კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა უნდა გაითვალისწინოთ მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამცირებლად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მუცელზე დაიდეთ რაიმე ცხელი – მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 40 გრადუსი ტემპერატურა ამცირებს ტკივილს. მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის უკეთ მიმოქცევას, რის გამოც ტკივილი მცირდება. იმავდროულად, მუცელზე რაიმე ცხელის (სათბურა, თუნდაც, ცხელი წყლით სავსე ბოთლის) დადებას ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი აქვს. ის ახშობს ტკივილის რეცეპტორებს.
  მიიღეთ თბილი აბაზანა – აბაზანის მიღება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ისვენებთ. მენსტრუალური ციკლის დროს აბაზანა ძალიან ცხელი წყლით არ უნდა აავსოთ, ამან შეიძლება სისხლდენის მომატება გამოიწვიოს. გაავსეთ ის თბილი წყლით, წყალში შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი დამუშავებული ჯინჯერი, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და ისიამოვნეთ. ასევე წყალში შეგიძლიათ შეურიოთ დარიჩინი და ევკალიპტი, ორივე მათგანი კარგია ანთებითი პროცესის წინააღმდეგ. გვირილის ნაყენს თუ შეურევთ, ის კუნთებს განტვირთვაში დაეხმარება და ტკივილი შემცირდება.
  გაიკეთეთ მუცლის არეში მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით – კვლევა ამტკიცებს, რომ ეთერზეთებით მუცლის არეში მასაჟი ამცირებს ტკივილს. წაისვით ეთერზეთი და ხელის ნაზი და წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ. აშკარად იგრძნობთ ტკივილის შემცირებას.
  მიირთვით მცენარეული ჩაი – ეს არის ჩაი, რომელსაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იღებდნენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით. მეცნიერების მტკიცებით, მცენარეულ ჩაისთან შედარებით გვირილის ჩაის გარკვეული უპირატესობა აქვს. ის შეიცავს გლიცინს, რომელიც კუნთების სპაზმს ხსნის და ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება. ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ კურკუმას ჩაიც. მას, ასევე, აქვს ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო თვისებები. ხსნის კუნთების სპაზმს, გამშვიდებთ.
  ძილი – ვიცით, რომ ძილი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მშვიდ ძილს მენსტრუალური ციკლის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს დავწვეთ ნაყოფის პოზაში. ასე ტკივილი მცირდება და მშვიდი ძილის საშუალება გვეძლევა.
  მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია – დამტკიცებულია, რომ მენსტრუალური ციკლის დროს ბევრი წყლის მიღება ტკივილს ამცირებს. თუმცა, არ უნდა მიიღოთ ძალიან ცივი წყალი. წყლის მიღებას ეფექტი მაშინ ექნება, თუ ოდნავ თბილს დალევთ. თუ წყალი არ გიყვართ, მიირთვით უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული. მაგალითად, კიტრი და საზამთრო. ისინი მდიდარია წყლით და ამასთანავე, გემრიელია.
  არ დაივიწყოთ ვიტამინები და მინერალები – კიდევ ერთი გზა მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის დასამარცხებლად ვიტამინებისა და მინერალების მიღებაა. მიირთვით კალციუმით, D ვიტამინით, ომეგა 3-ით, მაგნიუმითა და E ვიტამინით მდიდარი საკვები.
скачать dle 11.3