№35 სრული კომპლექტი

ლელა წურწუმიას მამა (ლუდვიგი) თბილისის უნივერსიტეტში ფიზიკის ლექტორი იყო. ერთხელ სახლში რომ დაბრუნდა, თავის ქალიშვილს სიცილით უთხრა:
– წარმოიდგინე? უნივერსიტეტის ბაღში ვიდექით და ვსაუბრობდით, ლუდვიგ წურწუმია, ჰამლეტ ლაგვილავა და ფელიქს ლაბარტყავა...
ლელამ კი ღიმილით მიუგო:
– და სრული კომპლექტისთვის ჯანკარლო ქუჩულორია გაკლდათო.