კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რაზე უთხრა გიორგი აფციაურმა ბიძინასა და მიშას უარი და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკოსობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იუმორისტი გიორგი აფციაური პოლიტიკურ პარტიას ქმნის. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და როგორ შეხვდნენ მის ნაბიჯს, პირადად მოგიყვებათ.
– როდიდან გაგიჩნდა პოლიტიკური ამბიციები?
– მეოთხე კლასიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ კულტურული რესურსიც საჭიროა და თავის დროზე სხვა გზა იმიტომ ავირჩიე. ჩემი და ჩემი მეგობარი ახალგაზრდა მეცნიერების პოლიტიკაში შემოსვლა ვიოლინოს ხმას ჰგავს. ვიოლინოს ხმა ხალხს ამშვიდებს, მუსიკა პოზიტივია და ჩვენ გვინდა, ეს მესიჯი საზოგადოებამდე მივიტანოთ.
– პოლიტიკას დიდი ფინანსები სჭირდება, როგორ შეძელი მისი მობილიზება?
– ძალიან ბევრი ფული არაა საჭირო. ფინანსებით ვერც ნაცებს ვაჯობებ და ვერც ქოცებს, მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით თუ შევეჯიბრებით. არჩევანი კი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. თუ მიიღებენ ჩვენს პოზიტივს, ძალიან კარგი, თუ არა და დავიხურავთ ქუდებს, წავალთ სახლში და მოვემზადებით მომდევნო არჩევნებისთვის. ზოგს არ სჯერა, რომ დიდი ფინანსების გარეშე პოლიტიკაში ხარ და რომ ახალგაზრდები ამ ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებენ. არც ის, რომ ნაცური და ქოცური ფილიალი არ ვართ. იყო ერთი-ორი კომენტარი: ეს მიშას „კამანდააო“, ამაში ფულს ბიძინა იხდისო (იცინის).
– როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები შენს გადაწყვეტილებას, პოლიტიკა ხომ ბინძური თამაშია.
– არავის აქვს ილუზია, რომ პოლიტიკაში შეხვალ და მშვიდობის მტრედი იქნები, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ მეტი დასავლური მეთოდი დავნერგოთ, შავის ნაცვლად თეთრი პიარი გავაკეთოთ. პოლიტიკაში იმდენად ძველი სახეები არიან, მათი დისკრედიტაცია უფრო ადვილია, ვიდრე კარგად წარმოჩენა. ამიტომაც აგებენ კამპანიას ლანძღვაზე. ჩვენი ახალგაზრდები პოლიტიკაში უნივერსიტეტებიდან მოდიან, სუფთა ფურცლიდან და მათ ცხოვრებაში არანაირი ნეგატივი არ არსებობს. რაც არ უნდა გვლანძღონ, გინდა ნაცებმა და გინდაც ქოცებმა, ჩვენ პასუხს არ გავცემთ, ამას კარგი შედეგი ჯერ არ მოუტანია. მე არ შემიძლია, კონფლიქტში მოვიგო, რამდენჯერაც შევედი, წავაგე. თავის დროზე ამან ხელი შემიშალა კარიერის გაგრძელებაში, მაგრამ გზა გამიხსნა განათლებისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაშიც არ შევიდე კონფლიქტში. ოჯახი საკმაოდ კარგად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება, მათ მეცნიერებაში უფრო გაუხარდეთ ჩემი დანახვა, მაგრამ იციან, რომ ბევრი რამ გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს და რაღაცების გაკეთება შემიძლია.
– საზოგადოების ნაწილში ხომ არ იყო არასერიოზული დამოკიდებულება შენი გადაწყვეტილებისადმი, გამომდინარე იქიდან, რომ იუმორისტული გადაცემებიდან გიცნობენ.
