№36 დაიკელით წელისა და თეძოს არეში მარტივად
ნინო კანდელაკი ანი რევია

პირველი დღე
საუზმე – 1 ჭიქა რძე, 1 ვაშლი.
სადილი – 150 გრამი გრილზე მომზადებული თევზი, ბროკოლის და დაბალკალორიული ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი – 1 ნაჭერი ქათმის მოხარშული თეთრი ხორცი, 50 გრამი მოხარშული ბარდა და 2 ცალი მოშუშული პომიდორი.
მეორე დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი და 1 ნაჭერი ნესვი.
სადილი – 300 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ბოსტნეულის გარნირით.
ვახშამი – 100 გრამი ხაჭო და 2 ნაჭერი ნესვი.
მესამე დღე
საუზმე – 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი.
სადილი – კიტრისა და პომიდვრის სალათა, ზეითუნის ზეთით, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
ვახშამი – მოხარშული წიწიბურა, ხილის წვენი.
მეოთხე დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი და 1 ნაჭერი ნესვი.
სადილი – მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი – 2 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი გახუხული პური და მწვანე ჩაი.
მეხუთე დღე
დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ ნესვი და 250 გრამი შავი შოკოლადი.