№35 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2006 წლის 24 მაისს, ღამის 11 საათსა და 20 წუთზე. რომელი პროფესიებია მისთვის სამომავლოდ მისაღები?
პასუხი: მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, პოლიტიკის სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო სფერო, სამასაჟო საქმე, სადალაქო ინდუსტრია. მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია. ასევე, გასართობი ინდუსტრია, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, მშენებლობა, უშიშროების სფერო, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1996 წლის 15 მარტს, დილის 9 საათზე. გთხოვთ, გვითხრათ, რომელ სფეროში ექნება წარმატება და პირად ცხოვრებაში ვისთან იპოვის ბედნიერებას?
პასუხი: რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სასურველია, ამ წლის ბოლომდე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ურთიერთობებში. თუმცა, მას, რასაკვირველია, აქვს პერიოდები, როცა პირად ურთიერთობებში წარმატებებია მოსალოდნელი, ოღონდ გაითვალისწინოს, რომ მისაღებია ურთიერთობა მერწყულის, კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. პროფესიებიდან კი მისთვის განსაკუთრებით კარგია: საინჟინრო საქმე, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, ხელოვნების სხვადასხვა დარგი.