კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ უნდა დაალაგოთ ურთიერთობები კონკრეტული სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან

  კონკრეტული სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, საკუთარი ხასიათი, თვისებები და ქცევის კულტურა აქვთ. და თუ გეცოდინებათ თქვენი საყვარელი ადამიანის, კოლეგის ან ხელმძღვანელი პირის დაბადების სტიქია, მაშინ მასთან ურთიერთობა არ გაგიჭირდებათ, გეცოდინებათ მისი მოქმედების ტაქტიკა და მასთან  კონფლიქტის მართვასაც თავისუფლად შეძლებთ. ასე რომ, დაადგინეთ თქვენთვის საინტერესო  ადამიანის დაბადების სტიქია და შემდეგ შეარჩიეთ მასთან საუბრის ტონი.  
  მიწის სტიქია – ამ სტიქიას კუროს, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები განეკუთვნებიან. მათთან ურთიერთობაში გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანებს უყვართ პირდაპირობა, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, სტაბილურობა და საიმედოობა. ყველაფერი გულწრფელად უნდა მოუყვეთ, გული გადაუშალოთ და ბოლომდე ენდოთ. არ უყვართ სიურპრიზები, ამიტომ რაც შეიძლება ბუნებრივი იყავით, რომ მათი გულის მონადირება ადვილად შეძლოთ. ნუ იქნებით მათ წინაშე ყალბი, უბრალოდ, დაანახვეთ, ვინც ხართ სინამდვილეში და ყველაფერი კარგად იქნება.
  ჰაერის სტიქია – სასწორი, ტყუპები და მერწყული ამ სტიქიის ნიშნებია, მათ კი გაჩერებულს ვერ ნახავთ, უყვართ ცვლილებები და ექსპერიმენტები. ადვილად ეწყობიან გარშემო მყოფებს. მათთან ურთიერთობის წამოწყება ადვილია, მაგრამ, ამ ურთიერთობის შენარჩუნებაა რთული. თუკი მის გვერდით აპირებთ ყოფნას, მოთმინების დიდი უნარი უნდა გქონდეთ. არ უყვართ, როცა მაღალი ტონით ესაუბრებით და თქვენი აზრის მისთვის თავზე მოხვევას ცდილობთ. ასე მხოლოდ ურთიერთობას გაიფუჭებთ. ამას კი ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან არ გირჩევთ, რადგან შემდეგ მათი გულის მოლბობა და შემორიგება ძალიან გაგიჭირდებათ.
  წყლის სტიქია – თევზების, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები, წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. გამოირჩევიან  ოცნებებისა და ფანტაზიის დიდი უნარით, არიან მოსიყვარულეები. გულწრფელად გენდობიან და ყოველი თქვენი სიტყვა სჯერათ. მათი გახარება ადვილია. შეგიძლიათ, გააბედნიეროთ, თუნდაც, ლამაზი და თბილი სიტყვებით, მცირედი საჩუქრითა ან, უბრალოდ, ყურადღებით. მათთვის არარეალური დაპირებებიც კი საკმარისია ნდობის მოსაპოვებლად. თუმცა, მათი წყობიდან გამოყვანა, გულის ტკენა და გაღიზიანება არ ღირს. მართალია, იშვიათად კამათობენ და გამოდიან წყობიდან, მაგრამ, წყენას გულში იდებენ და არასოდეს გაპატიებენ.
  ცეცხლის სტიქია – ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან. ბუნებით ლიდერები არიან და მუდამ საკუთარი თავის განვითარებასა და წარმოჩენისკენ ისწრაფვიან. თუმცა, აფასებენ ადამიანის გვერდით დგომას და მუდამ ესაჭიროებათ მხარდაჭერა. ძალიან ჯიუტები არიან. არ უყვართ, როცა შენიშვნას აძლევენ ან უთითებენ. ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს და მათთან კამათიც წყლის ნაყვაა. უთხარით ის, რისი მოსმენაც მათ სურთ და აბედნიერებთ, სხვაგვარად, მათი დაყოლიება გაგიჭირდებათ. მთავარია, ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანს მისცეთ დრო, რომ მიხვდეს, თუ რამდენად ღირებული ხართ მისთვის და, რომ თქვენთან კამათი და დაპირისპირება მას კარგს არაფერს მოუტანს. მთავარია, მასთან ურთიერთობისას ემოციები მოთოკოთ, არ აჰყვეთ კამათში და აცადოთ თავისი აზრის დაფიქსირება და ხმამაღლა თქმა. თუ მოითმენთ და გაეცლებით, როცა აღელვებული, გაბრაზებული ან ნაწყენია და ნერვიულად საუბრობს, მაშინ, დამშვიდებულ გულზე, ის ყველი თავის სიტყვას და მოქმედებას გაიაზრებს და თქვენთან ურთიერთობის დალაგებას ეცდება.
скачать dle 11.3