კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ანი რევია როგორ უნდა მოიშოროთ სახიდან ასაკობრივი ლაქები, ნაწიბურები და ფერიმჭამელები პილინგის საშუალებით

  სახის პილინგი პროცედურაა, რომელიც კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს აცილებს. თუ მკვდარი უჯრედები არ მოაშორეთ, ისინი დაახშობენ ფორებს, რაც შეაფერხებს ქსოვილებისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდებას და დააჩქარებს კანის დაბერებას. ამის თავიდან ასაცილებლად, დროდადრო უნდა ჩაიტაროთ პილინგის პროცედურა. ნაოჭები, პიგმენტაციის მომატება, სისხლძარღვოვანი ბადე და სხვა უსიამოვნებები კი პილინგის საშუალებით ნაკლებშესამჩნევი ხდება. ძველი უჯრედების აქერცვლის შემდეგ პილინგი ააქტიურებს კანის რეგენერაციის უნარს. რეგენერაციის დროს, გამომუშავდება ელასტინი და კოლაგენი, რომლებიც აყალიბებს კანის ახალ ფენას, ჭიმავს და ასწორებს ნაოჭებს. პირველივე პროცედურის შემდეგ, კანი ხდება უფრო გლუვი, რბილი, ხავერდოვანი.
  შეგიძლიათ, პილინგ-ნიღბები თავადვე მოამზადოთ. ეს პროცედურა აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას და საგრძნობლად ათხელებს გარქოვანებულ ფენას, აქერცვლასთან ერთად, აპრიალებს და ასწორებს კანს,  აცილებს წვრილ ნაოჭებს, ლაქებსა და ნაწიბურებს. სახის ასეთი პილინგი ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია კვირაში ორჯერ, ხოლო მშრალი კანისთვის – კვირაში ერთხელ.
გთავაზობთ სხვადასხვა ინგრედიენტით მოსამზადებელ სახის პილინგებს, რომელსაც სახლის პირობებში ადვილად მოამზადებთ და ჩაიტარებთ პროცედურებს:
* პილინგი მათეთრებელი ეფექტით – გათალეთ და გახეხეთ კიტრი. გაწურეთ, მაგრამ წვენი არ გადაღვაროთ. კიტრის მასას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი შვრიის დაფქული ფანტელი და 1 ჩაის კოვზი წმინდა მარილი. ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და კიტრის წვენით გაათხელეთ. ბოლოს, დაუმატეთ 2 წვეთი ზეითუნის ზეთი, წაისვით სახეზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით და შემდეგ ცივით.
* ნაოჭების გასასწორებელი პილინგი ნებისმიერი სახის კანისთვის: ააქაფეთ ბავშვის საპონი, წაისვით სახეზე. დაიყარეთ ხელზე 1 ჩაის კოვზი შაქარი და წრიული მოძრაობებით, ნაზად შეიზილეთ სახეზე. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
* ნაწიბურების გასასწორებელი პილინგი: 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა და 1 ჩაის კოვზი დაფქული ბრინჯი შეურიეთ ერთმანეთში.  თუ ცხიმიანი ან შერეული ტიპის სახის კანი გაქვთ, 2 სუფრის კოვზი მაწვნით ან იოგურტით გაათხელეთ. თუ ნორმალური ან მშრალი სახის კანი გაქვთ, 1 სუფრის კოვზი არაჟნით. წაისვით სახეზე და 5 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ.
* ცხიმიანი სახის კანის გასასუფთავებელი პილინგი – სოდიანი პილინგი შესანიშნავად ასუფთავებს ცხიმიან სახის კანს და აშორებს ზედმეტ ბზინვარებას. სახე დაიბანეთ საპნით. აიღეთ რბილი ფუნჯი, ნამიანი ჩააწეთ სოდაში და 2 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ სახის კანი. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
* მკვებავი და დამატენიანებელი პილინგი – დაფქვით 1 ჩაის კოვზი ბრინჯი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, წაისვით ნამიან სახეზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ, თბილი წყლით და გადაივლეთ ცივი.
* კანის აღმდგენი პილინგი – დაფქვით კვერცხის ნაჭუჭი და ერთ ჩაის კოვზს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი არაჟანი. წაისვით ნამიან კანზე წრიული მოძრაობებით, გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაივლეთ ცივი.
* პილინგი ცხიმიანი კანისთვის –  აიღეთ ნახევარი სადილის კოვზი თეთრი თიხა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული კვერცხის ნაჭუჭი. დაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ მორევისას კრემისმაგვარი მასა მიიღოთ. წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
* მატონიზებელი პილინგი – დაფქვით ნებისმიერი ციტრუსის (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი) გამომშრალი ცედრა. მიღებული ფქვილი დაასველეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
* პილინგი კომბინირებული კანისთვის – ერთ კვერცხის გულს შეურიეთ დაფქული ნახევარი სადილის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

скачать dle 11.3