№35 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და უკვე გამიჩნდა ნაოჭები. რისი ბრალი უნდა იყოს ამ ასაკში ეს პრობლემა? ვფიქრობ, ჯერ ადრეა.
პასუხი: წლებთან ერთად, კანი ელასტიკურობას კარგავს. პირველი ნაოჭები კი, საშუალოდ, ოცი წლის ასაკიდან ჩნდება. ასეთ დროს კანი დამატებით დატენიანებას საჭიროებს, რადგან მასში მცირეა ჰიალურონის მჟავა. სწორედ ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი ტენის შეგროვებასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ, საჭიროა ჰიალურონის მჟავის ან ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (NMF) შემცველი კრემის გამოყენება. კრემი, რა თქმა უნდა, კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თვალის გარშემო კრემი დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა წაისვათ, რათა კანმა კარგად შეიწოვოს და არ შეშუპდეს. კარგი დამატენიანებელი ეფექტი აქვს ასევე, ბიორევიტალიზაციას – ჰიალურონის მჟავის შეყვანას კანში ინიექციური გზით.