კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბერია ჰიტლერს საიდუმლოდ შეხვდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე სამშობლოს ღალატის ბრალდების წარსადგენად მიზეზი არ არსებობდა, საბაბად კი გამოიყენეს, რომ თითქოს ის (ბერია) ფაშისტი ოკუპანტებისთვის საბჭოთა ტერიტორიების ჩაბარებას აპირებდა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი პავლოვსკი წერს: „1953 წელს ბერიას ვერაგული მკვლელობის „გასაპრავებლად“ სასწრაფოდ დანიშნულმა, ახალგამომცხვარმა გენერალურმა პროკურორმა, რომან რუდენკომ ბერიას სამშობლოს ღალატის მუხლი მიაკერა და ბრალდებაში საკუთარი ხელით ჩაწერა: ბერია ლ. პ. ფაშისტების ვერაგულად თავდასხმის პირველსავე დღეებში აგრესორთან შეთანხმებასა და საბჭოთა მიწების ჩაბარებას აპირებდაო... ამ სიცრუის საფუძველი კი ის იყო, რომ სტალინის დავალებით, ბერიამ ნიადაგი მოსინჯა ფაშისტებთან – რამდენად შესაძლებელი იყო გერმანული აგრესიის შეჩერება. ეს კი დროის მოგებისა და ახალი ძალების მობილიზაციის მიზნით კეთდებოდა და არა მოღალატეობრივი ზრახვებით. ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა მაშინ გენერალი პავლე სუდოპლატოვი, რომელიც წერს: „დიდი სამამულო ომი სულ რაღაც ერთი კვირის დაწყებულიც არ იყო (ზუსტად არ მახსოვს, 26 თუ 27 ივნისი იყო), როდესაც ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა:
– უნდა შეხვდე ბულგარეთის ელჩს, ივან სტამენოვს და გაარკვიო, რას ფიქრობს ის ფაშისტების ვერაგულ თავდასხმაზე და მისი აზრით, რა მოთხოვნები შეიძლება, ჰქონდეს ჰიტლერს ომის შეჩერების სანაცვლოდო.
ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ სტამენოვს ფაშისტებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის (სტამენოვი), ასევე, ჩვენ მიერ იყო გადაბირებული და მისი კურატორი პირადად მე ვიყავი. ეს ბერიამ იცოდა და მე სწორედ ამიტომ ჩამრთო ამ საქმეში.
  სტამენოვს მაიაკოვსკის მოედანზე შევხვდი და რესტორან „არაგვში“ დავპატიჟე. იქ ვესაუბრე. ძალიან ყურადღებით მისმენდა, თუმცა ისე დავშორდით, საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს. ორიოდე კვირის განმავლობაში ჩვენი სამსახური სტამენოვის არცერთ შიფროგრამას არ უშვებდა წაუკითხავს, მაგრამ ჩვენი საუბრის შინაარსი არც თავის ქვეყანაში, არც სხვაგან არ გადაუცია და ისე გამოვიდა, რომ ჩვენი მცდელობა – ჰიტლერის პირობები გაგვერკვია, ფუჭი აღმოჩნდა. თუმცა, 1943 წლის დეკემბერში, თეირანის კონფერენციიდან დაბრუნებულმა ბერიამ მითხრა, რომ 1941 წლის 1 ივლისს ბერლინში ჰიტლერს შეხვდა და კონფიდენციალურად ესაუბრა, მაგრამ სტალინთან მოლაპარაკებაზე ვერ დავითანხმეო...“
 ათწლეულების განმავლობაში ზესაიდუმლო ამბად მიიჩნეოდა ის, რომ ფაშისტური თავდასხმის პირველ დღეებში სტალინი დროის მოგებისა და ახალი ძალების მობილიზაციის მიზნით ჰიტლერთან მოლაპარაკებას და დროებით უმნიშვნელო დათმობაზე წასვლას გეგმავდა, რისთვისაც ბერია საიდუმლოდ  შეხვდა თავად ჰიტლერს...
