამიანის დაკარგვა, თან, შევეჩვიე, შემიყვარდა, ჩემებმაც მიიღეს და ბავშვიც ახლობლად თვლის. მესმის, ჩემს სადედამთილოს არ უნდა შვილიანი რძალი, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარს და არც დაგეგმილად მომხდარა ჩვენი ურთიერთობა. ამის გამო უნდა გამიმწაროს ცხოვრება? არც ჩემს პირველ ქმარს უნდა ჩემი გათხოვება და მითხრა: არ გიშლი, გათხოვდი და იყავი ბედნიერი, მაგრამ იცოდე, ჩემს შვილს რომ ვინმემ ცუდი თვალით შეხედოს, ხელი ჰკრას და აწყენინოს, მისი მამობილი კი არა, ჩემი, საკუთარი მამაც რომ იყოს, ვერ გადამირჩებაო. სად გავამხილო, რომ შვილის გამო მიწუნებენ და არ მაცლიან საყვარელი ადამიანის გვერდით მშვიდ ცხოვრებას? ჩემს გარშემო ბევრი შვილიანი გათხოვდა და დღეს უბედნიერესია. მე რა ბედი მაქვს, რომ ყველაფერში პრობლემა უნდა შემექმნას, არ ვიცი... ყველა იმ ქალს ვამტყუნებ და მძულს, ვინც კაცის გამო შვილს ტოვებს და მე ამას არასოდეს გავაკეთებ, თუმცა, არც სიყვარულზე ვიტყვი უარს, რაც უნდა ჩემმა სადედამთილომ იხტუნაოს, ქვა ააგდოს და თავი შეუშვიროს.
თამთა, 29 წლის.
скачать dle 11.3