– საარჩევნო კამპანია იმისთვისაა, რომ ადამიანები იმაში დაარწმუნო, რაშიც ორჭოფობენ. ჩვენ გვაქვს მაგალითი უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით. არ არსებობს ერი, სადაც პოზიტივი არ მუშაობს. მე რომ ახლა ვიძახო, მე მოვალ და პენსია გაიზრდება-მეთქი, დაიჯერებთ? შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, მაგრამ მე ხომ მოვიტყუები?! პირად ურთიერთობებში არასერიოზული დამოკიდებულებები არ შემხვედრია. სოციალურ ქსელში წავიკითხე რამდენჯერმე, უკრაინის პრეზიდენტს – ზელენსკის ბაძავსო. ისიც „კავეენშიკია“ და მეც, ორივე იუმორისტები ვართ. დადებითი პერსონაა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მას ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა.
– შენი მიზანიც პრეზიდენტობაა?
– საქართველოში ამბიციური ხალხი ვართ, ბავშვი რომ იბადება ტირილზე ეტყობა, რომ პრეზიდენტობა უნდა (იცინის). მე, საერთოდ, იდეა მქონდა, ბეიჯები დავამზადოთ პრეზიდენტისთვის და ყველას დავურიგოთ, რომ თავი ყველამ პრეზიდენტად იგრძნოს (იცინის). ჩვენი იდეოლოგია ხალხის დიდ ჩართულობას გამოიწვევს და მართლა ყველა იგრძნობს, რომ თვითონაა პრეზიდენტი.
– თავის დროზე ძალიან უცებ გაქრი სატელევიზიო სივრციდან, რატომ?
– არ იყო ადვილი. მაგრამ ძალიანაც არ მენატრებოდა სცენა, რადგან სიზმარში ვხედავდი ხოლმე. ერთხელ თეთრებში გამოწყობილი მიშა და ბიძინა დამესიზმრა და მეძახდნენ, მოდიო. არცერთისკენ არ წავედი, ბოლოს მეცნიერება გამოჩნდა და მის მხარეს გავემართე (იცინის). ჩემი წასვლა არ იყო მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება, ამას წინ უძღვოდა კონფლიქტი, თუმცა ამ თემის ჩაღრმავება აღარ მინდა. შურისძიების სურვილი ადამიანს მოტივაციას უმაღლებს წინ წასასვლელად, ამისთვის კი განათლებაა საჭირო, მაგრამ როგორც კი განათლებას მიიღებ, შურისძიების სურვილი მეასეხარისხოვანი ხდება. თავის დროზე, მინდოდა, შური მეძია იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარი პრინციპებიდან გადახვევისკენ მიმითითებდნენ, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი თემაა. ამ ადამიანებთან უახლოესი ასი წლის განმავლობაში არანაირი საქმიანი შეხება აღარ მექნება. გადავწყვიტე, რომ სტუდენტებისთვის გამეზიარებინა ჩემი ცოდნა იუმორის სფეროში და ოთხ უნივერსიტეტში ვასწავლი. გარდა ამისა, ერთი ხარისხი დავიცავი მედიის მიმართულებით და მალე პოლიტიკის მიმართულებითაც დავიცავ. „კომედი გრუპთან“ აღარ მაქვს ურთიერთობა, სამწუხაროა, მაგრამ ასეთია ცხოვრება.
– შენთან ერთად სალიტაც გაქრა ეკრანიდან.
– მას თავის გეგმები აქვს, მაგრამ ერთი წლის წინ, მეორე შვილი – ალექსანდრა შეგვეძინა, რომელსაც დედის ყურადღება სჭირდება. მალე ერთი წლის გახდება და ბაღში რომ მივიყვანთ, სალიტაც აუცილებლად შესთავაზებს საკუთარ კარიერას საზოგადოებას. კონსერვატორიაში სწავლობს, კარგად მღერის და მგონია, რომ წარმატებებს მიაღწევს. გოგოს ფენომენი ჩემთვის ამოუცნობი იყო. გაბრიელი უკვე ექვსი წლის ხდება და უკვე შევეჩვიე, რომ ბიჭის მამობა ძალიან კარგია. იმედია, ჩემი შვილები უკეთეს საქართველოში იცხოვრებენ და ამაში ჩემი წვლილიც იქნება.

скачать dle 11.3