№35 შვიდდღიანი წონაში დასაკლები დიეტა
   ნინო კანდელაკი      ანი რევია  
    
    
    
    
      
  ამ დიეტის წყალობით, ერთ კვირაში, დაახლოებით, 5-6 კილოგრამს დაიკლებთ. ასე რომ, თუ მოიმატეთ და გახდომის ყველაზე სწრაფ მეთოდს ეძებთ, ეს დიეტა თქვენთვისაა. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დაცვა მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება.პირველი დღე
  ხილის დღე – მიირთვით, რომელი ხილიც გიყვართ, ბანანის გარდა. კარგია შავი ქლიავი, ნესვი და საზამთრო. ასევე, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 8-10 ჭიქა წყალი.
მეორე დღე
ბოსტნეულის დღე – მიირთვით თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული. დღის განმავლობაში დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი.
მესამე დღე
ბოსტნეულისა და ხილის დღე – კარტოფილისა და ბანანის გარდა. გაითვალისწინეთ, რომ ერთად არ მიირთვათ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი.  ერთ ჭამაზე რეკომენდებულია მხოლოდ ერთი სახის საკვები. სვით წყალი.
მეოთხე დღე
ბანანისა და რძის დიეტა – დღის განმავლობაში მიიღეთ 8 ცალი ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე
პომიდვრისა და კიტრის დღე – დღის განმავლობაში მიირთვით 6 პომიდვრისა და 4 ცალი კიტრის სალათი და სვით ბევრი წყალი.
მეექვსე დღე
ბრინჯისა და შავი ქლიავის დღე – დღის განმავლობაში მიირთვით მოხარშული ბრინჯი შავ ქლიავთან ერთად. სვით წყალი.
მეშვიდე დღე
ბოსტნეულისა და ბრინჯის დიეტა – მიირთვით მხოლოდ ცოცხალი ბოსტნეული და ბრინჯი, ხილი კი გამორიცხეთ. სვით წყალი.