  ივან სტამენოვი, 83 წლის ასაკში, ბულგარეთში გარდაიცვალა. ის ყვებოდა, რომ პავლე სუდოპლატოვთან შეხვედრის შემდეგ მშვენივრად მიხვდა, სინამდვილეში ვისგან მოდიოდა ეს წინადადება და რომ ამის მიზანი ყველაფრის ჰიტლერამდე მიტანა იყო, თუმცა, გამოცდილმა დიპლომატ-მზვერავმა იცოდა, რომ მის შიფროგრამებს „ენკავედე“ აკონტროლებდა და სოფიაში შეგნებულად არ გაგზავნა სუდოპლატოვთან საუბრის შინაარსი. სტამენოვი დაელოდა, რომ მასზე აუცილებლად გამოვიდოდა საბჭოთა მაღალჩინოსანი და მართლაც, ეს მისია ბერიას ხვდა წილად, რომელმაც პირდაპირ უთხრა, რომ შეხვედრა მოეწყო ჰიტლერთან და სტამენოვმა მართლაც შეძლო ამის გაკეთება. შვედეთის ელჩის მეშვეობით ბერლინში გაიგზავნა ფარული მოთხოვნა, პასუხიც მიიღეს და ლავრენტი ბერია, ვლადიმირ დეკანოზოვთან ერთად, 1941 წლის  1 ივლისს ბერლინში ფარულად შეხვდა ადოლფ ჰიტლერს და პირისპირ ესაუბრა...
  კარგი დიპლომატი და მზვერავი ვლადიმირ გიორგის ძე დეკანოზოვი ბერიას მარჯვენა ხელი იყო საერთაშორისო საკითხებში. ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის ელჩად მუშაობდა ბერლინში და მშვენივრად იცნობდა ფაშისტურ მმართველობას, ჰიტლერის ჩათვლით. სწორედ ამიტომ იახლა დეკანოზოვი ბერიამ ამ ფარულ შეხვედრაზე და თავის დღიურებში, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე  (დეკანოზოვი ბერიას საქმესთან დაკავშირებით 1953 წელს დახვრიტეს) წერდა, რომ ჰიტლერმა საბჭოთა წარმომადგენლები (თავად დეკანოზოვი და ბერია) რაიხსკანცელარიაში, თავის  კაბინეტში მიიღო და მცირე შესვენებებით, 7 საათის განმავლობაში ესაუბრა. დეკანოზოვის სიტყვებით, პირველი წარმატების შემდეგ  ჰიტლერი ისეთ ეიფორიაში იყო, რომ ბერიასთვის უთქვამს: „ომის შეჩერების სანაცვლოდ მოვითხოვ, რომ თქვენი მთავრობა ურალს იქით გადავიდეს და დანარჩენი ტერიტორია ჩვენ დაგვითმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას გავაგრძელებთ და ეს თქვენი კატასტროფით დასრულდებაო...“ ბერია ყოველმხრივ ეცადა ჰიტლერის გადარწმუნებას და სტალინთან  მოლაპარაკებებს სთავაზობდა. მანამდე კი ომი უნდა შეჩერებულიყო და დიპლომატიური პროცესი დაეწყოთ, მაგრამ დროებითი გამარჯვებით გაბრუებული ფიურერი თავისაზე იდგა და არაფრის გაგონება არ უნდოდა... ბერიას ყოველგვარი მცდელობა, რომ ჰიტლერი გადაერწმუნებინა, კრახით დასრულდა და 1941 წლის 2 ივლისს, გამთენიისას ბერია და დეკანოზოვი ბერლინიდან  დაბრუნდნენ. ბერია კრემლში წავიდა და სტალინს ესაუბრა. 3 ივლისს კი უკვე სტალინი გამოვიდა რადიოთი და მთელ საბჭოთა ხალხს მოუწოდა, რომ „დიდ სამამულო ომში“ აგრესორი გაენადგურებინათ...
  მოგვიანებით, როდესაც ჰიტლერის დღიურები აღმოაჩინეს, იპოვეს 1945 წლის 16 აპრილით დათარიღებული გვერდი, სადაც ფიურერი წერდა: „შევცდი, როდესაც ბერიასთან შეხვედრისას ომის შეჩერებაზე უარი ვთქვი და ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიით დასრულდა...“

скачать dle 11.3