კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 გამოცდილი მებრძოლები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ფაროსანის დამთრგუნველები

  მოგეხსენებათ, აზიურმა ფაროსანამ ისეთი დღე გვაყარა, რომ ლამის პირწმიდად გაგვინადგურა ჩვენი ისედაც თითქმის განადგურებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია („თითქმის განადგურებული“, ვინაიდან ისიც კი მოვახერხეთ, რომ პომიდორი, კარტოფილი და ნიორი შემოგვაქვს), მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ წინააღმდეგობამ კიდევ უფრო გაგვაძლიერა.
  ენტომოლოგთა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელი (ბილ ლინგრენი) თვალებს არ უჯერებდა, თურმე, ფაროსანასთან ბრძოლის ჩვენეული შედეგი რომ ნახა (თავის დროზე დიდგორზეც რომ ვენახეთ, ვფიქრობ, გულიც გაუსკდებოდა სიხარულით!) და არც კეთილი შეფასება დაიშურა: „საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა არის გასაოცარი, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი.“
  ამბავი კი ასე დაწყებულა, სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უნიკალური სისტემა შეუქმნია და უმოკლეს ხანშიც მიუღია შედეგი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში.
  ამიტომაც თბილისს მსოფლიოს საუკეთესო ენტომოლოგები ეწვივნენ, რომელთა ვიწრო სპეციალიზაცია ფაროსანასთან ბრძოლაა, რომ ეს ჩვენებური გამოცდილება გაიზიარონ და სხვა ქვეყნებსაც უსაშველონ.
  სავარაუდოა, რომ ჩვენთან ერთგვარი ექსპერიმენტი ჩატარდა, რამაც, როგორც ჩანს, გაამართლა და იმაზე მეტადაც კი, რასაც ელოდნენ, მაგრამ, რაკი მთავარი მაინც შედეგია, ძალიანაც ნუ დაგვწყდება გული, თუ საცდელი ბოცვრების როლში ვიყავით.
  იმის გათვალისწინებით, რომ სეპარატისტებიც ფაროსანებივით  მავნებლობენ, ზემოხსენებული, მართლაც, იმედისმომცემია, ანუ ის დროც სავსებით შესაძლებელია, დადგეს, როდესაც მსოფლიო კონფლიქტოლოგებს გავაოცებთ სეპარატიზმის მოშთობის ჩვენებური გზამკვლევით.


скачать dle 11.3