კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ბავშვობის დაქალმა ჩემი ქმრისგან შვილი გააჩინა

  დაკვირვებული თვალი კი მაქვს, მაგრამ ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, ჩემი დაქალების მიმართ. თუმცა, თავი საკმაოდ ჭკვიანი მეგონა, რას წარმოვიდგენდი, თუ შევცდებოდი და რამე გამომეპარებოდა. ჩემს სახლში ხშირად ვიკრიბებით მეგობრები და ჩემი ქმარიც ჩვენთან ერთად არის ხოლმე. წლებია, ცოლ-ქმარი ვართ და ოდნავ სხვანაირი მზერაც კი არ დამიჭერია გოგონების მიმართ. თვრამეტი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე პატარა გაუგებრობაც არ ყოფილა. მას თვალდახუჭული ვენდობოდი. თავადაც უთქვამს: თუ შევცდი, თვალზე ბინდი გადამეკრა და სხვა გოგოსთან ვიქნები, აუცილებლად გეტყვი, არ მოგატყუებ, შენ ზურგს უკან ფლირტს არ გავაბამ, ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ და გაფასებო. მეც მჯეროდა. მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის დაქალი ნამდვილად არ გამოირჩეოდა სილამაზით, თუმცა, დიდი ამბიცია ჰქონდა და თავი მოჰქონდა თავისი სამსახურით. ჩემთან ხშირად დადიოდა და მიყვებოდა თავის პირად ურთიერთობებზე. არავის შეუხედავს მისთვის სერიოზულად და მით უმეტეს, ცოლობა არ უთხოვია. განიცდიდა წლების მატებას და  ისიც ვიცოდი, რომ შვილის გაჩენა უნდოდა. ამბობდა: თუ ვერ გავთხოვდი, შვილს მაინც გავაჩენ, მაგრამ ისეთისგან, ვინც მამობას გაუწევსო. მეც ვეთანხმებოდი და ვამხნევებდი. ერთ დღესაც, მოვიდა და მითხრა: არ გეუბნებოდი, არ მინდოდა ვინმეს თვალი მცემოდა, ორსულად ვარ, უკვე სამი თვის, ცოტა ხანში მუცელს მაინც ვერ დავმალავ და მინდა, იცოდეო. ვერ გეტყვით, როგორ გამიხარდა,  ემოცია ვერ დავმალე, ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. მერე გავუბრაზდი: აქამდე როგორ დამიმალე, ხომ იცი, როგორ გამიხარდებოდა შენი დედობა-მეთქი. დავაიმედე, ჩემი იმედი გქონდეს, გვერდით დაგიდგები და არაფერს გაგიჭირვებ, მშობიარობაზეც შენ გვერდით ვიქნები და ბავშვსაც ისე გაგაზრდევინებ, ცივ ნიავს არ მივაკარებ-მეთქი. ბავშვის მამაზე რომ ვკითხე, დაიბნა, თავი დახარა და მთხოვა: გეხვეწები, არ მინდა იმ კაცზე საუბარი და ნუღარ მკითხავო. არაფერს მიმალავდა და კი გამიკვირდა მისი ასეთი პასუხი, თუმცა, არ დავაძალე – ვიფიქრე, არ უნდა ადამიანს მისი ვინაობის გამხელა და რა პრობლემაა, მთავარია, ბავშვი და თავად იყოს კარგად, მერე ხომ მაინც იტყვის-მეთქი. ნუცას მხოლოდ დედა ჰყავს, ასაკში შესულია და ვიცოდი, ჩემი გვერდით დგომა ნამდვილად დასჭირდებოდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ბავშვობის დაქალია და ამ დროს როგორ მივატოვებდი? ჩემთან, სახლში მოსვლას მოუმატა, თითქმის ყოველდღე ამოდიოდა, ვსაუბრობდით, ბავშვის მომავალს ვგეგმავდით, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქმრისგან იყო ორსულად. ახლა რომ ვფიქრობ, მახსენდება, ბოლო პერიოდში ნუცა რომ ამოდიოდა, ჩემი ქმარი თვალს არიდებდა, რამეს მოიმიზეზებდა და სახლიდან გადიოდა. მაგრამ, არც კი მიფიქრია, რომ ნუცასა და ჩემს ქმარის რაიმე ინტიმური აკავშირებდათ. ნუცაზე საუბარს რომ დავუწყებდი, მაჩუმებდა. მოკლედ, გააჩინა ჩემმა დაქალმა შვილი და მერე აღიარა მამის ვინაობა. ნამდვილი შოკი მივიღე. რასაკვირველია, მასთან ურთიერთობა გავწყვიტე და სადაქალოც გვერდით დამიდგა, მაგრამ ქმარი მიყვარს და არ ვიცი, როგორ ვაპატიო ეს საქციელი. ამ ამბის მერე ვიჩხუბეთ, ბავშვების ნახვაც ავუკრძალე, მაგრამ ვხვდები, მის გარეშე არ მინდა ყოფნა. თან, მეშინია დაქალმა არ წამართვას. სულ ამბობდა: ბავშვს რომ გავაჩენ, მამამისის „დათრევაზე“ მერე ვიზრუნებო. რა ჰქონია ჩადებული გულში და მე როგორ ვუჭერდი მხარს. კი ვიცოდი, ბავშვის მამას რომ ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ჩემი ქმარი თუ აღმოჩნდებოდა და არაკაცურად, ბავშვობის დაქალთან მიღალატებდა, რას წარმოვიდგენდი. მესმის, ნუცას შვილის გაჩენა და დედობა უნდოდა, მაგრამ ჩემს ქმარს როგორ შეხედა სხვა თვალით, მე როგორ გამიკეთა ეს და ახლა თავაწეული როგორ დადის, არ ვიცი. ფაქტია, აღარავის ვენდობი და ვერც ის წარმომიდგენია, ამ ამბავს როგორ გადავიტან.
დიკო, 38 წლის.
скачать dle 11.3